x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
თაფლის გამოყენების მოულოდნელი და უჩვეულო ხერხები (+ ტუჩის ბალზამის რეცეპტი)

ფუტკრები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არსებები არიან დედამიწის ზურგზე. ისინი თაფლს ცარცული პერიოდიდან აწარმოებენ, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც პლანეტაზე დინოზავრები სეირნობდნენ (100 მლნ. წ. წინ). მათზე უფრო შრომისმოყვარე, არავინ არის ჩვენს პლანეტაზე. მაგ., 454 მილიგრამი თაფლის მოსამზადებლად, ფუტკარი 2 მილიონ ყვავილზე უნდა დაჯდეს და 88 514 კმ. უნდა გაიფრინოს. მიუხედავად ასეთი თავგანწირვისა, ერთი საშუალო სტატისტიკური ფუტკარი, თავისი მოკლე სიცოცხლის მანძილზე (28-35 დღე), მხოლოდ 1/12 ჩაის კოვზ თაფლს ამზადებს. ეს პატარა მწერები, სკიდან, 3 კმ-ის ფარგლებში დაფრინავენ, რაც მათი ზომის გათვალისწინებით, იგივეა, რომ ადამიანმა 204 კმ. გაიაროს.


image


თაფლი, რომელსაც ფუტკრები აწარმოებენ, ბევრი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მას მედიცინაში, კულინარიაში და ფოლკლორშიც კი იყენებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ თაფლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ კარგად იხსნება ცხელ წყალში, რაც თაფლიანი ჩაის დალევის შესაძლებლობას იძლევა ან ის, რომ ერთი კოვზი თაფლის ყოველდღიურად მიღება, ადამიანს ენერგიას მატებს. მაგრამ, ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენების სხვა ხერხებიც არსებობს:


თაფლი მეხსიერებას აუმჯობესებს. თაფლი ძირითადად ნახშირწყლებისგან და წყლისგან შედგება, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს. ეს ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, რამაც შეიძლება მეხსიერების დაქვეითება გამოიწვიოს (კალციუმი აუცილებელია ნერვული იმპულსების გადასაცემად, ნერვულ უჯრედებსა და თავის ტვინს შორის).


თაფლის დამატებით, ნამცხვარი უფრო ნაზი ხდება. თაფლი ტკბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შაქრის შეცვლა ცხობის დროს. გარდა ამისა, თაფლს დამატენიანებელი თვისება აქვს და ამის გამო, ის იზიდავს და აკავებს წყლის მოლეკულებს. თაფლით გამომცხვარი ტორტები და ნამცხვრები ბევრად უფრო რბილი გამოდის, ვიდრე შაქრით ცხობის დროს.

თაფლი შაქარზე უფრო ტკბილია, ამიტომ, თუ ცხობისას, შაქარს თაფლით ჩაანაცვლებთ, რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობა, 40%-ით უნდა შეამციროთ.


თაფლი ნაბახუსევის დროს გამოიყენება. იმის გამო, რომ თაფლი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, 1 ს. კოვზი თაფლის მიღების ან ჩაიში გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის გადამუშავება უფრო სწრაფად ხდება, რაც ნაბახუსევის სრულ გაქრობას ან ამ პროცესის დაჩქარებას იწვევს.


თაფლი, როგორც სახის სკრაბი. სკრაბების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის კანს მკვდარი უჯრედებისგან და ბაქტერიებისგან ასუფთავებს. თაფლის სკრაბის მოსამზადებლად, შეურიეთ თაფლი ქოქოსის ზეთს, პროპორციით 1:2 და გამოიყენეთ როგორც სახის ჩვეულებრივი სკრაბი.


თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი. თაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და არც ბაქტერიებს მისცემს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მუქი არის თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიული თვისება.


ხველების საწინააღმდეგო წამალი. კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს ხველების დროს, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი ანტიჰისტამინური საშუალებები.


თაფლი – დამხმარე დიეტის დროს. თაფლს შეუძლია მეტაბოლიზმის პროცესის დაჩქარება. ამ პროცესს მწვანე ჩაიც აჩქარებს. თუ ადამიანი დიეტაზეა და მწვანე ჩაის მიიღებს თაფლთან ერთად – ეს მეტაბოლიზმის ორმაგ ეფექტს გამოიწვევს.


თაფლი უძილობის მკურნალი. ადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ, 1 კოვზი თაფლი უნდა მიიღონ ან თაფლიანი ჩაი დალიონ. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, ასტიმულირებს სეროტონინის და მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს იწვევს.


