საქართველო რაშიზმის დემონური ანარეკლი, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ! 2023, 1 ივნისი, 17:23 ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა რუსეთის ისტორია და საზოგადოებრივი მენტალიტეტი. ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე აქტიურად ვსწავლობდი და დღემდე ვსწავლობ რაშიზმს. ყველაზე შემზარავი კი, რაც მე რუსულ მენტალიტეტში აღმოვაჩინე არის ის, რაზეც ქვემოთ მსურს გესაუბროთ.
რუსეთის ისტორიას რომ გადავხედოთ, ამ ქვეყანას საზარელ მმართველებთან ერთად ხანდახან სრულიად ჩვეულებრივი და თითქმის ლმობიერი მმართველებიც ჰყავდა, მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი და უცნაური რაც გახლავთ, ის არის, რომ ამ უკანასკნელებს ან არასოდეს არ ჰქონიათ რეალური ძალაუფლება, ან ჰქონდათ და მალევე დაკარგეს ის. ასეთი იყო მაგალითად ალექსანდრ კერენსკი - განათლებული ადვოკატი და მოგვიანებით სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულ ლენინზე ბევრად უფრო ლიბერალური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც 1917 წლის რევოლუციის შემდგომ მხოლოდ ორიოდე თვის მანძილზე შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება. ბევრმა ალბათ ისიც არ იცის, რომ საბჭოთა კავშირს 1922-1946 წლებში ფორმალურად მართავდა ერთი საკუთარ თავში ჩაღრმავებული კაცი, მიხაილ კალინინი, რომელიც იოსებ სტალინზე ბევრად უფრო ლმობიერი პიროვნება გახლდათ. გაგიკვირდებათ და სწორედ კალინინი იყო საბჭოთა სახელმწიფოს დე იურე ხელმძღვანელი სტალინური ტირანიის წლებში. არადა, დარწმუნებული ვარ, მასზე არავის არაფერი გსმენიათ. კალინინი იყო იოსებ სტალინის მარიონეტი და მის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებდა. არც შედარებით ლიბერალ მიხაილ გორბაჩოვს ჰქონია დიდი ძალაუფლება არასოდეს. მისი გავლენა სულ უფრო კლებულობდა და მას ბოლოს პუტჩიც კი მოუწყეს. რუსეთში თუ ვინმეს ჰქონდა რეალური ძალაუფლება, ყველანი საზარელი ტირანები და ნამდვილი კაციჭამიები იყვნენ ყოველთვის - ივანე მრისხანე, სტალინი, ბერია, პუტინი… რანაირად ახერხებენ მასობრივი მკვლელები, კაციჭამიები და ტირანები, მოიპოვონ და შეინარჩუნონ ძალაუფლება რუსეთში ისე, რომ ეს ძალაუფლება ფორმალურად შეიძლება არც კი გააჩნდეთ? რანაირად ხდება, რომ უზარმაზარი რუსული სახელმწიფო მანქანა ემორჩილება ყველაზე ბოროტ, ყველაზე სისხლისმსმელ და ყველაზე დაუნდობელ ადამიანებს? ამის მიზეზი ჩემი ღრმა რწმენით რუსულ მენტალიტეტში უნდა ვეძიოთ. რუსული მენტალიტეტის მქონე ადამიანი ცხოვრებას სრულიად განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე ამერიკელი ან ევროპელი. თუ ამერიკელისა და ევროპელისთვის ადამიანის პიროვნული სიძლიერის განმსაზღვრელი ისაა, თუ რამდენად დაჟინებულად მიისწრაფვის ის მიზნისკენ და როგორ ერთგულად იცავს ადამიანურ ფასეულობებს, ჩვეულებრივი რაშისტისთვის ნებისმიერი ადამიანის პიროვნული სიძლიერის ერთადერთი განმსაზღვრელი მხოლოდ სისასტიკე და ძალადობაა. თუ პიროვნება არ არის სასტიკი და არ ძალადობს ვინმეზე, რაშისტი მას ირონიულად და დაცინვითაც კი უყურებს. ასეთი პიროვნება საშუალოსტატისტიკური რაშისტის თვალში სუსტი, უუნარო და დამარცხებისთვის განწირული ლუზერია. პიროვნული სიკეთე და ადამიანური ფასეულობებისადმი ერთგულებაც საშუალოსტატისტიკური რაშისტისთვის სისუსტის და უუნარობის ნიშანია. რაშისტები საერთოდ არ სცემენ პატივს კეთილ და ადამიანური ფასეულობების ერთგულ პიროვნებებს. რუსულ მხატვრულ ლიტერატურასა და ფილმებში ასეთი