საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს მეოთხე შვილი შეეძინა 2023, 2 ივნისი, 18:45 საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილი შეეძინა. ბავშვის დედა სააკაშვილის მეორე მეუღლე ლიზა იასკოა. ბავშვი უკრაინაში დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დედა ავრცელებს. იასკო საუბრობს ომის დროს შვილის გაჩენის და გაზრდის სირთულეზე და მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამ დროს ბავშვის მამა მათ გვერდით არ არის. თუმცა იასკო ბავშვის სქესს და დაბადების თარიღს არ ასახელებს. შეგახსენებთ, სააკაშვილს ორი ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან სანდრა რულოვსთან და ასევე, ჰყავს 3 წლის გოგონა მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან. 56 შეფასება არ არის
|