საზოგადოება "ვიფიქრებ ხოლმე: აქ, ფბ-ში,აღარ დავწერ-მეთქი, მაგრამ... ინგა გრიგოლია ამის უფლებას მოგცემს?" - სოსო ჭუმბურიძე 2023, 29 აპრილი, 18:37 " ვიფიქრებ ხოლმე:
აქ, ფბ-ში, სტრიქონს აღარ დავწერ-მეთქი.
მაგრამ...
ინგა გრიგოლია ამის უფლებას მოგცემს?!
***
მისგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ წუხელ უსინდისობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.
ისეთი რა თქვა?
აი, რა:
თურმე, 30 აპრილის აქციაზე ისინი მივდივართ, ვისაც ევროპა არ გვინდა(?!).
***
რა უნდა შეასმინო, როგორ უნდა გააგებინო ამ სულით და ყოვლად ანტიევროპელს, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც სულხან-საბას ვეთაყვანებით, ვისაც ევროპა გვიყვარს საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი ევროპაში, ვინც სულით ვართ ევროპელები და არა ხორცითა და ჭინჭებით...
***
აქციის სახელდებამ „მიშა, მოვდივართ" გაგვახსენაო, ანუ „ოცნების" ხელისუფლება ისევ იქ არისო.
ამ დროს, თვითონ არის ისევ „იქ", მიშასთან - თავისი დამყაყებული გადაცემით, სადაც ყველაფერია, ევროპის გარდა.
ჩამოუაროს ევროპულ სატელევიზიო არხებს და გვაჩვენოს თუნდაც ერთი გადაცემა, სადაც წამყვანი ხელებს ასე შლის და ასე ქაქანებს და ქაქანებს.
ნამდვილი ქვის ხანა!
***
და, თურმე, ჩვენ ვყოფილვართ ანტიევროპელები?!
ეგ და მასზე უფრო უვიცი ჭუტლექსა კი - ევროპელები!
***
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?
***
რა გააცინებს?!"-წერს ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, „მოვდივარ“ - ამ სახელწოდებით აქცია ხვალ 30 აპრილს თბილისში გაიმართება.
"არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.აქციი ორგანიზატორები არიან ზაზა პაპუაშვილი, უცნობი(გიგა გაჩეჩილაძე), ბუტა რობაქიძის დედა - ია მეტრეველი, ლალი მოროშკინა და სხვები. 353 2-ს მოსწონს
|