x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
200 გარდაცვლილი-მღვდელმა მრევლი დაარწმუნა, რომ "აღდგომასთან" ერთად "განკითხვის დღე" და "სამყაროს აღსასრული" ერთდროულად დადგებოდა
image


პოლიცია ტყეებში პოულობს ზედაპირულ, დაბალ სიღრმეზე გათხრილ საფლავებს, რომლებშიც ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ცხედარია ჩასვენებული, მათ შორის არიან სამწუხაროდ ბავშვები.


ყველა გარდაცვლილი რელიგიური კულტის მიმდევარია. მქადაგებელმა მღვდელმა მათ უთხრა, რომ შიმშილით უნდა დაიხოცონ, რაც მოხდა კიდეც.



"კარგი ამბების" საერთაშორისო ეკლესიის კენიელმა მოძღვარმა, პოლ მაკკენზიმ, (Good News International Church) აღდგომის წინ თავის მრევლს უბრძანა არა მხოლოდ გაგრძელებინათ მარხვა, არამედ დაეგვირგვინებინათ იგი ტოტალური შიმშილით. რატომ? იმიტომ, რომ აღდგომის დღესასწაულთან ერთად დადგება "განკითხვის დღე" და "სამყაროს აღსასრული" და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც უკიდურესად იშიმშილებს.



მრევლი დაემორჩილა პასტორს და შეასრულა მისი მითითება.


მას შემდეგ, შაკაჰოლის ადგილობრივ ტყეში თითქმის ყოველდღე პოულობენ მიწა მიყრილ გვამები. უახლესი მონაცემებით ამ შაბათ-კვირას მაკენზის კულტის დადასტურებულმა მსხვერპლთა რიცხვმა 201-ს მიაღწია. კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი დაკარგულად ითვლება.

image


ამ წლის თებერვალში მოზამბიკში მღვდელი იესოსავით 40 დღე მარხვის გამეორებას ცდილობდა, 39 წლის ფრანსისკო ბარაჟი 25 დღე საკვების გარეშე იყო, მან იმდენი წონა და ძალა დაკარგა, რომ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.


საავადმყოფოში გადაყვანისთანავე მას დაუდგინდა მწვავე ანემია და საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკმარისობა; ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.



შარშან ისრაელში დააკავეს 59 წლის რაბინი, რომელიც ქალებს არწმუნებდა, რომ მათთან სქესობრივი კავშირის დამყარებით "ცოდვებისგან" განწმენდდა, საუბარია 7 მორწმუნე ქალზე, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მსხვერპლი უფრო მეტი იყო, მაგრამ ქალები გაჩუმებას ამჯობინებენ.

7
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
2023, 30 მაისი, 23:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7