x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137609
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
ეს უკვე მეტისმეტია: 4 კინოსცენა, რომლის ნახვაც ახალგაზრდებშიც კი უხერხულობას იწვევს
image


ყოველი ათწლეულის განმავლობაში კინო სულ უფრო და უფრო თამამი ხდება და სულ უფრო ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტებს, თუ ადრე ამბორს ახლო ხედით არასოდეს აჩვენებდნენ, დღეს უკვე ნებადართულობის საზღვრები თითქმის ზღვარზეა დასული. მოდით, ერთად გავარკვიოთ სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და ზედმეტ ვულგარულობას შორის.





"მწარე მთვარე"


image


პარიზი, გაზაფხულის ერთი მშვენიერი დილა. მტვრიანი ავტობუსი ისევ ჩვეული მარშრუტით მოძრაობს, თუმცა ეს მოგზაურობა ორი მგზავრისთვის სრულიად შემთხვევით საბედისწერო აღმოჩნდება. ოსკარს და მიმის მაშინვე მოეწონებათ ერთმანეთი, თუმცა ისინი რომანტიკისა და ჩვეულებრივი ურთიერთობების მიმართ სრულიად გულგრილნი არიან. მათ მხოლოდ ვნება აინტერესებთ, ნამდვილი ცხოველური ვნება თავისი უსაზღვრო გამოვლინებებით. შეყვარებულები ერთმანეთის ვნებას იკვლევენ, რასაც ისინი სრულ თვითგანადგურებამდე მიჰყავს. ფილმში რეჟისორმა რომან პოლანსკიმ წყვილის ცხოველური ვნებები იდეალურად გადმოსცა. ალბათ, მანამდე არავის არასოდეს უჩვენებია ასეთი გიჟური და უსაზღვრო სიყვარული ეკრანზე. ზოგიერთმა მომენტმა შეიძლება თანამედროვე მაყურებელიც კი დააბნიოს.





"გრძნობათა იმპერია"


image


კიდევ ერთი ფილმი, რომელიც სიყვარულისა და მიზიდულობის ყველაზე გიჟურ გამოვლინებებს მთელი სიმძაფრით ასახავს რეჟისორ ნაგისა ოსიმას არაერთი ჯილდოს მფლობელი კინონამუშევარი - "გრძნობთა იმპერიაა". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშეა მხატვრული ფილმი, რომელმაც პრესტიჟულ კანის კინოფესტივალზე არაერთი ჯილდო მოიპოვა, ფილმის ზოგიერთი სცენა იმდენად თამამია, რომ ისინი არანაირად არ ჩამოუვარდება იმ ჟანრის სურათებს, რომელსაც როგორც წესი, კინომანები განმარტოებით უყურებენ. თავიდან სიუჟეტი საკმაოდ ბანალურად ვითარდება: იაპონელი მოახლე რომანს აბამს სახლის პატრონთან, თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ისეთი ვნებები იშლება, რომ მოუმზადებელმა მაყურებელმა შეიძლება ფილმს ბოლომდეც კი ვერ უყუროს.





"ნიმფომანი"

image


თუ ვინმეს შეუძლია თხრობის სითამამეში კონკურენცია "გრძნობათა იმპერიას" გაუწიოს ეს უდაოდ ლარს ფონ ტრიერის "ნიმფომანია". ფილმში ნაჩვენებია ხორციელ ურთიერთობებზე მტკივნეულად დამოკიდებული ქალის თითქმის მთელი ცხოვრება. მთელი თავისი ნატურალიზმითა და სექსუალურობით, ეს მართლაც მძიმე და სევდიანი ფილმია. სურათი დაყოფილია ორ საკმაოდ გრძელ ნაწილად, აქედან თუ პირველის, უფრო მსუბუქი და დინამიური ნაწილის ნახვა, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება, მეორის ყურებას ყველა ვერ შეძლებს.





"ანტიქრისტე"


image


ამჯერად, ჩვენ წინაშე არტჰაუსის, თამამი კინოსა და საშინელებათა ფილმის საზარელი ფეთქებადი ნაზავი. სიუჟეტი დაქორწინებული წყვილის გარშემო ვითარდება: ცოლ-ქმარს ინტიმური კავშირისას უყურადღებოდ რჩებათ შვილი, რის გამოც ბავშვი იღუპება. მომხდარს ჭკუიდან საბრალო დედა გადაჰყავს. ქმარი, რომელიც მომავალი ფსიქიატრია ქალი უღრან ტყეში მდგარ ძველ სახლში მიჰყავს, რათა სიმშვიდესა და სიმარტოვეში განკურნოს, თუმცა თერაპიასთან შედარებით სიგიჟე უფრო ძლიერი აღმოჩნდება, რაშიც ოჯახს ყოველდღიურად სულ უფრო ძლიერად ითრევს. საშინელების, ინტიმისა და ძალადობის რაოდენობა ფაქტიურად ყოველ კადრში იზრდება. ფილმის ყურება რეკომენდებული არ არის.






0
936
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
936