x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პროგნოზი: რა მოხდება, თუ რუსეთი საქართველოში საბოლოოდ გაიმარჯვებს?
უკანასკნელი 220 წელზე მეტი ხნის მანძილზე საქართველო იბრძვის რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან თავდასაღწევად. ამ ბრძოლას უამრავი საუკეთესო ქართველი მამულიშვილი შეეწირა. მაგრამ ჩვენსა და რუსეთს შორის ძალთა უდიდესი სხვაობის მიუხედავად ჩვენ მაინც მოვახერხეთ ჩვენი ენის, თვითმყოფადობის, ტრადიციების და კულტურის შენარჩუნება და ორჯერ აღვიდგინეთ კიდეც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.


თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, ხელახლა მოეპოვებინა საქართველოზე დაკარგული გავლენა. ასე იყო პირველი რესპუბლიკის დროს და ასეა ახლაც. 2012 წელს ეს მან ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, როცა არჩევნების გზით მისი ინტერესების უერთგულესი დამცველი, “ქართული ოცნება” მოიყვანა ხელისუფლების სათავეში. თუმცა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოს საბოლოოდ დაჩოქება ჯერ კიდევ ვერ შეძლო.


მაგრამ რა მოხდება, თუ რუსეთი ამას მაინც შეძლებს? რა მოხდება, თუ საქართველო საბოლოოდ დაიჩოქებს რუსეთის წინაშე და უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე?


ამ პროცესის შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად კატასტროფული იქნება. თვით მდიდარი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის მიერ რომელიმე სხვა ქვეყნის დამორჩილებაც კი არ არის ამ უკანასკნელისთვის დადებითი პროცესი და ადვილი წარმოსადგენია, მსოფლიოში ყველაზე აგრესიული, ღარიბი, იზოლირებული, ათასზე მეტი საერთაშორისო სანქციის მარწუხებში მოქცეული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპანტი სახელმწიფოს კოლონიად ყოფნა რაღა უნდა იყოს.



რასაკვირველია, ოკუპირებულ ტერიტორიებს არავინ აღარ დაგვიბრუნებს. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენ, როგორც რუსეთის ვასალ ქვეყანას გვემუქრება, ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელახლა დარღვევის საფრთხეა.


რუსული აგენტურა ყველანაირად ეცდება, გააღვივოს ეთნიკური კონფლიქტი სამცხე-ჯავახეთში და საქართველოს წაართვას აჭარა. აჭარაში რუსი ემიგრანტები დღეს მასიურად სახლდებიან. რამდენიმე წელიწადში ისინი მოქალაქეობის მოპოვებასაც შეძლებენ და დიდი ალბათობით საქართველოსგან გამოყოფასაც შეეცდებიან. სამცხე-ჯავახეთს რაც შეეხება, იქ რუსული სპეცსამსახურების მიერ დათესილი ეთნიკური შუღლი სავარაუდოდ შედეგს გამოიღებს და ადვილი შესაძლებელია ახალი სეპარატისტული რეგიონის და სისხლიანი კერის გაჩენა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიაზეც.


რუსების შემოსევა კიდევ უფრო გაგრძელდება


რუსეთის მოქალაქეები არც ახლა გვაკლებენ ხელს და საქართველო თუ რუსეთის სატელიტი ოფიციალურადაც გახდა, მერე ნამდვილი შემოსევა დაიწყება. საბჭოთა კავშირში მსგავს მიგრაციულ პროცესს ჩაწერის მექანიზმი აკავებდა, რაც საქართველოში ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იყო. როგორც კანდიდ ჩარკვიანის, ასევე ვასილ მჟავანაძის და მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძის ცეკას პირველი მდივნობის დროს რუსებს საქართველოში ჩამოსახლების პროცესს აქაური კომპარტია მაქსიმალურად ურთულებდა. ძალიან იშვიათად, რომ რომელიმე რუსს ქართული ჩაწერა მოეპოვებინა. დღეს კი ქართული ბინადრობის უფლების და პასპორტის მოპოვება ამ უსაზარლესად მოღალატე ხელისუფლების პირობებში რუსეთის მოქალაქეებისთვის უმარტივესია, რაც რამდენიმე წელიწადში იმას გამოიწვევს, რომ რუსები აქ უმრავლესობაში იქნებიან. რუსეთის მოქალაქეებს ძალიან იზიდავს საქართველოს შესანიშნავი ჰავა და რბილი კლიმატი. ამიტომ ისინი აქედან წამსვლელები აღარ იქნებიან.


მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსი


რუსეთის ვასალობაში საბოლოოდ გადასვლის პირობებში ცხოვრების დონეც საბოლოოდ დაეცემა, რადგან საქართველო გაიზიარებს იმ საერთაშორისო სანქციებს, რაც რუსეთს დღეს აწევს. კორუფცია, ნეპოტიზმი და ბიზნესში მონოპოლიების გაჩენა ჩვეულებრივი პროცესი გახდება. შედეგად უკიდურესად დაეცემა ცხოვრების დონე.


თუ ჩემი არ გჯერათ და გგონიათ, რომ რამეს ვაჭარბებ, გადახედეთ რუსეთის მოკავშირე და სატელიტ ქვეყნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველა მათგანი უღარიბესია და ყველა მათგანი სისხლისგან იცლება საშინელი შიდა კონფლიქტების შედეგად. კარგად ცხოვრობენ მხოლოდ ამ ქვეყნების მოღალატე ელიტები. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი უზომოდ იტანჯება.


ომი

ფოტოზე: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ აღმართული საბჭოთა დროშა



0
190
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0