თაფლი იარებს აუფერულებს. იარის შესანიღბავად, საჭიროა თანაბარი რაოდენობით თაფლის და ქოქოსის ან ზეითუნის ზეთის შერევა და იარაში შეზელა. იარის გადახვევისა და 15 წუთით თბილი კომპრესის დადების შემდეგ, ის ბევრად უფრო შეუმჩნეველი ხდება.


თაფლი ალერგიის წინააღმდეგ. დღესდღეობით უამრავი კვლევა ტარდება იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს თაფლი ალერგიის წინააღმდეგ. მართალია კვლევები ჯერ არ დასრულებულა და დასკვნაც არ არსებობს, მაგრამ ექიმი-ნატუროპათები გარანტიას იძლევიან, რომ ყვავილიც მტვერი, რომელიც თაფლში არის, შეიძლება ინოკულაციის ალტერნატივა იყოს, რომელიც მცირე რაოდენობის ალერგიის გამომწვევ ანტისხეულებს გამოიმუშავებს . ამის შედეგად, ალერგიის სეზონზე, ადამიანს უფრო ნაკლები დისკომფორტი და ალერგიულ რეაქცია ექნება.


თაფლი ართრიტის წინააღმდეგ. ვისაც ართრიტი აწუხებს, უნდა მიიღოს 1 ჭიქა თბილი წყალი 2 ჩ. კ. თაფლით და 1 პატარა ჩ. კ. დარიჩინით, დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. მისი რეგულარული მიღება, ქრონიკულ ართრიტსაც კი კურნავს.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ექიმი პაციენტებს უნიშნავდა ნაზავს 1 ს. კ. თაფლით და 1/2 ჩ. კ. დარიჩინით, საუზმის წინ – ერთი კვირის შემდეგ, 200-დან 73-ს ტკივილი გაუქრა, ხოლო 1 თვის შემდეგ –პაციენტების უმრავლესობას, რომელიც ვერ დადიოდა ან სიარულის დროს ტკივილს გრძნობდა, სიარული შეეძლო, ტკივილის გარეშე.


თაფლი აუმჯობესებს მხედველობას. თაფლიან წყალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი პროცესის ჩაქრობა. ამისათვის, საჭიროა 1 კოვზი თაფლის გაზავება თბილ წყალში და მისი მიღება ძილის წინ. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი სახით და აუცილებლად საღამოს საათებში.


თაფლი სოუსში. ბევრ აზიური სოუსს, საფუძვლად რთული გემოების ბალანსი უდევს: ტკბილი, მარილიანი, მწარე და ა. შ. სალათების, ხორცის და საერთოდ, ყველა სოუსის მომზადებისას, თაფლს უმატებენ, იმის გამო რომ ის კარგი ემულგატორია.


თაფლი ანეიტრალებს სუნს პირის ღრუში. თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას შეუძლია სასიამოვნო არომატი მიანიჭოს სუნთქვას. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩ. კ. თაფლის და 1/8 ჩ. კ. დარიჩინის გაზავება 0, 5 ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის პირში გამოვლების შემთხვევაში, სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.


თაფლი ანეიტრალებს მჟავის რეფლუქსს. მჟავის რეფლუქსის დროს, თაფლი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. ერთი კოვზი თაფლი ამშვიდებს ყელს და საყლაპავ მილს, ყოველგვარი წამლის გარეშე.


თაფლი გამოიყენება მშრალი კანის და იდაყვების დასატენიანებლად. მილიონობით ადამიანს აქვს იდაყვების სიმშრალე და შესაბამისად, მილიონობით დოლარი იხარჯება დამატენიანებელ კრემებზე. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების ჩანაცვლება თაფლს შეუძლია: მშრალ კანში (იდაყვებზე, მუხლებზე და ა. შ) შეზელის და 15-30 წუთით გაჩერების შემთხვევაში, კანი დატენიანდება და ელასტიკური გახდება.


თაფლი ამცირებს დიარეას ხანგრძლივობას ბავშვებში. «British Medical Journal»-ში გამოქვეყნდა ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში თაფლის გამოყენების კვლევის ახალი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ თაფლი 1 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება, უფრო მოზრდილებისთვის, ის შეიძლება, გასტროენტერიტის და მწვავე დიარეას სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.


