x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საქართველო, როგორც შეუმდგარი სახელმწიფო და მისი გაურკვეველი მომავალი

26 მაისის სატელევიზიო გამოსვლაში რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა (რომლის შესახებაც უდიდესი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ პირადად გასცა ბუჩასა და ირპენში ხელფეხშეკრული სამოქალაქო პირების დახვრეტის და ბავშვებზე ჯგუფური სექსუალური ძალადობის ბრძანება) განაცხადა, რომ მას საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით სთხოვდა ფრენების და უვიზო მიმოსვლის აღდგენას.


ეს იმდენად სკანდალური განცხადებაა, რომ ყველაზე ადეკვატური რეაქცია იქნებოდა თითოეული ქართველის ქუჩაში გამოსვლა და საქართველოს მოღალატე ხელისუფლების გაშვება ცნობილი რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით, რამეთუ მსოფლიოში ალბათ არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ოკუპანტს ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის დაწყებას სთხოვდეს.


ეს მხოლოდ ერთადერთ სამწუხარო ჭეშმარიტებაზე მიუთითებს: რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეუმდგარი სახელმწიფო ვართ! ანუ რეალურად ჩვენ გვყავს მოსახლეობის სერიოზული პროცენტი, რომელიც საკუთარ თავს ქართველად ვერ აიდენტიფიცირებს. ეს ადამიანები არიან კოსმოპოლიტები. მათ არ გააჩნიათ პატრიოტიზმის არანაირი ნასახი. მათთვის “სამშობლოს” და “ქართული სახელმწიფოებრიობის” ცნებები არის სრულიად ფუჭი, სასაცილო და არაფრის მთქმელი.


1990 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, რასაც მოსახლეობის 99 %-ზე მეტი დაეთანხმა. ჩვენ ვართ უძველესი და უდიადესი ერი, მაგრამ ამ ერის წიაღში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების სახით არსებობენ ისეთი უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ოკუპანტისგან ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმის დაწესება მოითხოვონ. ეს მართლაც წარმოუდგენელი ამბავია. ამის გამკეთებელი შეუძლებელია უდიდეს ზიზღს არ გრძნობდეს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. რამ შეაზიზღა საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი სამშობლო და საკუთარი ერი ასე ძალიან, ეს საკვლევი თემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს ზიზღი რომ არსებობს, ფაქტია. “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის ჩალის ფასი აქვს სამშობლოს ცნებას. არანაირ ფასეულობას მათთვის ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს. მათთვის ჩერემუშკების ბაზარში გაყიდულ ორ-სამ კონა მწვანილს და ორიოდე კილოგრამ ვაშლს მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე მთელ ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს.



ჩვენი სახელმწიფოებრივი შეუმდგარობის უმთავრეს მიზეზს ის კოსმოპოლიტიზმი წარმოადგენს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზროვნებას ხრავს. სხვათა შორის, კოსმოპოლიტიზმი არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების” და მისი სატელიტი “კონსერვატიული მოძრაობისთვის” დამახასიათებელი იდეოლოგია. საუბედუროდ პროდასავლურ ფლანგზეც არსებობენ კოსმოპოლიტები, თუმცა საბედნიეროდ ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობით.


მე ვფიქრობ, ამ ყოველივეს მიზეზი საბჭოთა წარსულში უნდა ვეძიოთ. საბჭოთა კავშირში ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო და არც ეროვნული აზროვნება გაგვაჩნდა. ოჯახი, მეგობრობა და ქალის თუ მამაკაცის ურთიერთსიყვარული ეს ის ფასეულობებია, რომლებიც ვერ გაჩნდება, თუ უპირველეს ყოვლისა შენი სამშობლო და შენი ერი არ გიყვარს. საბჭოთა იმპერიამ მიზანმიმართულად შეგვაძულა ერთმანეთი ქართველებს. საბჭოთა კავშირში სამეგობროს, ოჯახის, ერის და ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულის ნაცვლად შემოვიდა ფულის სიყვარულის ცნება. საბჭოთა ადამიანი იყო ყველაზე ხარბი და გაუმაძღარი ადამიანი, როგორსაც კი ოდესმე უარსებია ამ პლანეტაზე. მისთვის არ არსებობდა რაიმე ფასეული ფულის და მატერიალური გამორჩენის გარდა.


დღეს “ქართული ოცნება” სწორედ უთავმოყვარეო, უსამშობლო და კოსმოპოლიტი საბჭოთა ადამიანებისგან შემდგარი პარტიაა, რისი უდავო დამამტკიცებელი საბუთიც პუტინის მსგავსი საზარელი ურჩხულისა და ოკუპანტისთვის უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის თხოვნაა. ეს პარტია ჩვენ თავიდან უნდა მოვიშოროთ, რათა სახელმწიფოდ ბოლომდე შევდგეთ. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ჩვენ მომავალი არ გაგვაჩნია.


ომი





3
79
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
79
  
ჩუთლაშვილი აბა ეს წაიკითხე შე სირო. ქართველებზე რა წეია მაშინ სსრკ არ არსებობდა.
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/650632-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-1883-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-23-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/173/
ჩუტლაშვილი კაი სტაჟიანი პიდორასტი ჩანხარ.
მე ვფიქრობ, ამ ყოველივეს მიზეზი საბჭოთა წარსულში უნდა ვეძიოთ. საბჭოთა კავშირში ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო და არც ეროვნული აზროვნება გაგვაჩნდა. ოჯახი, მეგობრობა და ქალის თუ მამაკაცის ურთიერთსიყვარული ეს ის ფასეულობებია, რომლებიც ვერ გაჩნდება, თუ უპირველეს ყოვლისა შენი სამშობლო და შენი ერი არ გიყვარს. საბჭოთა იმპერიამ მიზანმიმართულად შეგვაძულა ერთმანეთი ქართველებს. საბჭოთა კავშირში სამეგობროს, ოჯახის, ერის და ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულის ნაცვლად შემოვიდა ფულის სიყვარულის ცნება. საბჭოთა ადამიანი იყო ყველაზე ხარბი და გაუმაძღარი ადამიანი, როგორსაც კი ოდესმე უარსებია ამ პლანეტაზე. მისთვის არ არსებობდა რაიმე ფასეული ფულის და მატერიალური გამორჩენის გარდა.
მტყვანის დედა მოვდღან ჩუთლაშვილი. ფული ეხლა გახდა თქვენისტანა პიდორასტების ღმერთი
0 1 3