x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ყალბი ამბები ჩენი ისტორიული წარსულიდან

ფილმებში და მხატვრულ ლიტერატურაში, ბევრი ისტორიული ფაქტი შელამაზებულად არის წარმოდგენილი ან დამახინჯებულია. თუმცა, არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ძველ წყაროებშია დაფიქსირებული, მაგრამ სიმართლეს ასევე არ შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ ყველა მეფეს საკუთარი ჟამთაღმწერი ჰყავდა და სწორედ ის წყვეტდა, რა ინფორმაცია უნდა მოხვედრილიყო მომავალი თაობებისთვის განკუთვნილ წიგნში. არც ისე იშვიათად, უკვე არსებული ისტორიული წყაროების გადაწერა და რაღაც ფაქტების «ჩასწორებაც» ხდებოდა. მაგ., ფარაონი ეხნატონი, რომელიც ეგვიპტეს 17 წლის მანძილზე (1353 – 1336 წწ.) მართავდა, ისტორიიდან ისე გააქრეს, რომ მის შესახებ, 3000 წლის მანძილზე, არავინ არაფერი იცოდა...

აქ 10 ისტორიულ «ფაქტს» წარმოგიდგენთ, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა და რომლისაც ბავშვობიდან გვჯეროდა.


ფერნანდო მაგელანი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც დედამიწას შემოუარაimage


ნუნიეს დე ბალბოამ წყნარი ოკეანე («სამხრეთის ზღვასთან») 1513 წ. სან-მიგელის ყურესთან (პანამა) მდებარე მთიდან დაინახა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგელანმა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა შეიმუშავა. მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ, სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს «სამხრეთის ზღვასთან» აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციელების შესაძლებლობაში ესპანეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ ოკეანეს შორის გასასვლელის მოძებნა ადვილი არ იყო. ბოლოს, აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი აღმოჩნდა. ამასთან, გამუდმებით ძლიერი ქარი უბერავდა. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გავიდა: «ვიქტორია» და «ტრინიდადი».

გემებმა წყნარი ოკეანე გადალახეს და აზიის აღმ. სანაპიროს მიადგნენ. ფერნანდო მაგელანი ფილიპინებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. ხოლო, ესპანელები სამშობლოში, 1522 წ. სექტემბერს, 1 გენით და 18 კაციანი ეკიპაჟით დაბრუნდნენ, რომლის კაპიტანი ხუან სებასტიან ელკანო იყო, კაცი, რომელმაც დედამიწას რეალურად შემოუარა.


ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინაimage


ტრადიციულად, ამერიკის აღმომჩენად, ქრისტეფორე კოლუმბი ითვლება და ეს 1492 წელს მოხდა, როდესაც ის თავისი ეკიპაჟით ამერიკის სანაპიროს მიადგა. მაგრამ, კოლუმბი პირველი ადამიანი არ აღმ. ნახევარსფეროდან, ვინც «ახალი სამყარო» იხილა...

ევროპელებიდან პირველი, ვინც ჩრდ. ამერიკის მიწაზე ფეხი დაადგა, სკანდინავიელი მეზღვაური ლეიფ ერიქსონი (970-1020) იყო და ეს, დაახლოებით, 1000 წ. მოხდა. ის დასავლეთით 35 კაციანი ეკიპაჟით გაემგზავრა... და კიდევ უფრო ადრე, ამერიკაში ეგვიპტელები იყვნენ...


ტროას ცხენი ბერძნების საჩუქარი იყო, რომლითაც ბერძნები ქალაქის აღებას გეგმავდნენimage


სინამდვილეში, მიზანი მართლაც ქალაქის აღება იყო, მაგრამ მზაკვრული «საჩუქარი» არ ყოფილა. ამის ნაცვლად, ბერძნებმა უნიკალური ალყის მექანიზმი გამოიგონეს, რომელიც შორიდან ძალიან ჰგავდა ცხენს. სწორედ ის დაეხმარა მათ, კედლის განადგურებაში და ქალაქში შეღწევაში.


ალმასი ევროპაში ალექსანდრე მაკედონელის აზიური ლაშქრობის შემდეგ გამოჩნდაimage


ალმასი – სამეფო ქვა არის და ყველა ძვირფასი ქვის მეფედ ითვლება. მხოლოდ წარსულში კი არა, ამ უძვირფასეს მინერალზე დღესაც უდიდესი მოთხოვნა არის. ალმასთან დაკავშირებით, უამრავი ინფორმაცია არსებობს და მათ შორის არის მითი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანი.

