საზოგადოება "ხოშტარიას და მელიას დაძახებულზე ცხვრებივით რომ გაერეკნენ კახეთში, ის მაინც გაარკვიეთ ვის ლანძღავთ თქვე დოქსოპულოებო!" - ლევან ნიკოლეიშვილი 2023, 20 მაისი, 16:45 "რადიკალი ნაცების, ქართველთმოძულე უსამშობლოების გასაგებად ვწერ და ვაქვეყნებ ფოტოებს - ის მაინც გაგერკვიათ, რა პოზიცია აქვს ადამიანს, სანამ მიუვარდებოდით და სამარცხვინო წიოკს მოაწყობდით სასტუმროსთან?! მე არ ვიცი, ვინ სად იმყოფება და რა ქორწილს იხდის, მაგრამ ეს მართლა აგენტები რომ "სანქცირებულ რუსს" ეძახიან, პირდაპირ და ღიად გმობს რუსეთის ომს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. ახლა კი იმ ბრბოს მივმართავ, ხოშტარიას და მელიას დაძახებულზე ცხვრებივით რომ გაერეკნენ კახეთში, ის მაინც გაარკვიეთ ვის ლანძღავთ თქვე დოქსოპულოებო!"-წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა“გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოში სერგეი ლავროვის შვილიც, ეკატერინე ლავროვაც არის ჩამოსული.
თუმცა მოგვიანებით განცხადება გააკეთა "ყვარლის ტბამ ", რომელიც მათ სტუმრობას უარყოფს.
![]() ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად გზაზე დახვდნენ და კვერცხები ესროლეს „ყვარლის ტბის“ ტერიტორიიდან გამოსულ მიკროავტობუსებს.
ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული.
![]() გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი. ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი. 328 3-ს მოსწონს 1-ს არა
|