საზოგადოება "აგვისტოს ომის შემდეგ კრემლის წითელ მოედანზე რომ პოზირებ არ გიტყდება?"-რა ფოტოს უვრცელებენ დათო ტურაშვილს? 2023, 20 მაისი, 19:22 მწერალ დათო ტურაშვილს სოციალურ ქსელში წითელ მოედანზე გადაღებულ ფოტოებს უვრცელებენ, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილის მტკიცებით, ფოტოები მოსკოვში, წითელ მოედანზე აგვისტოს ომის შემდეგ, 2011 წელს არის გადაღებული და ფოტოზე დათო ტურაშვილთან ერთად ნიკიტა მიხალკოვის სიძე არის აღბეჭდილი. "ნაცს, ვაიმწერალ დათო ტურაშვილს მივმართავ - აგვისტოს ომის შემდეგ, 2011 წელს, კრემლის წითელ მოედანზე რომ პოზირებ და მიხალკოვის სიძეს ფარისევლურად ეხუტები, ილიას მაისური რო გაცვია, არ გიტყდება? ახლა გახდი "ქართველი" და მე-17 სართულიდან გვიკითხავ ლექციებს ქართველობაზე?"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ორიოდე თვის წინ დათო ტურაშვილი მორიგი ემოციური გამოსვლის შემდეგ პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა, ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც "ხალხის ძალას" უთხრა, თქვენ რუსული ძალა ხართ და აღიარეთო, რასაც საკმაოდ კორექტული პასუხი მოყვა ყაველაშვილის მხრიდან, საპასუხოდ ტურაშვილს მიაჩდა, რომ ყაველაშვილმა შეურაცხოფა მიეყენა, რომ "კეზერაშვილის ტელევიზიაში ფულის გამო არ დადიოდა, არამაედ წიგნების და განათლების გამო", რაც ყველაზე ძალიან უყვარს. 708 6-ს მოსწონს
|