მითის მიხედვით, ალ. მაკედონელმა (ძვ. წ. აღრ. 356 – 323 წწ.) ინდური ლაშქრობის დროს, ალმასების ხეობა აღმოაჩინა, რომელიც ჰოლკონდის მახლობლად მდებარეობდა და სწორედ იმ დროიდან დაიწყო ალმასის შეტანა ევროპაში ინდოეთიდან.

სინამდვილეში, ევროპელებისთვის, ეს ძვირფასი ქვა ბევრად უფრო ადრე უკვე ცნობილი იყო. მაგ., ბრიტანეთის მუზეუმს თუ ესტუმრებით, რომელშიც ბერძნული ქანდაკებებია დაცული, ნახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი, დაუმუშავებელი ალმასებით არის მოოჭვილი, ხოლო თავად ქანდაკება ძვ. წ. აღრ. V საუკუნით არის დათარიღებული.


ალ. მაკედონელის იმპერია ყველაზე დიდი იყოimage


დიახ, ალ. მაკედონელმა დიდი იმპერია შექმნა და სწორედ მას თვლიან ყველაზე დიდ მხედართმთავრად კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ, რეალურად, ყველაზე დიდი იმპერია მონღოლებმა შექმნეს.


imageმონღოლთა დიდი იმპერია


XII-XIV საუკუნეებში მონღოლებმა ცენტრალური აზია, ჩინეთი, კორეა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა დაიპყრეს. დაპყრობითი ომების წარმოება ჩინგიზ-ყაენმა 1206 წ. დაიწყო და 21 წელში მონღოლთა დიდი იმპერია შექმნა. ხოლო, ალ. მაკედონელის მიერ შექმნილ იმპერიაში, მხოლოდ ეგვიპტე, სპარსეთი და ინდოეთის ნაწილი შედიოდა.



გლადიატორები – მონები იყვნენimage


წიგნებში და ფილმებში გლადიატორები ყოველთვის მონების სახით არიან წარმოდგენილები, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლით, მაყურებლის გართობა ევალებოდათ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო: თავდაპირველად, გლადიატორები მართლაც მონები და პატიმრები იყვნენ. მაგრამ, შემდეგ ასეთი ბრძოლები იმდენად პოპულარული გახდა, რომ სპორტის სახეობად იქცა და სკოლებიც კი გაიხსნა, რომლებშიც თავისუფალ ადამიანებს ავარჯიშებდნენ.

გარდა ამისა, მოგვიანებით, გლადიატორთა შორის უმაღლესი კლასის წარმომადგენლები და ქალებიც კი იყვნენ.


ბუმერანგი ავსტრალიელმა აბორიგენებმა გამოიგონესimage


ბუმერანგი ეგზოტიკური იარაღია და მას, ნადირობის დროს, აბორიგენები ძალიან ეფექტურად იყენებენ. ამიტომ თვლიან, რომ მისი გამომგონებლები ავსტრალიელი აბორიგენები არიან.

მაგრამ, ეს მხოლოდ მითია! არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამ იარაღით სხვა ქვეყნებშიც სარგებლობდნენ. ეს იარაღი აღმოჩენილია ძველ ეგვიპტეში და ჩრდ. ამერიკაში. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ბუმერანგით უძველეს დროში თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც სარგებლობდნენ. ასე, რომ, ეს იარაღი დედამიწის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი.


ჰელიოცენტრული სისტემა კოპერნიკმა შექმნაimage


პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ, ძველი ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი არისტარქე სამოსელი (ძვ.წ.აღრ. 310-230 წწ.) იყო და ეს, კოპერნიკამდე, 1800 წლით ადრე მოხდა.

მან უბრალოდ კი არ განაცხადა, რომ ჩვენი პლანეტა მზის ირგვლივ ბრუნავს, არამედ, დედამიწიდან მზემდე მანძილიც კი გაზომა.

