x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მღვდელი იესოსავით 40 დღე მარხვის გამეორებას ცდილობდა და 25-ე დღეს გარდაიცვალა
image


მოზამბიკში მღვდელი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 40 დღის განმავლობაში ისევე მარხულობდა, როგორც იესო ქრისტეზეა მოთხრობილი ბიბლიაში.


ფრანსისკო ბარაჟი, რომელმაც დააარსა სანტა ტრინდადის ევანგელისტური ეკლესია, გარდაიცვალა ქალაქ ბეირას საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში.


ეს მოცდა იმ დროს, როდესაც 39 წლის მღვდელი 25 დღე საკვების გარეშე იყო, მან იმდენი წონა და ძალა დაკარგა, რომ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.



მისი ნათესავები და ეკლესიის მრევლი იმდენად შეშფოთდნენ მისი მდგომარეობით, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ მისთვის სამედიცინო დახმარებას, იტყობინება BBC.


საავადმყოფოში გადაყვანისთანავე მას დაუდგინდა მწვავე ანემია და საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკმარისობა; ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

image

მას ინტრავენური სითხეებით რეჰიდრატაცია გაუკეთეს და ექიმები ცდილობდნენ ბარაჟისთვის თხევადი საკვები მიეცათ. თუმცა უკვე გვიანი იყო და იგი გარდაიცვალა.


BBC-ის ცნობით, პასტორი ასევე იყო ფრანგული ენის მასწავლებელი ქალაქ მესიკაში, რომელიც მოზამბიკის დასავლეთ საზღვართან ზიმბაბვესთან მდებარეობს.


მისი ეკლესიის წევრები ამბობდნენ, რომ მოძღვარი და მისი მიმდევრები ჩვეულებრივ მარხულობენ, მაგრამ არა ასე უკიდურესად და არა ასე საშიშ პერიოდში.



ლუკას სახარებაში ნათქვამია, რომ ნათლობის შემდეგ იესო სულმა უდაბნოში მიიყვანა, სადაც 40 დღე იმარხულა.

image

მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ მარხვა გაგრძელდა "ორმოცი დღე და ორმოცი ღამე".


ისტორია გვიჩვენებს, რომ იესოს ცდუნებას ეშმაკი ცდილობს, მაგრამ ის აგრძელებს და გადის გამოცდას.


''ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა— ამბობს ბიბლია (ლუკას სახარება 4:2).


თუმცა, ამ ორ ცნობაში არ არის ცხადად ნათქვამი სრულიად თქვა უარი იესომ საჭმელსა და წყალზე თუ ნაწილობრივ. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მას არაფერი უჭამია, ზოგი კი თვლის, რომ უდაბნოში ნარჩენებით იკვებებოდა და ამით გადარჩებოდა.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0