სხვა საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VIII ნაწილი) 2023, 16 მაისი, 14:32 ძველ დროში, მეძავები ქვიშაზე სიარულისას, ფეხსაცმლის ანაბეჭდს ტოვებდნენ: «გამომყევი» – ეწერათ მათ სანდლების ძირებზე... უძველესი ოლიმპიური თამაშები 393 წ. აიკრძალა, როგორც წარმართობის ერთ–ერთი მახასიათებელი. თეოდოსიუს I, რომელიც რომის იმპერიას 379 – 395 წლებში მართავდა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და IV საუკუნის 80–იანი წლებიდან მოყოლებული, ზეწოლა დაიწყო მრავალღმერთიანების წინააღმდეგ: აკრძალა ცხოველების ღმერთებისთვის შეწირვა, მკითხაობა, დაანგრია ბევრი წარმართული ტაძარი და აკრძალა ყველა ზეიმი, რომელიც მრავალღმერთიანობას უკავშირდებოდა... და აკრძალა ოლიმპიური თამაშებიც, რომლებიც, როგორც ცნობილია, ღმერთების პატივსაცემად იმართებოდა. ტაუერის ხიდი ლონდონში, სპეციალურად ისე დააპროექტეს, რომ შუა საუკუნეების ნაგებობის იერი ჰქონოდა. ის მართლაც ძველ ნაგებობას ჰგავს და ვინც ხიდის ისტორია არ იცის, შეიძლება, ასეც ჩათვალოს... სინამდვილეში, ეს ულამაზესი ხიდი 1886 –1894 წწ. ააშენეს. მიუხედავად იმისა, რომ ძველი რომაელები წყალგაყვანილობის მილებს ტყვიისგან ამზადებდნენ, ფაქტობრივად, მძიმე ლითონით ადამიანის მოწამვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. საქმე იმაშია, რომ წყალში კალციუმის მაღალი შემცველობა, მილების შიდა მხარეზე ნადების განვითარებას იწვევდა და ტყვიის წყალში მოხვედრას ხელს უშლიდა. ტექნიკურად, ფერები და მათი ელფერები არ არსებობს — მას ჩვენი ტვინი ქმნის და ის, სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ტვინის, გვერდითი ეფექტია, უზარმაზარი მოცულობის, ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებისას. ასე, რომ, ნუ იკამათებთ ნივთის ფერზე, რადგან ეს მხოლოდ დროის ხარჯვაა — ის რაც თქვენთვის, მაგ., ლურჯია, შეიძლება სხვისთვის — მწვანე იყოს. თითოეული ტვინი, ფერებს თავისებურად განმარტავს და ამ მხრივ, არანაირი სტანდარტი არ არსებობს. და კიდევ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები და მამაკაცები სამყაროს განსხვავებულად ხედავენ. მაგ., მამაკაცისთვის 7 სხვადასხვა ტონალობის მწვანე, – მხოლოდ მწვანეა. ხოლო, ქალები ყველა ტონალობას ხედავენ. ეს განსხვავება, თვალებთან არ არის კავშირში და ის სქესთა შორის, ტვინის და ჰორმონების განსხვავებას უკავშირდება. ომის დროს, დაცარიელებული ხაზინის შევსებაზე, ისტორიის მანძილზე, ალბათ ბევრ სახელმწიფოს მეთაურს უფიქრია. 1813 წ. ორიგინალური ხერხი მონახა პრუსიის პრინცესამ მარიანა ნიდერლანდელმა (1810–1883 წწ.). მან ნაპოლეონთან ომის დროს, გერმანელ ქალებს მოუწოდა, რომ ოქროს სამკაულები, რკინის ნაკეთობებში გადაეცვალათ, რომლებზეც შემდეგი სიტყვები იყო გრავირებული: «რკინაში ოქრო მივეცი» («Gold gab ich für Eisen»). მსგავსი სამკაული მოდური გახდა და ამასთან, მფლობელებისთვის ის, პატრიოტული სიამაყის საგნად იქცა. აზრი იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო, უარყოფილი იყო 17 000 ქალზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ. მადამ ტიუსო (მარია ტიუსო (1761–1850), საფრანგეთის რევოლუციის დროს, ცვილის ფიგურების შექმნის უნარმა გადაარჩინა. დალი ოჯახში, პირველი სალვადორი არ ყოფილა — მისი უფროსი ძმა სალვადორ დალი, მომავალი მხატვრის დაბადებამდე, ცხრა თვით ადრე გარდაიცვალა. როდესაც უმცროსი სალვადორი 5 წლის გახდა, მშობლებმა ძმის საფლავზე წაიყვანეს და უთხრეს, რომ მასში, უფროსი ძმის ხელახლა დაბადებული სული ცხოვრობდა. დალის, მრავალი წლის მანძილზე, ამის სჯეროდა... და მის შემოქმედებაში, უფროსი ძმის ხატი, ხშირად გვხვდება. ჯორჯიის შტატის (აშშ) მამაკაცთა ერთ-ერთ ციხეში, უფროსმა ბრძანა, რომ კედლები ღია ვარდისფრად შეეღებათ. ხოლო, პატიმრებს ღია ვარდისფერი კომბინეზონები დაურიგეს. ამის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა ციხეში, კონფლიქტების და ჩხუბის ფაქტები. არხის სხვა სიახლეები:* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)* 20 საინტერესო ფაქტი ალუბლის შესახებ* 5 გასაოცარი რამ, რაც მიწისქვეშ ხდება326 2-ს მოსწონს
|