ჩვენთვის ჰელიოცენტრული სისტემის ავტორად ნ. კოპერნიკი (1473 – 1543 წწ.) ითვლება, მაგრამ ამ თეორიის ფორმირებაში სხვა მეცნიერებსაც მიუძღვით წვლილი:

კოპერნიკის თეორია გერმანელმა მათემატიკოსმა ი. კეპლერმა (1571 – 1630 წწ.) სრულყო და დაასრულა. ის 10 წლის მანძილზე, დანიელი ასტრონომის ტ. ბრაგეს (1546 – 1601 წწ.) მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებზე მუშაობდა და თავისი ნაშრომი – «სამყაროს ჰარმონია», წიგნის სახელით, 1619 წ. გამოსცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კეპლერის ნაშრომში, კოპერნიკისეულმა სამყაროს მოწყობის სისტემამ ცვლილება განიცადა. ახალი თეორიის მიხედვით, პლანეტები მზის ირგვლივ ელიფსზე მოძრაობდნენ და არა წრეზე, როგორც ამას ნ. კოპერნიკი ამტკიცებდა. მაგრამ, კეპლერის თეორიასაც ჰქონდა ნაკლი, – ის არ პასუხობდა კითხვაზე, თუ რა აიძულებდა პლანეტებს, ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას.

«სამყაროს ჰარმონიის» გამოსვლიდან, 50 წლის შემდეგ (1687 წ.), ი. ნიუტონმა (1642 –1727წწ.), კეპლერის თეორია ბოლომდე მიიყვანა, – მან გრავიტაცია, ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალა აღმოაჩინა.


ჯეიმზ კუკმა ავსტრალია აღმოაჩინაimage


ავსტრალიელს თუ ჰკითხავთ, ვინ აღმოაჩინა მათი კონტინენტი, პასუხი – კუკი, ნამდვილად არ იქნება... ჯ. კუკმა ავსტრალიის აღმ. სანაპიროს 1770 წელს შემოუარა. მაგრამ, მანამდე, იქ უკვე იყვნენ ჰოლანდიელი მოგზაურები აბელ ტასმანი და დერკ ჰარტოგი. უფრო მეტიც, კუკის ავსტრალიაში მოგზაურობამდე, 165 წლით ადრე, ეს კონტინენტი კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა, უილიამ იანსმა გამოიკვლია.


ველური დასავლეთი – «ველური იყო»image


ზოგადად, ველური დასავლეთი, თანამედროვე ადამიანისთვის, ურთულეს პერიოდთან ასოცირდება, რომლის დროსაც, ყველაფერს ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი წყვეტდა. ასეთია მწერლების და კინემატოგრაფისტების მიერ დანახული XIX საუკუნის ამერიკის დას. ნაწილი.

მაგრამ, არქივებში დაცულ, იმ პერიოდის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა... მაგ., ძარცვის ფაქტები, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით, ველურ დასავლეთში იმაზე ნაკლები იყო, რაც იგივე პერიოდში, დეტროიტში ან ნიუ-იორკში. ამიტომ, ველური დასავლეთი, არც ისეთი ველური იყო, როგორც დღეს ბევრს ჰგონია.


მეკობრეები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, რადგან ქალს გემზე არ უშვებდნენ, რადგან მას ეკიპაჟისთვის «უბედურება მოჰქონდა»image


მართალია, ქალს გემზე, უბედურების მოტანა შეუძლია, თუ ის... მეკობრეა! ამდენად, მეკობრე მამაკაცებს, განძის მოპოვების საქმეში, კონკურენტები ჰყავდათ ქალების სახეთ... და ისეთი მეკობრე ქალებიც იყვნენ, ამ სფეროში, კაცებზე დიდ წარმატებას რომ მიაღწიეს.

კლეოპატრა ეგვიპტელი იყოimage


ეგვიპტის დედოფალი ბერძენი იყო. ის ალექსანდრიაში დაიბადა და პტოლემეების დინასტიის შთამომავალი იყო, რომლებმაც ეგვიპტეზე კონტროლი, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ დაამყარეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლეოპატრა ერთადერთი იყო გვარიდან, ვინც ეგვიპტური ენა ისწავლა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ევროპას კი არა, იაპონიას უნდა დავუახლოვდეთ...

* 10 ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდა

* ორცხობილას რეცეპტი, რომელიც Nestlé–მ 1 მლნ. დოლარად იყიდა და რამდენიმე მილიარდის მოგება ნახა



3
511
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
511
  
2023, 4 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3