ლავრენტი პავლოვიჩ ბერია ერთ დროს სსრკ-ს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა გახლდათ და პრეტენზიას აცხადებდა სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობის დაკავებაზე. მაგრამ მან ვერ მოახერხა გამხდარიყო სსრკ-ს პირველი პირი. 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სპეციალური სასამართლო წარმომადგენლობის განაჩენით.
გოგონებზე ნადირობა
არსებული ვრცელი ინფორმაციით, ლავრენტი ბერიას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ქალთა დიდ ნაწილთან, რომელთა ზუსტი რაოდენობა დადგენილიც კი არ არის. სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი რაფაელ სარქისოვი სპეციალურად ინახავდა თავისი უფროსის "საყვრელთა" სიას, მასში 39 სახელი ეწერა.
გარდა პირველი სიისა, იყო მეორე - 75 სახელი, ხოლო მესამე - 115. იგივე სარქისოვის თქმით, ბერიას საყვარლების სიაში იყო უცხო ენების ინსტიტუტის სტუდენტი, რომელიც დაფეხრმძიმდა და იძულებული გახდა აბორტი გაეკეთებინა. ასევე სიაში იყო ახალგაზრდა გოგონა, დაახლოებით 18-20 წლის, რომელმაც ბერიას ქალიშვილი გაუჩინა. გარდა ამისა, მის შესახებ არაფერია ცნობილი. 1943 წელს ბერია სიფილისით დაავადდა. პოლკოვნიკ სარქისოვის თქმით ეს ყველაფერი მართლაც მოხდა.
ნინო გეგეჭკორი
წყვილმა ერთმანეთი გაიცნო 1920-იანი წლების ბოლოს, როდესაც ლავრენტი პავლოვიჩი საქართველოში იმყოფებოდა. ნინომ ბერიას დახმარებისთვის მიმართა, რადგან მისი ძმა დაკავებული იყო. და ბერია დაეხმარა მას, მაგრამ "ჰონორარის" სახით გოგონა გააუპატიურა, შემდეგ კი ცოლად შეირთო.
ნინოს თქმით, გაუპატიურება არ ყოფილა, ბერიამ მხოლოდ რამდენიმე თვის გაცნობის შემდეგ შესთავაზა მას დაქორწინება და გოგონა სწრაფად დათანხმდა, რადგან რთული ოჯახური გარემოება ჰქონდა. წყვილს ვაჟი სერგო შეეძინა 1924 წელს. თუ დავეყრდნობით გაუპატიურების ვერსიას, გამოდის რომ არასწორად არის მითითებული ლავრენტისა და ნინოს გაცნობის თარიღი.
პოლკოვნიკი სარქისოვი ფასუხისმგებელი გახლდათ იმაზე, რომ ბერიას ყოველთვის ჰყოლოდა "საყვარლები." ქალებს გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ, არავის აინტერესებდა ასაკი, სოციალური მდგომარეობა და ა.შ. ბერია მანქანის ფანჯრიდან თითით ანიშნებდა, ან დაცვის წევრებს ავალებდა ამორჩეული მსხვერპლისთვის ეთვალთვალათ. ასეა თუ ისე, მაგრამ ლავრენტი ბერია სასურველს იღებდა.
მსახიობი ქალები სახალხო კომისრის ცხოვრებაში
ნინა ალექსეევამ საკმაოდ დეტალური მოგონებები დატოვა იმ იძულებითი შეხვედრების შესახებ. ნინა ლამაზმანი იყო, შესანიშნავად მღეროდა. ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ მოსმენაზე ლავრენტი პავლოვიჩმა, რომელიც იყო შსსკ-ს (НКВД) ცენტრალური ანსამბლის შესარჩევი კომიტეტის წევრი, შეამჩნია ლამაზმანი. სარქისოვს დაევალა გოგონას თვალთვალი.
