x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - ევროპარლამენტარისთვის არის - ქართული კოშმარი! -როგორ ეხმაურება გოგა ხაინდრავა მირიამ ლექსმანის განცხადება
image


"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - EPP(ევროპის სახალხო პარტია) ლუქსმანებისთვის არის - ქართული კოშმარი!"-ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრ, მირიამ ლექსმანის განცხადებას:




"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - EPP ლუქსმანებისთვის არის - ქართული კოშმარი! სოდომია, გარყვნილება, მამათმავლობა, ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, მამაკაცების ორსულობა, დედაკაცების მამობა, ევროატლანტიკური ორიენტაცია! მიზანი გაცხადებულია - უკუღმა მედასავლეთეებო სწორდით!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

image


შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ევროპის სახალხო პარტიიდან ნეგატიურად გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობა და გამოსვლა.


"ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ."-აღნიშნა ევროპარლამენტარმა.


საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში გამოსვლის დროს, მთავრი პათოსი სარწმუნოების, ქართული ტრადიციის, ოჯახის სიწმინდის დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნება იყო. ამასთან, მან უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი შეაქო, მთავრობის მეთაურის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია.ისევე როგორც უნგრეთის პრეზიდენტმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი პრმეიერის მიმართ.



2
337
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
337
  
2023, 5 მაისი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 5 მაისი, 16:31
ხაინდრავა რომ ღმერთზე, სამშობლოზე და ადამიანზე დაწერს რამეს :)
0 1 2