x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სერგო ორჯონიკიძე, როგორც თანამედროვე საქართველოს ხელისუფლების კრებსითი სიმბოლო — გასაოცარი მსგავსება, რომელიც უკვე აშკარაა!
მსოფლიოში სამშობლოს არცერთი მოღალატე არასოდეს არ ამბობს, რომ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ერს ღალატობს. “სტრატეგიული მოთმინება, ” “უკეთესი მომავლის ძიება, ” “ბრძნული პრაგმატიზმი, ” “ფიზიკური გადარჩენა” - ეს იმ ტერმინების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც კლასიკური მოღალატეები როგორც წესი იყენებენ ხოლმე. ყველა მოღალატეს აქვს სულ მცირე ერთი ძალიან მყარი გამამართლებელი მიზეზი მაინც, რათა საკუთარ ღალატს, საკუთარ სიმხდალეს და საკუთარ ვერაგობას საკუთარ თავთან ახსნა მოუძებნოს და ღამე ბალიშზე მშვიდად დადოს თავი.


ასეთი მოღალატეების ქრესტომათიულ მაგალითებს მიეკუთვნებიან ირაკლი ღარიბაშვილიც, ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლი კობახიძეც. ისინი გულის სიღრმეში აბსოლუტურად არიან დარწმუნებულები, რომ მათი ღალატი “ერის სასიცოცხლო ინტერესებით” არის ნაკარნახევი. მათი ღრმა რწმენით უდიდესი საქმე გააკეთეს, საკუთარ ქვეყანას ღალატის გზით რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირება რომ აარიდეს თავიდან. ამით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გასაოცრად ჰგვანან სერგო ორჯონიკიძეს.


ზოგადად, სერგო ორჯონიკიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის საერთო უამრავია. ოთხივე მათგანი პირველობას ვერასოდეს დაიჩემებდა და ოთხივე მათგანს მთელი ცხოვრება ვიღაცის მორჩილებაში ხდებოდა სული. ისევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, სერგო ორჯონიკიძეც დარწმუნებული იყო, რომ ბრძენი და განსაკუთრებულად გონიერი ადამიანი გახლდათ. სერგო ორჯონიკიძეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებდა ნებისმიერ ბრძანებას, რომელიც “ზემოდან” მოდიოდა და რაც მთავარია, სერგო ორჯონიკიძესაც ულაპარაკოდ სწამდა, რომ მან საკუთარი ღალატით უდიდესი სამსახური გაუწია ქართველ ერს.


სერგო ორჯონიკიძის აზრით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფლება იყო ჯერ გერმანიის, ხოლო მოგვიანებით კი დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტი. როცა “რკინის სერგოს” ეკითხებოდნენ, თუ რატომ შემოუძღვა მე-5 არმიას და რატომ უღალატა თავის ერს და ქვეყანას, ის მხრებს იჩეჩდა და პასუხობდა, რომ საქართველო არც მენშევიკების დროს ყოფილა დამოუკიდებელი და მან მხოლოდ მეტროპოლია შეუცვალა სამშობლოს.




“მენშევიკებმა რა გააკეთეს იმაზე უკეთესი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ?” - კითხულობდა ის. “ფორმალურად მაშინაც დამოუკიდებელი იყო საქართველო და ახლაც დამოუკიდებელია. საქართველო არის სუვერენული რესპუბლიკა, რომელსაც უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. ფაქტობრივად კი… ფაქტობრივად კი მაშინაც არსებობდა უცხო სახელმწიფოთა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი) და ახლაც არსებობს უცხო სახელმწიფოს - ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობლის გარკვეული ხასიათის ზეგავლენა.”


სწორედ ამგვარ ტოლობის ნიშანს სვამდა სერგო ორჯონიკიძე საკუთარ თავსა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის.


“აბა დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ თბილისი არ აგვეღო. აქ დღეს თურქეთი იქნებოდა! დიახ, დიახ, სწორედ თურქეთი დაიპყრობდა ჩვენს მიწებს. შემდეგ თურქეთის მოკავშირე ბრიტანეთი აქედან მადნეულს გაზიდავდა, ხოლო ქართველები მათ მონებად იქცეოდნენ. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო! ქართველმა ბოლშევიკებმა სამშობლო ვიხსენით ჩვენი გაწონასწორებული და ბრძნული პოლიტიკით! მე რომ 25 თებერვალს თბილისში არ შემოვსულიყავი, ჩემ ნაცვლად რომელიმე რუსი ვანია შემოვიდოდა და მერე გენახათ ცოდვის კალო თქვენ აქ!”


ასე მსჯელობდა სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერების მსგავსად დიდ მამულიშვილად და ქართველი ერის ინტერესების თავგადაკლულ დამცველად მოჰქონდა თავი.


არადა, ისტორიამ სწორად შეაფასა სერგო ორჯონიკიძის საქციელი და მას ღალატი უწოდა. უფრო მეტიც: სერგო ორჯონიკიძე არის საქართველოს მოღალატის ქრესტომათიული სიმბოლო დღეს!


ანალოგიურ სიმბოლოებად იქცევიან “ქართული ოცნების” ლიდერებიც, როცა სამართლიანობა იზეიმებს და დღევანდელ გამყიდველ ხელისუფლებას ისტორიის სანაგვეზე საკუთარი ადგილი მიეჩინება.


ომი

3
237
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
237
  
ბატონო ცენტურიონ ეს ჩუთლაშვილი ისეთი ბანძია მანდაც შეგვარცხვენს. აააა სადამდე მივიდა "პრადვინუტი" ევროპა სექსში მსოფლიო ჩემპიონატს ატარებენ.
ჩუთლაშვილი ძალიან გინდა ევროპაში არა. ჩუთლაშვილო მაგ გეიჩემპიონატზე რომ არ შერცხვე ნაცებში ბლომად არიან სტაჟიანი პიდორასტები, ტრენერად აიყვანე რომელიმე. "ივარჯიშეთ" დრაკში დღნაურში თორმ მანდაც შეარცხვენ ქართველ პიდორასტებს ე.ი. ნაცებს.
2023, 30 მაისი, 16:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 30 მაისი, 15:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3