x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
არგენტინის პრეზიდენტის "ხულიგანი" მფრინავების საშიში მანევრები აეროპორტში უკვე გახდა ინტერნეტში განხილვის თემა

image
არგენტინის პრეზიდენტის "თავქარიანმა" მფრინავებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ საპრეზიდენტო თვითმფრინავის შესაძლებლობები და სახიფათო მანევრით ლამის ნახევარ მსოფლიოს გააცნეს თავი ამ ქმედებით.


არგენტინელმა ფრინავებმა მაიამიდან ბუენოს-აირესის აეროპორტ ხორხე ნიუბერიში გადააფრინეს საპრეზიდენტო თვითმფრინავი "Boeing 757"-ი. მფრინავებმა სახიფათო მანევრი ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან ახლოს განახორციელეს რაც უამრავი ადამიანის კამერის ობიექტივში მოხვდა.


ვიდეოში კარგად ჩანსმ ასაფრენ ზოლთან ახლოს დაბალ სიმაღლეზე მიმავალი თვითმფრინავი თუ როგორ აკეთებს მკვეთრ მანევრს, თვითმფრინავის ცალ მხარეს გადახრით ქალაქის მხარეს და ამას აკეთებს ფრენისათვის ძალიან ცუდ კლიმატურ პირობებში.


ყველაზე საინტერესო და გასაოცარი აქ ერთი რამაა-ეს მანევრი შეთანხმებული იყო აეროპორტის საავიაციო უსაფრთხოების და საჰაერო მიმოსვლის სამმართველოს მიერ.


თუ უბრალო არგენტინელები და სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი აღფრთოვანებული დარჩა არგენტინელი მფრინავების ასეთი რისკიანი მანევრით (მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ არგენტინის პრეზიდენტის პირადი მფრინავები ყოფილი ამხედრო მფრინავები არიან არგენტინის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ესკადრილიიდან), პროფესიონალმა ექსპერტებმა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებაზე, სასტიკად დაგმეს არგენტინელი მფრინავების "უჭკუო" და უაზროდ რისკიანი მანევრი. ბრიტანელმა პირველი კლასის პილოტმა სამოქალაქო ავიაციაში სკოტ ბეიტმენმა განაცხადა, რა საჭირო იყო სამოქალაქო, თუნდაც საპრეზიდენტო ბორტით ამხელა რისკის შემცველი მანევრის შესრულება, თუნდაც ნებართვის ქონის პირობებში.

სხვა გამოცდილმა პილოტებმა კი არგენტინელი მფრინავების მანევრს საშიში და აეროპორტის მიმდებარე ქალაქის მცხოვრებლებისათვის საფრთხის შემცველი მანევრი უწოდეს და მფრინავები მკაცრად გაკიცხეს.

ცნობილია, რომ აღნიშნული ბორტი ადრე ჩვეულებრივი სამოქალაქო ლაინერი იყო, რომელიც ესპანურ ავიაკომპანია "Iberia"-ს ეკუთვნოდა. მაგრამ მოგვიანებით ის გადაკეთდა "VIP"-ბორტად და 2017 წლიდან 2022 წლამდე მას იყენებდა ამერიკული ფირმა "Validus Aviation". ახლა კი ეს თვითმფრინავი არგენტინის პრეზიდენტს ემსახურება და მას "თავქარიანი" მფრინავები მართავენ.

0
84
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
84