საზოგადოებრივი ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა 2023, 31 მაისი, 8:31 სულ ცოტა ხნის წინ, გერმანელმა ჰაკერმა რალფ ბასტერმა (Ralph Bastet) ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან ვატიკანის სერვერზე შეძლო შეღწევა და ჩვენი ისტორიის საიდუმლოებზე მოიპოვა წვდომა. "გატეხილ" საიდუმლო არქივებში ნათქვამია, რომ დედამიწაზე და ზოგადად, მზის სისტემაში, რაღაც ძლიერი და სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, ჯერ კიდევ, 25 000-30 000 წლის წინ არსებობდა, რომელიც ბევრად აჭარბებდა, ჩვენს ამჟამინდელ, ტექნოლოგიური განვითარების დონეს. ვატიკანის არქივებში ნათქვამია, რომ ეს ზე ცივილიზაცია მზის სისტემაში, დაახლოებით, 100 000 წლის წინ გამოჩნდა და 4 პლანეტაზე – მარსზე, ვენერაზე, დედამიწაზე და ფაეტონზე დასახლდა. ამ იდუმალი ცივილიზაციის გენეტიკოსებმა, ადამიანები მძიმე ფიზიკური შრომისა და მარსზე, დედამიწაზე და ვენერაზე რესურსების მოპოვებისთვის შექმნეს. ხოლო თავად, ფაეტონზე (ახლა ის ასტეროიდების სარტყელია, მარსსა და იუპიტერს შორის) ცხოვრობდნენ. თუმცა, გენების ევოლუციის შედეგად, მონებს ინტელექტი განუვითარდათ და რთული პრობლემების გადაჭრა დაიწყეს. მათ რაღაც მომენტში, საკუთარი მდგომარეობა გააცნობიერეს და ამბოხება გადაწყვიტეს. მაგრამ, ადამიანების პირველი აჯანყება, ინჟინრებმა წარმატებით ჩაახშეს. ხოლო, მეთაურები დიდი აგლომერაციებიდან, უდაბნოებში და ტყეებში განდევნეს. ადამიანებსა და მათ ბატონებს შორის არსებულმა სისტემამ, კიდევ 8 ათასი წელი იარსება და ამის შემდეგ, ადამიანებსა და მათ შემქმნელებს შორის, ოთხივე პლანეტაზე, ერთდროულად, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რომელშიც სხვადასხვა იარაღი იყო გამოყენებული, მათ შორის, – კლიმატური, ბიოლოგიური, ფოტონიკური და განადგურების სხვა ფანტასტიკური იარაღები, რომელთა შესახებ, ინფორმაციის გაგება, დღეს ალბათ, მხოლოდ ინდური ვედებიდან შეიძლება. შედეგად, განადგურდა ფაეტონი და დედამიწის ორი თანამგზავრი. კატასტროფამ, თითქმის, მთელი მზის სისტემა მოიცვა. ადამიანების, დაახლოებით 15% და რამდენიმე ასეული შემქმნელი გადარჩა. როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ მათი ცივილიზაცია განადგურების გზაზე იყო, მათ გადარჩენის გზების ძიება, თავიანთი შემქმნელების ცოდნაში, – ასტრონომიის, ასტროლოგიის, მეტალურგიის, მათემატიკის, ალქიმიის და სხვა მეცნიერებების სფეროებში დაიწყეს. გერმანელი ჰაკერის თქმით, წარსულის ეს გრანდიოზული მოვლენა, დაახლოებით, 15 000 წლის წინ მოხდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ადამიანები მიხვდნენ, რომ დარჩენილი შემოქმედი–ღმერთები, მათ ახალ სამოქალაქო ომებისა და კონფლიქტებისკენ უბიძგებდნენ. ამიტომ, მათ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები მთლიანად გაანადგურეს... დადგა განვითარების ერა. მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ქალაქების აშენება დაიწყეს და საბოლოოდ, დედამიწის მმართველები გახდნენ. პირველ თაობებს ახსოვდათ "ღმერთებთან ბრძოლა" და მისი შედეგი. ამიტომ, ისინი მხოლოდ შენებაზე და განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და უმნიშვნელო კონფლიქტებს, ყოველთვის დიპლომატიური გზებით აგვარებდნენ. ამგვარად განვითარდა და აყვავდა კაცობრიობის ცივილიზაცია... თუმცა, ძველი მოგონებები თანდათანობით გაქრა. ხოლო, ახალ თაობას, დიდი გეგმები და ამბიციები გააჩნდა... და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ნაცვლად, ადამიანებმა ერთმანეთთან ომი დაიწყეს, რამაც კიდევ ერთი დიდი კატასტროფა გამოიწვია – დედამიწაზე წარღვნა მოხდა. არხის სხვა სიახლეები:* იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა* ფრანგმა წინასწარმეტყველმა ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი ახსნა* ყველაზე მდიდარი 5 ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში1478 4-ს მოსწონს
|