საზოგადოება "გადავრჩი... დღეს ვარ გახარებული“ - დათო ევგენიძის პირველი კომენტარი ღვიძლის გადანერგვის შემდეგ 2023, 10 მაისი, 12:44 ![]() მუსიკოსი დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში, ოპერაციის შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს. "გადავრჩი-დღეს ვარ გახარებული- მე მახარა მყავს მახარობელი", - წერს დათო ევგენიძე. შეგახსენებთ, რომ დათო ევგენიძეს თურქეთში ღვიძლი გადაუნერგეს. . მას შემდეგ რაც, მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა, მის მეგობარს და შვილის ნათლიას, დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა, საზოგადოების ყურადღება უფრო გაიზარდა მათ მიმართ. დათო ევგენიძემ ახალი კადრები გაგვიზიარა, სადაც ჩანს, რომ გიორგი თურქეთის საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. როგორც ცნობილია დათოსაც მალე გამოწერენ. . „წავედი მე სახლში დათოს დაველოდები“, - დაწერა გიორგიმ. . ცნობილია, რომ მომღერალ დავით ევგენიძეს ბოლო ხანს ღვიძლის პრობლემები აწუხებდა. რამდენიმე კვირის წინ ცნიობილი გახდა, რომ მისთვის საზღვარგარეთ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დაიგეგმა და ევგენიძე ქვეყნიდან თურქეთში ერთერთ კლინიკაში გაემგზავრა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მას დონორად მომღერალი გიორგი მახარაშვილი დაუდგა, რომელმაც საკუთარი სურვილი გამოხატა, ღვიძლი თავად გადაენერგა. 117 1-ს მოსწონს
|