x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და პოლიტიკოსის ნიჭი - სახალისო პოლიტ-ასტროლოგია
imageმიმდინარე მოვლენების ფონზე, სურვილი გამიჩნდა დამეწერა იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება პოლიტიკოსის კარიერა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს. თუმცა მანადმე მინდა ავღნიშნო, რომ სტატიაში ნახევრად ხუმრობით მექნება საუბარი ზოდიაქოს ნიშნების პოლიტიკურ პოტენციალზე, აქედან გამომდინარე მომყევით.. წავიკითხოთ და ერთად ვიცინოთ.



დავიწყოთ რა თქმა უნდა ვერძით, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვართ და გამოსდით კიდეც, მათგან დიდი პოლიტიკოსი ნაკლებად დგება, ეს იმიტომ რომ კარგი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები დიპლომატია, ემოციების მართვის უნარი და შორსმჭვრეტელობა, ვერძთა უმრავლესობას ნაკლებად უბოძა ბუნებამ. აქედან გამომდინარე ძვირფასო ვერძებო, გირჩევთ შოუ-ბიზნესის სფეროს ან სამხედრო-სპორტულ სარბიელს მიაშუროთ.


საზოგადოებისთვის ცნობილი ვერძები - ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, დავით გამყრელიძე




კურო მართალია, ვერძთან შედარებით გაცილებით დინჯი, აუღელვებელი ხასიათიათით გახლავთ დაჯილდოვებული, მაგრამ მოხერხებულობა და მოქნილობა რომელიც პოლიტიკოსისთვის აუცილებელია, ნებისმიერ სიტუაციაში კარგად რომ შესძლოს ლავირება კუროების უმრავლესობას ნაკლებად აქვს. აქედან გამომდინარე, კუროებს უფრო საბანკო-საფინანსო სფერო ან კულინარია შეეფერებათ.


საზოგადოებისთვის ცნობილი კუროები- კახა ბენდუქიძე, გიორგი კარბელაშვილი



აი რაც შეეხებათ ტყუპებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს შესაძლოა უფრო ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე, ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა მანიპულირების უნარი, კომუნიკაბელურობა, მოქნილობა, კარგი დარწმუნების ნიჭი. თუმცა ტყუპს ყველაზე მეტად ხელს პოლიტიკოსის კარიერაში, მოუთმენელი ხასიათი და ზედემეტი ცნობისმოყვარეობა შეუშლის. მათი სფერო უფრო ჟურნალისტიკაა.


საზოგადოებისთვის ცნობილი ტყუპები -თინა ხიდაშელი, თეა თუთბერიძე, ეკატერინე ზღულაძე



როცა საქმე ეხება კირჩხიბს, მიუხედავად გარეგნული დაუცველი იმიჯისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით მართულ ადამიანებს უფრო მეტი შანსი აქვთ პოლიტიკოსის კარიერა გაიკეთონ, გამომდინარე იქედან, რომ მათ გააჩნიათ თანდაყოლილი სიფრთხილე, გათვლა-გაანგარიშების ნიჭი, შორს მჭვრეტელობა და კარგი ალღო. ერთადერთი პრობლემა, კირჩხიბისთვის ფულია, აქედან გამომდინარე სწორედ ფინანსურმა ასპექტმა შეიძლება ხელი შეუშალოს კიბოს კარგი პოლიტიკოსის კარიერის გაკეთებაში.


საზოგადოებისთვის ცნობილი კირჩხიბები - ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა



ლომების უმრავლესობას, დაბადებიდან თაან დაჰყვა სურვილი იბრწყინოს, ყურადღება მიიქციოს და რაც მთავარია მართოს, მაგრამ უნარი რამდენად გამოუვათ მათ ამ მართვის სადავეების ხელში აღება, მხოლოდ პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული. თუმცა ლომების უმრავლესობა, მმართველის პოსტს ხელში მაინც იგდებს, შესაძლოა ეს არ იყოს მაინც და მაინც საპრეზიდენტო სავარძელი, მაგრამ ნოტარიული კანტორის უფროსობაც ხომ მმართველის ჩინს ნიშნავს?



საზოგადოებისთვის ცნობილი ლომები - გიგი უგულავა, ლადო ვარძელაშვილი, გიორგი კირკიტაძე



აი თუ ვინმეს ყველაზე ნაკლებად უნდა და გამოუვა პოლიტიკოსობა ეს ალბათ ქალწულია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი საზოგადოების ყურაღების ცენტრში ყოფნის მანიით არასოდეს იტანჯებიან. პირიქით, მათ კულისებს მიღმა სიტუაცია ურჩევნიათ ტრიბუნებს და პროჟექტორების შუქს, ამიტომ ქალწულის საქმე საბანკო სფერო ან მედიცინა უფროა ვიდრე პოლიტიკა.


პარადოქსია მაგრამ, საზოგადოებისთვის ცნობილ პოლიტიკოს ქალწულებს ვერ ვიხსენებ :))




პირველი ნაწილის დასასრული..

მომდევნო ნაწილში მომდევნო ექვსეულზე ვისაუბრებთ

4
732
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
732
  
2013, 11 აპრილი, 3:00
მერწყული ივანიშვილი არ დაგავიწყდეს და მშვილდოსანი სააკაშვილი :)
2013, 3 აპრილი, 17:03
სხვებიც დაწერთ რა
2012, 26 ნოემბერი, 14:08
აუ სალომე ზურაბიშვილი რატო არ არი სიმონ.მაგრა მევასება...
0 1 4