ბუნებრივი «Red Bull» - ი. იმის გამო, რომ თაფლი გლუკოზას და ფრუქტოზას შეიცავს, პირდაპირ სისხლში ხვდება. რაც ორგანიზმში ენერგიის მოზღვავებას იწვევს. თაფლს, ამ თვისების გამო, განსაკუთრებით აფასებენ მარათონის მონაწილეები და სპორტსმენები.


თაფლი კარგად ინახავს ხილს. თაფლიანი წყალი, პროპორციით 1:10 კარგად ინახავს კენკრას. ეს უგემრიელესი ტკბილეულია ზამთრისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავ ვიტამინს შეიცავს.


თაფლი ამსუბუქებს დისკომფორტს ფეხმძიმობის დროს. ფეხმძიმობის დროს, გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება უზმოზე, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის გამო რა თქმა უნდა, ყველა ქალი დისკომფორტს განიცდის. თაფლიანი რძე ამცირებს მოჭარბებულ მჟავიანობას კუჭში და მისი ძილის წინ მიღების შემთხვევაში, გულისრევის შეგრძნებაც ქრება.


თაფლით შეიძლება ტუჩის ბალზამის მომზადება სახლის პირობებში. ყველამ იცის, რომ დახეთქილი და მშრალი ტუჩების დასარბილებლად, ტუჩის ბალზამი გამოიყენება. მაგრამ, შესაძლებელია ბევრმა არ იცის, რომ ასეთი ბალზამის მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება.

გთავაზობთ, სახლის პირობებში, ბალზამის მომზადების რეცეპტს:


საჭირო ინგრედიენტები:


ფუტკრის ცვილი – 20 გრ.

ქოქოსის კარაქი ან ზეთი – 30 გრ.

თაფლი – 10 გრ.

ეთერის ზეთი, არომატისთვის – 2-3 წვეთი


შენიშვნა: ინგრედიენტების რაოდენობა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მთავარი არის პროპორციების დაცვა.

მომზადება:


1. პატარა თასში მოათავსეთ კარაქი და ცვილი, დადგით წყლის აბაზანაზე და კოვზით ურიეთ.

2. როდესაც ორივე გადნება და ერთმანეთს შეერევა, გადმოდგით ცეცხლიდან და თაფლი შეურიეთ.

კარაქი ცვილს კარგად ერევა, მაგრამ თაფლს ცუდად. ამიტომ, საქმის გასაადვილებლად და კარგი ხარისხის ბალზამის მისაღებად, სათქვეფი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაშიც, კარაქის და თაფლის გაზავება სრულად არ მოხდება, მაგრამ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეურიოთ.

3. სულ ბოლოს დაამატეთ ეთერის ზეთი და სწრაფად ჩაასხით ქილებში. ეს შეიძლება იყოს ერთი 50 მილიგრამიანი ან 2-3 შედარებით პატარა ზომის ქილა.


თაფლი ქერტლს ამარცხებს. თუ ადამიანს ქერტლი და მშრალი კანი აქვს, თავში 90% თაფლის და 10% წყლის ნაზავი უნდა შეიზილოს და 3 საათის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანოს. ერთი პროცედურის შემდეგ, ქავილი შემცირდება, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად, ქერტლი გაქრება.


თაფლი სლოკინს აჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ სლოკინი მთვრალ ადამიანებთან ასოცირდება, ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საიმედოდ ამშვიდებს ორგანიზმის ამ არასასურველ რეაქციას.


თაფლი არასოდეს ძველდება. თუ ვინმეს აპოკალიფსის ეშინია და საიმედო თავშესაფარი მზად აქვს, ისღა დარჩენია თაფლი მოიმარაგოს, რადგან თაფლი ერთადერთი პროდუქტია დედამიწაზე, რომელიც არ ძველდება. გარდა ამისა, ის კალორიულიც არის.


თაფლი საპარსი კრემის ნაცვლად. თაფლზე დამზადებული საპარსი კრემი, ყველა სახის კანისთვის გამოდგება, არ შეიცავს არანაირ მინარევს და უფრო სასარგებლოა ვიდრე ძვირადღირებული საპარსი საშუალებები. თაფლით ბუნებრივი საპარსი კრემის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ თაფლი და თბილი წყალი. მიღებული მასა პირდაპირი დანიშნულების გარდა, იცავს კანს გაღიზიანებისგან და ატენიანებს მას.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველი ტექნოლოგიების საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

* პატარა ხრიკები მოდის ექსპერტებისგან, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს

* მონიკა ბელუჩის უნიკალური და ნაკლებად ცნობილი ფოტოები



4
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
106
  
2023, 4 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4