რელიგია ისრაელში რაბინი ქალებს არწმუნებდა, რომ მათთან სქესობრივი კავშირის დამყარებით "ცოდვებისგან" განწმენდდა 2022, 8 ივნისი, 14:12 რელიგიური მსახური იერუსალიმიდან ბრალდებულია მრევლის გაუპატიურებაში.საუბარია 7 მიმდევარზე, რომელთაანც რაბინმა სქესობრივი კავშირი დაამყარა მოტყუებით, თითქოსდა ამ ხერხით მათ "ცოდვებისგან განწმენდდ" 59 წლის რაბინი მოშე იაძი ქალებს არწმუნებდა, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული უნარი და შეეძლო მათ დახმარებოდა "უწმინდურებისგან განწმენდაში", თან ქალებს უმტკიცებდა, რომ ის მოქმედებდა ებრაული კანონის ფარგლებში. რაბინი 27 აპრილის დააკავეს, ბრალდება კი 6 ივნიის წაუყენეს. ეს ხდებოდა გივატ ზეევში, სავარაუდოდ ათწლეულის განმავლობაში. მსხვერპლი შესაძლოა ბევრად მეტია, თუმცა არაა გამორიცხვული, რომ ბევრი ქალი გაჩუმებას ამჯობინებს. მაგრამ მარტო ეს არ არის.თაღლითი რელიგიური ლიდერი აიძულებდა ქალებს, რომ მისთვის ათასობით შეკელი გადაეხადათ "მკურნალობაში", ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში. Times of Israel-ის ცნობით, მას ბრალი წაუყენეს შემდეგი მუხლებით- გაუპატიურება და სოდიმია თაღლითური გზით, უხამსი ქმედება, ნივთების თაღლითური გზით მიღება და ფულის გათეთრება. პოლიციამ განაცხადა, რომ ზოგიერთ ქალს თავს ესხმოდა მათი ქორწილის დღეს. იაძი ქალებს უმტკიცებდა, რომ ცოდვებმა დატოვა მათში „უწმინდურების ნაპერწკლები“, რომელთა განწმენდა მხოლოდ მასთან სქესობრივი კავშირით შეიძლებოდა, -განაცხადეს პროკურორებმა. შემდეგ თითოეულ სავარაუდო მსხვერპლს ეუბნებოდა, რომ მათ განსაკუთრებული სული ჰქონდათ და არავის უნდა ეთქვათ თავიანთი ქმედებების შესახებ. ფული, რომელსაც მას უხდიდნენ ტრანზაქციების დასამალად რამდენიმე საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა სახელზე ირიცხებოდა. მოშე იაძი 1990-იანი წლებიდან მსახურობდა რაბინად ბუხარიმში ამუდეი ჰაშალომის (მშვიდობის სვეტები) თემში და ასევე ხელმძღვანელობდა მათ არაკომერციულ ორგანიზაციას. ყოველდღიურ გაკვეთილებზე ის ასწავლიდა ცნებას „გონების გაუქმებას“, რაც გულისხმობს ინტელექტუალური ან პიროვნული აზრების დათმობას და სანაცვლოდ მხოლოდ თორის ღირებულებებისა და პრინციპების მიღებას. 565 3-ს მოსწონს
|