პიროვნებები აუცილებლად იღუპებიან. საუბედუროდ უნდა ითქვას, რომ რაშიზმის ზემოთხსენებულმა თვისებამ ქართულ მენტალიტეტშიც ჭარბად შემოაღწია. სწორედ ამ მენტალიტეტის დამსახურებით ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას. ივანიშვილი სრულიად არავინ არ არის ქართული პოლიტიკისთვის, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ ის, ერთადერთი მართავს პოლიტიკურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და ევროკავშირს, ამ ორ სუპერძალას უკვე სრულიად ღიად უპირისპირდება. რანაირად ახერხებს ის ამას? ევროკავშირს და ამერიკას ხომ 40 ტრილიონი აქვთ წლიური მშპ და მსოფლიოს უძლიერესი არმიები ჰყავთ? საქმე იმაშია, რომ “ქართული ოცნების” საშუალოსტატისტიკური მხარდამჭერის თვალში ამერიკაც და ევროპაც კეთილი ძალები არიან, სიკეთის მსახური ძალები, ხოლო რუსეთს ისინი ბოროტებასთან აიგივებენ. საშუალოსტატისტიკური ქართველი, რომელიც “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, ფიქრობს, რომ რუსეთი, როგორც ბოროტება ბოლოს აუცილებლად დაამარცხებს დასავლეთს, როგორც სიკეთეს. ამიტომ ეს საშუალოსტატისტიკური ქართველი - იქნება ის არჩევნების გამყალბებელი პედაგოგი, სპეცრაზმელი, პოლიციელი თუ პარტიული კოორდინატორი, დგას ამ ვითომ “ძლიერი” ბოროტების მხარეს. მსგავსი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ კეთილი დასავლეთი და პროდასავლელი პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ, მას ცოდვებს შეუნდობენ, ხოლო ისეთი ბოროტი იმპერია, როგორიც რუსეთია, გამარჯვების შემთხვევაში მას პასუხს ძალიან მკაცრად მოსთხოვს. აი სწორედ ეს მენტალიტეტია ის ყველაზე დამღუპველი და არაქართული მოვლენა, რაც რუსეთმა ჩვენ თავისი 200-წლიანი ბატონობის პერიოდში თავს მოგვახვია. მანამდე ყველას კარგად გვახსოვდა გენიალური რუსთაველის სიტყვები “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.” ჰოდა, მოდით, ყველამ ერთად გავიხსენოთ რუსთაველი. ყველამ ერთად აღვიდგინოთ დაკარგული ქართველობა. 35 1-ს მოსწონს 1-ს არა |
ეს ამ სტატიის დასარულია. ჩუტლაშვილი რუსეთის ისტორიას ვსწავლობდიო, საქართველოსი გესწავლა ჯობდა. 200 წლის მანძილზე რუსული მენტალიტეტი მოგვახვიაო რუსეთმა მანამდე ყველას კარგად გვახსოვდაო რუსთაველი. რა შეძლება აქ ითქვას? მყვანის დედა მოვდღან ჩუთლაშვილი. ჩუტლასვილი შენ რადგან ევროპაზე გეკეტება ჭკუა ამიტომ ევროპული გამოცემიდან ამონარიდს მოვიყვან;
"და ბოლოს ქართველები ისე დაეცნენ, რომ გადალახეს სირცხვილი და თავს ლაფი დაისხეს: მამები და დედები მათ შთამომავლებს თურქებზე ყიდიდნენ! - ბევრს სხვა არაფერი საქმე არ ქონდა, გარდა ბავშვების მოპარვისა თურქებისთვის გადაცემისა.
ქორწინების ცერემონიებზე და ეკლესიაშიც კი იმაზე ლოცულობდნენ, რომ მეტი მოდგმა ყოლოდათ და, შესაბამისად, მეტი ვაჭრობის საშუალება მისცემოდათ. პრინცებიც კი თავიანთ ქვეშემდრომებს შვილებს მხოლოდ იმისთვის სტაცებდნენ, რომ უმწეო ყრმები ფულად ექციათ..."
1793 წელი.
ამონარიდი ევროპული გამოცემიდან.
თარგმანი: ბორის კალანდია
ეს არის ქართველების მენტალიტეტი რუსეთის"მონობამდე" რა ვქნათ ეს მენტალიტეტი დავიბრუნოთ?
მე მაქვს ერთი კითხვა შენთან შენ რომ პირდაპირი და გადატანით მნისვნელობით თან მორალური პიდორასტი რომ ხარ ესეც რუსების მრალია? ჯერ არჩევნები არ წაგიგია და უკვე გაყალბებაზე ლაპარაკობ შე არა კაცო, ერთ რამ დაიმახსოვრე შენისთანა ნაგვები არჩავნების გზი ვერასოდეს ვერ მოეთესლებით ხელისუფლებაში, ჯობია უკრაინაში წახვიდე და იქ იომო თუ რამის დრაკი გაქვს.