x
image
დავითი ჩუთლაშვილი
26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ევროპის დროშა აღარ იფრიალებს: რას უნდა მოველოდეთ “ქართული ოცნებისგან?”
დაუდევრობა როგორც მთლიანად ყოველი ერის, ასევე თითოეული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დამღუპველი თვისებაა. ეს თვისება ქართველებს სამწუხაროდ ჭარბად გვაქვს. ჩვენ მეტისმეტად სენტიმენტალურები ვართ და მეტისმეტად ვენდობით ყველას, ვისაც ჩვენს გულებში თბილი საწამლავის ჩამოღვრა უხვად შეუძლია.


თეთრი ფერის კანი ჰქონდა, მილიარდებს ატრიალებდა, ჰყავდა ერთი შეხედვით ტრადიციული ოჯახი, სამება ააშენა და ჩვენც მაშინვე აგვიჩუყდა გული. ეგრევე დავიკერეთ. ეგრევე ვენდეთ. მერე დავირაზმეთ, წავედით არჩევნებზე და ხელისუფლებაშიც მოვიყვანეთ. მერე რა, რომ ჩვენი შინაგანი ხმა ავბედით ჰანგებს გვიჟღერებდა? აბა ვინ უსმენს საქართველოში შინაგან ხმას?


ჰოდა, დღეს რა რეალობა გვაქვს, ამ გულისამაჩუყებელი კაცის არჩევიდან მე-11 წელს? ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა ჩვენი ხელისუფლების ღალატი და ოკუპანტთან თანამშრომლობა მხოლოდ იქ სრულდება, სადაც იწყება მრავალათასიანი მიტინგები.


დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნების” მოღალატეობრივ ბუნებას არანაირი მუხრუჭი არ გააჩნია.



საქართველოში მოვლენილი რუსული კოლონიური ადმინისტრაცია, რომელსაც “ქართული ოცნება” ეწოდება, ხალხის სამართლიანი რისხვის მოლოდინით რომ არ იყოს შეშინებული, დიდი ხნის წინ აღმართავდა თბილისის თავზე რუსულ სამფეროვან დროშას.


მაგრამ თქვენ ფიქრობთ, “ქართული ოცნების” წევრები რუსული დროშის აღმართვას დასჯერდებოდნენ? სულაც არა. ისინი აღადგენდნენ ლენინის ძეგლებსაც. გეცინებათ, არა? სულაც არ არის ეს სასაცილო. აღდგენილი ლენინის ძეგლი ზედ პარლამენტთან. სტალინის, ლენინის, სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ძეგლებით დაფარული სოფლები და ქალაქები. ნამგალი და ურო 9 მაისის აღლუმებზე. საქართველოს გამოცხადება რუსეთის გუბერნიად.


როგორ მოგწონთ მსგავსი პერსპექტივა?


გგონიათ, ეს ყველაფერი არარეალურია? სულაც არ არის არარეალური. ნებისმიერ ღალატს უდიდესი სიამოვნებით ჩაიდენდა “ქართული ოცნება, ” თქვენი რომ არ ეშინოდეს, ძვირფასო მეგობრებო. ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ ოდნავაც კი.


თქვენ ნუ გგონიათ, რომ არსებობს რაიმე, რასაც “ქართული ოცნების” წევრები არ იკადრებენ და რუსეთის საამებლად არ გააკეთებენ.


სამშობლოს ღალატს რაც შეეხება, რუსული კოლონიური ადმინისტრაცია მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა. სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე, რასაც “ქართული ოცნება” არ იზამდა და არ იკადრებდა, ქართველი ხალხის გამძვინვარებული აღშფოთების წარმოდგენა რომ არ ზარავდეს.


ამიტომ იყავით რაც შეიძლება გამძვინვარებულები. გონს მოდით. ნუ დაკარგავთ ქვეყანას.


ომი



0
185
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0