x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რუსეთი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში — მწარე რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ!
რუსეთი ყოველდღიურად თმობს პოზიციებს უკრაინაში. შესაბამისად უკრაინის გამარჯვება სულ უფრო ცხადი ხდება. აშკარაა, რომ ისეთ დაბალგანვითარებულ და ჩამორჩენილ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინას, როცა ეს უკანასკნელი შეუზღუდავად ფინასდება ამერიკის და ევროკავშირის მიერ, რომელთა სიმდიდრე ათეულებჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს. ამასთან, უკრაინა იღებს აბსოლუტურად ყველა სახის სუპერთანამედროვე შეიარაღებას ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. გარდა ამისა, უკრაინელი ჯარისკაცები არიან ძალიან მოტივირებულები და იბრძვიან გამარჯვებისთვის.


ამ ყოველივეს ფონზე სრულიად შოკისმომგვრელია ის ანტიდასავლური და ანტიევროპული განცხადებები, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირებისგან. უკვე მუდმივ მოვლენად იქცა თავდასხმები ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და საბჭოთა სტილის, სრულიად ამაზრზენი და მოღალატეობრივი მესიჯების გავრცელება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნების მისამართით.


არადა, თითქოს პირიქით უნდა მომხდარიყო. თითქოს საქართველოს ხელისუფლების საუბრები სულ უფრო მტკიცე პროდასავლური ტონით უნდა განმსჭვალულიყო და გაჯერებულიყო ოკუპანტი სახელმწიფოს საწინააღმდეგო გზავნილებით.


ეს სწორედ ასეც მოხდებოდა, “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსული საოკუპაციო ადმინისტრაცია და შულავერის კომიტეტი რომ არ იყოს და მხოლოდ რუსეთის მიერ დაშინებულ და დათრგუნულ ძალას რომ წარმოადგენდეს.



აშკარაა, რომ ამ ძალამ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა ძალიან დიდი ხნის წინ - ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა ის დაფუძნდა. აშკარაა, რომ მანამდეც ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ყოფნის და მის მიერ გაწეული “ქველმოქმედების” მიზანი სწორედ ეს იყო - პროდასავლური ძალების თანდათანობით განადგურება და ნელ-ნელა ქვეყნის ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნება.


ივანიშვილი სწორედ ამ მიზანს მიჰყვება. ამ მიზნის ერთგულია სულ მცირე მთელი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე. ამიტომ მისთვის არანაირი მნიშვნელიბა არ აქვს, რამდენად დასუსტდება რუსეთი და დამარცხდება ის თუ არა. საქართველოს ხელისუფლება პრორუსული დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, რუსეთის ადგილას 50 ახალი სახელმწიფო რომ გაჩნდეს და საკუთრივ რუსეთის ტერიტორია მოსკოვის და მისი გარეუბნების ტერიტორიამდე რომ შემცირდეს. ეს ხელისუფლება არასოდეს არ გამოსწორდება და არასოდეს პროდასავლური არ გახდება. ეს არის ძალიან მწარე რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა! წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვეშველება არაფერი და არც არანაირი მომავალი არ გვექნება რუსეთის გუბერნიად გადაქცევის გარდა.


ომი

0
123
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0