ნინა ვასილიევნა იხსენებს: „ერთხელ სამსახურიდან ადრე წავედი. შემოსასვლელში შავი ავტომობილი იდგა. ტროტუარს ავუყევი ავტობუსის გაჩერებისკენ. ავტომობილი წამომეწია. ფანჯრის ფარდა ჩამოიწია. მანქანაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი იჯდა – რაფაელ სარქისოვი იყო. მამაკაცმა მკითხა: "შემიძლია წაგიყვანოთ? მე თავაზიანად ვუთხარი უარი. შემდეგ მან უკვე დაჟინებით მირჩია: ”მიუხედავად ამისა, უკეთესი იქნება, თუ მანქანაში ჩაჯდებით”. მაგრამ მე შევბრუნდი და სხვა მხარეს წავედი.“
ალექსეევა გადავიდა კალინინგრადში, რათა თავი დაეზღვია. ომის შემდეგ დედაქალაქში დაბრუნებისას იგი მიიღეს ორკესტრში ცელიკოვსკის ხელმძღვანელობით. ორკესტრი იმ სახლთან მდებარეობდა, სადაც ბერია ცხოვრობდა. ლავრენტი პავლოვიჩს ჩვევა ჰქონდა - სარეპეტიციო ოთახის ფანჯრებში ყურება, ცდილობდა ფეხზე მდგარი გოგონების დანახვას. და როცა ალექსეევა იცნო, სარქისოვი მიუგზავნა მეორე დღეს, რომელმაც მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზა. დაქორწინებული ალექსეევა, რომელსაც იმ დროს უკვე ჰყავდა შვილები, იძულებული გახდა დამორჩილებოდა. მან სახალხო კომისრისგან ვარდების განსაცვიფრებელი თაიგული მიიღო და ატირებული დაბრუნდა სახლში. შეუძლებელი იყო ქმრისთვის ეთქვა რა დაემართა. ბერია კი ალექსეევას კიდევ დიდ ხნის განმაბლობაში ხვდებოდა.
ბერიასთან ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ტატიანა ოკუნევსკაიასაც. მან თავისი ცხოვრების ტრაგედიის შესახებ ისაუბრა წიგნში "ტატიანას დღე", რომელიც 1998 წელს გამოიცა.
საუკუნის მეოთხედი
სერგეი შიროვმა ომის წლებში ჩამოაგდო მტრის 21 თვითმფრინავი და მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
მისი მეუღლე სოფია დაუოკებელი კომისრის მსხვერპლი გახდა. ქორწილიდან 10 დღის შემდეგ, მივლინებიდან სახლში დაბრუნებულმა სერგეიმ ცოლი სახლში ვერ იპოვა. ღამით ის ავტომობილმა მიიყვანა. სოფია მთვრალი იყო, ქმარს ყველაფერი უამბო და ატირდა. შიროვი გამოირჩეოდა პირდაპირობით და არ გახლდათ ფრთხილი ხასიათის ადამიანი, ის ბერიას დაემუქრა. მალე მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ბანაკებში გაგზავნეს 25 წლით.
ბალერინები
ერთ-ერთმა მოცეკვავემ ბერიასთან ინტიმური ურთიერთობა გაიხსენა. ის და დედამისი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, რადგან ლავრენტი პავლოვიჩი დაეხმარა მათ საბინაო პრობლემის მოგვარებაში. ბერიამ ხუმრობით უპასუხა: "მადლობა უთხარით საბჭოთა ხელისუფლებას, " როდესაც მოცაკვავის დედამ ჰკითხა, ვისთვის უნდა გადაეხადათ მადლობა ასეთი გულუხვობისთვის. შეუძლებელია არ ითქვას, რომ ბალეტის მოცეკვავეები სახალხო კომისრის სისუსტეს წარმოადგენდნენ.
1990 წელს ნინო გეგეჭკორმა მოკლე ინტერვიუში განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქალი, რომელიც ჩამოთვლილია „ბერიას სიაში“ მისი საყვარელი კი არა, არამედ პროფესიონალი აგენტი იყო."
მაგრამ თვით გოგონების განცხადებების მიხედვით ისინი სწორედ რომ ბერიას "საყვარლები" იყვნენ. დაკითხვისას ბერიამ ბევრი პოლიტიკური ბრალდება უარყო, ქალებთან დაკავშირებით კი თითქმის ყველაფერი აღიარა. ციტატა: ”მე ადვილად ვხვდებოდი ქალებს, მქონდა მრავალი ხანმოკლე ურთიერთობა. ეს ქალები ჩემს სახლში მოჰყავდათ“. ბევრ ქალს სურდა ამ კავშირის თავიდან აცილება, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ლავრენტი პავლოვიჩ ბერია უბრალოდ იყენებდა თავის ოფიციალურ თანამდებობას პირადი მიზნებისთვის - ბევრი ქალი გაუპატიურებული იქნა.