x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
10 ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომლებიც სკოლის სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდა

გეოგრაფია სკოლაში ყველას უსწავლია და დედამიწის შესახებ, ფაქტობრივად, ყველამ ყველაფერი იცის! აქ კი, 10 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოებში, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხვდა.


image


ვინ მოიგონა სახელი «დედამიწა». ინგლისურად პლანეტას «Earth»-ი ჰქვია. ეს სიტყვა VIII საუკუნეში ანგლო-საქსური სიტყვიდან — erda-დან გაჩნდა, რაც მიწას (ნიადაგს) ან გრუნტს ნიშნავდა.


დედამიწის რადიაქტიურობა. დედამიწის მყარი ბირთვის ზედაპირზე ტემპერატურა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით, 6 230 °C-ის ტოლია, რაც უფრო მაღალია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი მზის ზედაპირზე (5 500 °C). პლანეტის გავარვარებული ბირთვი წარმოქმნის ნაწილაკებს, რომლებსაც ანტინეიტრონი ეწოდება და ჩვენი პლანეტის მიერ გამომუშავებული სითბოს ნახევარი (40 ტერავატი) სწორედ ამ ელემენტების რადიოაქტიური დაშლის შედეგად მიიღება.


სიცოცხლე ოკეანის ფსკერის ქვეშ. ზღვის ფსკერიდან 2, 5 კმ-ს სიღრმეზე, დაახლოებით, 2.9 x 10^29 მიკროორგანიზმი ბინადრობს და მათი უჯრედების გაყოფის სიჩქარე 10-დან – 1000 წლამდე პერიოდს შეადგენს.


ხავსების სამფლობელო. არ არის დედამიწაზე ადგილი, ხავსი რომ არ იზრდებოდეს — ის ყველგან «ხარობს»: ხეზე, ნიადაგის და ქვის ზედაპირზე და უდაბნოშიც კი, რადგან მას წყლის «დაჭერა» ჰაერშიც კი შეუძლია.


მსოფლიო ოკეანის დონე მატულობს. 2100 წლისთვის, ოკეანის დონე 80 სანტიმეტრით გაიზრდება, რაც ძალიან სახიფათოა კუნძულოვანი და ზღვის სანაპიროებთან მდებარე ქვეყნებისთვის.


ღრუბლები, როგორც პლანეტის ტემპერატურის მარეგულირებლები. ყველა ღრუბელში არსებული წყლის შეგროვება და ჩენი პლანეტის ზედაპირზე გადანაწილება რომ შეიძლებოდეს, დედამიწის დაფარვა, ადამიანის თმის ღერის სისქის, თხევადი აპკის ფენით იქნებოდა შესაძლებელი... და ასეთი მიზერული რაოდენობის წყალი, ჩვენი პლანეტის კლიმატს ისეთად ხდის, როგორიც ის არის.


პლანეტარული მასშტაბის თერმული ძრავა. მზის სითბოს შთანთქმა პლანეტის დაბალ განედებზე, დედამიწის ზედაპირის მიერ ხდება. ხოლო, მისი გამოსხივება, უკვე მაღალ განედებზე, ატმოსფეროში ხორციელდება. ბუნებრივი თერმული ძრავის მუშაობა, ქარებისა და ქარიშხლების კინეტიკურ ენერგიაში გადადის, რომელიც არც ისე ეფექტურად მუშაობს — სხვაობა თბილ და ცივ ჰაერის მასებს შორის, ძალიან დიდია და სითბოს გარკვეული ნაწილი, სულ ტყუილად იკარგება.


დედამიწის მოცულობა მცირდება. დედამიწა თანდათანობით «ხდება» და ამის მიზეზი გრუნტის წყლების ამოტუმბვა არის — წყლის ამოღების შემდეგ, გამოთავისუფლებულ ადგილზე, მიწის ფენის ჩაშლა ხდება.


საფრთხე პლანეტისთვის. ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწისთვის, რომელმაც, შეიძლება, ის შუაზე გააპოს, — 12 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა არის.


მიკრობები და ვირუსები დედამიწაზე. ჩვენს პლანეტაზე იმ რაოდენობის მიკრობია, რომ დათვლა კი არა, წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მაგ., ერთ ჩაის კოვზ ნიადაგში, მილიარდამდე მიკრობია... შედარებისთვის, აფრიკის კონტინენტზე, ამდენივე ადამიანი ცხოვრობს.

რაც შეეხება ვირუსებს, მათი რიცხვი, დაახლოებით, 10 ნონილიონს შეადგენს, — ეს 30 ნულიანი რიცხვია და იმაზე მეტია, ვიდრე ცაში ვარსკვლავია...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფარაონების უცხოპლანეტური მედალიონი

* თაფლის გამოყენების მოულოდნელი და უჩვეულო ხერხები (+ ტუჩის ბალზამის რეცეპტი)

* მონიკა ბელუჩის უნიკალური და ნაკლებად ცნობილი ფოტოები



1
296
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
296
  
2023, 29 აპრილი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1