x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა მეტსახელს ეძახდნენ ქართველები რუსებს ვორონცოვის დროს?
image

არნოლდ ზისერმანი გახლდათ გერმანული წარმოშობის რუსეთში დაბადებული ჭაბუკი, კავკასიური მოთხრობებით აღტაცებული, თავგადასავლებს მოწყურებული, რომელიც 17 წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში მიხაილ ვორონცოვის დროს და 25 წელი იმსახურა აქ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებულმა, მოგვიანებით მემუარები გამოაქვეყნა სახელწოდებით "25 წელი კავკასიაში- 1842—1867"


ჭაბუკ არნოლდ ზისერმანს მოწადინებულობის წყალობით თბილისში კავკასიის მთავარმმართებელი მიხაილ ვორონცოვი შეამჩნევს და გენერლით აღფრთოვანებული ახალგაზრდა მისგან პატარა, მაგრამ საინტერესო თანამდებობას მიიღებს, თუშ-ფშავ ხევსურეთის ოკრუგის უფროსის, თავად მიხეილ ჩოლოყაშვილის თანაშემწე ხდება და თიანეთსა და მატანში მსახურობს. ეცნობა ქართულ ყოფას, სწავლობს ქართულ ენას და სიხარულით ირგებს ჩოხას.


საქართველოს მთა, კახური ყოფის სიტკბო, რთველი და სუფრის თავისებურებები - არნოლდ ზისერმანი ქართველ მეგობრებს გაიჩენს, მათ მირონით უმოყვრდება თიანეთში და კიდევ მეტი მოწადინებით სწავლობს აქაურობას.ყველაფერს ამას ის დიდი სიყვარულით აღწერს თავის ორნაწილიან მემუარებში, რომელიც 1879 წელს გამოაქვეყნა.



დღეს ერთ პატარა ფრაგმენტს გაგაცნობთ, რომელიც მემუარების დასაწყისში მე-3 გვერდზე უწერია ზისერმანს.



ზისერმანი თბილისში ჩასვლისთანავე "პესკებზე"(რიყეზე) მივა სასტუმროში, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ძალიან არ მოეწონა, სასტუმრო აი ისეთი იყო, როგორიც გოგოლის "რევიზორშია"აღწერილი, თან სასტუმროს მაღლა ღვინის ქუჩა იყო და ყველა სვამდაო ღვინოს, (შენიშვნა: გულიხმობს ღვინის აღმართს).ეს მომენტი აღწერილი აქვს აკა მორჩილაძეს დოკუმენტურ სერიალში "დაკარგული წიგნები".


"პირველი რასაც მივხვდი, ქართველები რუსს რუს არ ეძახდნენო, რუსს ეძახიან "Лоти''(ლოთი) და" რუსი" და "ლოთი" სინონიმებია, განა ტყუილიაო ეს?რუსი მოხელეები, განსაკუთრებით ისინი, "უეზდები" რასაც ჰქვიაო.ამ გალეშვისგან, ჰალუცინაციებისგან დაბანცალებენო, გამკონტროლებელი არავინ არის, ღვინო არის თითქმის მუქთიო და ძალიან ბევრიო.. ეს ქართველები სვამენო, ბევრს სვამენ, მაგრამ ასე არავინ თვრებაო, ან არ სვამენ, ან სვამენ ბევრსო...მე კი ვიცი რომ გერმანელი ვარ, მაგრამ მრცხვენოდაო...რუსი რომ მოდიოდა ქუჩაში ეძახდნენ პირდაპირ "ლოთს"."


2
440
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
440
  
2023, 7 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2