x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გვაქვს თუ არა უსაფრთხოების გარანტიები? — სიმართლე, რასაც ხელისუფლება მალავს
“ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, ” — მსგავსი განცხადება საქართველოს ფორმალურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმი ჩატარდა.


საუბრები იმის თაობაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია, არის შემზარავი სიცრუე და პროპაგანდისტული დეზინფორმაცია, რომელიც მთლიანად ჯდება რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩამოყალიბებულ ნარატივში. საქართველოს დე იურე პრემიერის გამონათქვამების საპირისპიროდ ყველა კარგად ვხედავთ, რომ დასავლეთი უკრაინას შეუზღუდავად ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო ტექნიკით, ტყვია-წამლით და აღჭურვილობით. გარდა ამისა, უკრაინაში ომობს დასავლეთიდან ჩასული ათასობით მოხალისე, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.


ისმის კითხვა: იმაზე უკეთესად რანაირად შეიძლება დაეხმაროს სამხედრო ალიანსი მასში შემავალ რომელიმე ქვეყანას, ვიდრე ნატო ეხმარება უკრაინას?


შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნატოს რომელიმე წევრი ქვეყანა, იქნება ეს ფინეთი, ლიეტუვა, კანადა ან ლატვია, რუსეთთან ომის შემთხვევაში მიიღებს ალიანსისგან იმაზე მეტ და იმაზე ქმედით დახმარებას, ვიდრე უკრაინამ მიიღო ნატოსგან?



ეს კითხვები რასაკვირველია, რიტორიკულია. რა თქმა უნდა რეალურად ნატო ისევე ეხმარება უკრაინას, როგორც დაეხმარებოდა მაშინ, ეს უკანასკნელი მსი სრულფასოვანი წევრი რომ ყოფილიყო. უკრაინა დე ფაქტო უკვე არის კიდეც ნატოს წევრი ქვეყანა.


რა თქმა უნდა, ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ მიიღებდა უფრო ქმედით დახმარებას ვერავისგან, ვიდრე უკრაინა იღებს დღეს ჩრდილოატლანტიკური ბლოკისგან.


დღეს სრულიად დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ საქართველო იქნება აბსოლუტურად პროდასავლური ქვეყანა და არანაირად არ შეუშინდება რუსულ აგრესიას, რუსეთი ვერაფერს ჩვენ ვერ გაგვიბედავს! რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დასავლეთის გვერდით მდგომი საქართველო მიიღებს აბსოლუტურად შეუზღუდავ დახმარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან. ჩვენ მოგვაწვდიან თვითმფრინავებს, ტანკებს, ჯაველინებს, ჰაიმარსებს, პატრიოტებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, მკვლელ დრონებს და აბსოლუტურად ყველა იმ საშუალებას, რაც არის ნატოს შეიარაღებაში. გარდა ამისა, აქ ჩამოვა და იომებს მრავალი ათასი უკრაინელი, რუმინელი, ამერიკელი, კანადელი თუ ფრანგი მოხალისე, როგორც ეს დღეს უკრაინაში ხდება. რუსეთს არანაირი შანსი არ ექნება, დაგვამარცხოს ბრძოლის ველზე. ამიტომ ამ ომს ის არც კი დაიწყებს. რუსეთი უბრალოდ ვერ გაბედავს სამხედრო აგრესიის განხორციელებას ნატოს მოკავშირე საქართველოში, ზუსტად ისევე, როგორც ვერ ბედავს დღეს მოლდოვაში.


ამიტომ საუბრები იმის თაობაზე, რომ მიტოვებული და საცოდავი ქვეყანა ვართ, რომლის ბედი არავის აღელვებს, არის მთლიანად რუსული სპეცსამსახურების ნარატივი. მხოლოდ რუსეთის აგენტს შეუძლია მსგავსი საუბრების წარმართვა. ჩვენ არანაირად არ ვართ საცოდავი და მიტოვებული ქვეყანა. და თუ რაიმე გაუცხოება არსებობს დღეს ჩვენსა და დასავლეთს შორის, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საამისოდ.


ამიტომ, გთხოვთ, ყველა გონს მოდით და ნუ დაუჯერებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უკვე ეჭვიც კი აღარ არის, რომ მთლიანად რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ეს აგენტები ჩვენ თავიდან უნდა მოვიშოროთ რაც შეიძლება მალე.


ღარიბა

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0