x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მამა სებასტიანე ნეფარიძემ საჯაროდ მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვად არ ვღირვარ" - ტარიელ სუარი
image

"სასულიერო პირმა, მამა სებასტიანე ნეფარიძემ, რომელსაც არც კი ვიცნობ საჯაროდ მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ მხოლოდ იმის გამო რომ დავპოსტე სიტყვები "ქრისტე მოვიდა ადამიანებისთვის და არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის"...


და რადგანაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა, რომ უნდა ვაპატიოთ და დავლოცოთ ჩვენი შეურაწმყოფელნი მე ვპატიობ მამა სებასტიანეს, მიუხედავად იმისა რომ არანაირი პატიება მას ჩემთვის არ უთხოვია და ვლოცავ. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო შეურაცხმყოფელო მამა სებასტიანე.



P.S. როდესაც პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს მივმართეთ, რომ გარკვეულობა შეეტანა და აეხსნა ჩვენთვის მამა სებასტიანეს ეს სიტყვები, მან გვითხრა, რომ მამა სებასტიანე ფსიქიურად ავად არისო.



შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ადამიანთაშორისო სიყვარულით ვპატიობ მას და ვლოცავ.


თქვენც აპატიეთ მეგობრებო ყველა თქვენს შეურაცხმყოფელს და დალოცეთ ისინი, რათა ერთად აღვასრულოდ სჯული იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ"-წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ტარიელ სუარი.


ცნობისათვის. 44 წლის მამა სებასტიანე (ნეფარიძე) ბერად აღიკვეცა უკვე 19 წელია და სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სასულიერო მოღვაწეობის გარდა ბავშვობიდანვე ძაღლების დიდი სიყვარულის გამო, სოფელ წრომთან გახსნა ძაღლების თავშესაფარი, ამჟამად მამა სებასტიანს 50-მდე ძაღლი ჰყავს შეფარებული, მათ შორის იყვნენ მომაკვდავები და დასახიჩრებულები, რომლებსაც უმკურნალა და გადაარჩინა.

image

ბერს "ფეისბუკზე" სამი გვერდი აქვს გახსნილი, სადაც მომხმარებლებს სთხოვს თავშესაფრის დასახმარებლად თანხა გაიღონ.ასევე აქვს ეკლესიებში დადგმული შესაწირი ყუთი, რომელიც ოთხფეხა მეგობრებს ხმარდება.


image

1
337
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
337
  
2023, 11 მაისი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1