საზოგადოება "აქვე უნდა ცხოვრობდეს, ჩემთან ახლოს და მას ჰქვია ადამიანი!!! რა ვიცი, რა მატირებს" - ემოციური ამბავი 2023, 12 მაისი, 17:20
სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო კვაჭანტირაძე აფთიაქში გადამხდარ არაჩვეულებრივ შემთხვევას აღწერს, რამაც გულლი აუჩუყა და აატირა. ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"კარგი ამბავი! აფთიაქში, ვიდრე კონსულტანტი ჩემს წამლებს აგროვებდა, გვერდით ფანჯარასთან მამაკაცი მოვიდა, ქუდი მოიხადა და რაღაც წამალი ითხოვა 5 ფირფიტა. - სულ ხუთი გვაქვს, ახლავე მოგართმევთო, უთხრა კონსულტანტმა. -აა, თუ ხუთი გაქვთ, მაშინ სამი მომეცით, იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, მე მერე შევიძენ... უცებ გული ამომიდუღდა, გავთბი, როგორ ვიგრძენი რომ მარტო არა ვარ... ერთი, რაც მოვახერხე, ტელეფონი გავაჩხაკუნე( ბოდიშს ვუხდი, რომ უნებართვოდ გადავიღე) მისი არც გვარი ვიცი და არც სახელი, მაგრამ ვიცი, სადღაც აქვე უნდა ცხოვრობდეს, ჩემთან ახლოს და მას ჰქვია ადამიანი!!! რა ვიცი, რა მატირებს... გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!"-წერს ნინო კვაჭანტირაძე.
პოსტს დადებითად შეხვდა სოციალური ქსელის მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა:
"მეც ამეტირა ნინო!მთლად არ ჩანს, მაგრამ კეთილი სახე აქვს! დალოცოს უფალმა"... "ღმერთო, ასეთი ადამიანი ბევრი გვჭირდება და ამრავლე, აძლიერე ისინი"... "აი, ასეთ სტატუსებს უნდა ავრცელებდეს სოციალური მედია"... "მეც ცრემლი მომადგა. რატომ გახდა იᲨვიათობა ადამიანობა და საკუთარი თავის გარდა სხვებზე სულ ცოტა ფიქრი"... "აღიაროს ახლა თითოეულმა, რომელი გააკეთებდით იგივეს? მე, არა! - განა იმიტომ რომ კარგი ადამიანი არ ვარ... ალბათ უფრო იმიტომ, რომ რაღაც დასაშვების ზომამდეა ჩემში სიკარგე... არა მოჭარბებულად!" "ასეთ სხვაზე მზრუნველ ადამიანებზე გული მიჩუყდება მეც. იმ დღეს, მეტროში ბავშვიან ქალს ადგილი დაუთმო ყავარჯნიანმა კაცმა. ის ქალი და ბავშვი სხვაგან დასხდნენ, ეს კაცი კი ისევ ფეხზე იდგა... ეტყობოდა აშკარად ავად იყო და ისევ ჩამოჯდა ცარიელ სკამზე... შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც დაუთმო ადგილი....საძებნელია ასეთი ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი! დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოს ნინო"... "პირდაპირ ჰაბიტუსზე აწერია - მე ვარ უკეთილშობილესი, ინტელიგენტი, და ღირსებით სავსე ადამიანი"... "წლების წინ ასეთ შემთხვევებზე არც გავაკეთებდით აქცენტს, ეხლა იმდენად გაიშვიათდა, რომ გვიკვირს და გვიხარია რომ კიდევ არსებობენ ღირსეული ადამიანები"... "Ნინო, იცნობ შენ ამ კეთილშობილ ადამიანს, არაჩვეულებრივი ბ_ნი სანდრო ჯავრიშვილი Aleksander Javrishvili ..ნამდვილად ღირსეული პიროვნება!!!"-წერენ კომენტარებში. 74 2-ს მოსწონს
|