სხვა წარსულის კვალი: სამეცნიერო რევოლუციიდან – მომავლის ტექნოლოგიებამდე 2023, 2 ივნისი, 17:38 გასული ათასწლეულის მანძილზე, მსოფლიო ისტორიაში, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა და დიდი გავლენა იქონია დღევანდელი საზოგადოების ფორმირების საქმეში: XI საუკუნეში – ციხე–სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო, XII–ში – კანონებზე მუშაობა დაიწყო, XIII საუკუნიდან – ბაზრები გაიხსნა, XIV –ში – ევროპა შავ ჭირს ებრძვოდა და ეპიდემიების მართვას ცდილობდა, XV საუკუნიდან – დიდი აღმოჩენების ეპოქა დაიწყო... და დადგა XVII ს. – სამეცნიერო რევოლუციის ეპოქა: ცრურწმენები XVI საუკუნის განუყოფელი ნაწილი იყო. ამასთან, მას მეტად სერიოზული შედეგები ჰქონდა. მაგ., თუ ვინმე, ვინც არ მოგწონდათ, მოულოდნელად გარდაიცვლება და თქვენ, ჯადოქრობით, მის მკვლელობაში დაგადანაშაულეს, რამდენიც გინდათ გეყვირათ, რომ ჯადოქრობა არ არსებობს, უსარგებლო იქნებოდა, რადგან მაშინ, ჯადოქრობა, კანონის დონეზე იყო აღიარებული. XVII საუკუნე კი, ახალი სამეცნიერო თეორიების საუკუნედ იქცა. ძველი მოსაზრება, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს, საბოლოოდ უარყო გალილეიმ. მძიმედ დაავადებული ადამიანები, თუ წინა საუკუნეში, გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდნენ, ახლა უკვე ექიმებს მიმართავდნენ. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გაჩნდა და ფართოდ დაიწყო გავრცელება, მეცნიერებისადმი რწმენამ... და ამ ფონზე, ეჭვგარეშეა, რომ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, მხოლოდ საფრანგეთის კი არა, მთელი დასავლური სამყაროს რევოლუცია იყო. ეს ეროვნული იდეის ტესტირება იყო, რომელიც კანონის წინაშე, ყველა ადამიანის თანასწორობაში მდგომარეობდა. საფრანგეთის რევოლუციის გარეშე, შეუძლებელია XIX საუკუნის სოციალური რეფორმების განხორციელების წარმოდგენა. მაგ., ისეთების, როგორიც მონობის გაუქმება და საყოველთაო განათლების შემოღება იყო... და ურთიერთკავშირების ეპოქა დადგა... დღეს ტელეფონი ყველას აქვს და ბევრი ფიქრობს, რომ კომუნიკაციაში რევოლუცია, XXI საუკუნეში მოხდა. თუმცა, ნამდვილი რევოლუცია ამ სფეროში, უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1805 წ. 21 ოქტომბრის, ტრაფალგარის ბრძოლის შედეგი, ადმირალიტეტს 6 ნოემბერს აცნობეს. ფალმუთიდან ლონდონში ჩასასვლელად, ანუ 439 კმ–ს გასავლელად, ერთ ოფიცერს, 37 სთ. დასჭირდა და მან გზაში ცხენი 21–ჯერ შეცვალა. ხოლო, 1872 წ. კონტინენტთაშორისი კაბელის გაყვანის შემდეგ, შეტყობინებების გაგზავნა ბევრად უფრო სწრაფად გახდა შესაძლებელი. რკინიგზა, ტელეგრაფი და მოგვიანებით, ტელეფონი, შეტყობინებებს სწრაფად და ზოგიერთ შემთხვევაში — თითქმის, მყისიერად აგზავნიდა. და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თანამედროვე კომუნიკაციური საშუალებები დღეს. დღეს ყველაფრის პროგნოზირება შეგვიძლია: როგორი ამინდი იქნება, წლების შემდეგ. რა რაოდენობის საპენსიო დანაზოგი გვექნება და ა. შ. გაერო მსოფლიოს მოსახლეობის დონეს, 2300 წლამდე პროგნოზირებს. გაზეთები და ინტერნეტი სავსეა ამბებით, მომავლის შესახებ... და ამ ყველაფერს, საფუძველი XX საუკუნეში ჩაეყარა. ასე, რომ, ეს საუკუნე, შეგვიძლია საზღვრად, გარდამავალ ეტაპად ჩავთვალოთ, ჩვენს წარსულს და მომავალს შორის. არხის სხვა სიახლეები:* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა* საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია* თუ საქმის წამოწყებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ – 7 სასარგებლო რჩევა49 3-ს მოსწონს
|