x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
პატარა ხრიკები მოდის ექსპერტებისგან, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს

image


1. მოკლე ფეხებს, ვიზუალურად, ბეჟი ფეხსაცმელი და მოკლე ქვედაბოლო აგრძელებს.
2. განიერ თეძოებს და მსხვილ ბარძაყებს, კარგად დამალავს მუქი ფერის სწორი ან ქვემოთ შევიწროებული ჯინსის შარვალი ე. წ. სტრეიჯი.
3. თუ გოგონას განიერი თეძოები და ვიწრო წელი აქვს, მაშინ მისთვის იდეალური იქნება ჯინსი შლაქსი, მაღალ წელზე.
4. წვრილი პრინტი სამოსზე, ვიზუალურად ამცირებს სხეულის ზომას, ხოლო მსხვილი პრინტი, პირიქით – ზრდის მას.
5. კაბები და ქვედაბოლოები მაქსი, ვიზუალურად ადაბლებს ქალს.
6. უფორმო სამოსი ამახინჯებს ნებისმიერ ფიგურას.
7. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამოყოფილი ქუსლით და მომრგვალებული ცხვირით, ფეხს ვიზუალურად ამცირებს.
8. წვრილცხვირიანი ფეხსაცმელი ფეხს ვიზუალურად ზრდის.
9. შავი კოლგოტები (50 დენამდე) ფეხებს უფრო წვრილს და გრძელს გამოაჩენს, ხოლო შავ ფეხსაცმელთან კომბინაციაში, უფრო დააგრძელებს.
10. ღია ფერის კოლგოტები ფეხებს უფრო მსხვილს და მოკლეს აჩენს. მაგრამ! ბეჟ ფეხსაცმელთან ერთად – ფეხებს აგრძელებს.
11. გამჭვირვალე ბლუზი გოგონას სხეულის ზედა ნაწილს ღიას ხდის სხვებისთვის და აჩენს სხეულის როგორც ღირსებას, ისე ნაკლს.
12. თუ გოგონას სამოსის კომბინირების საკმარისი გამოცდილება არა აქვს, მისთვის კლასიკური სტილი კარგი გამოსავალი არის.
13. 3 ფერის წესი: არ შეიძლება 3 ფერზე მეტი ფერის სამოსის, სხვადასხვა ელემენტის, ერთდროულად გამოყენება.
14. ვარცხნილობა უნდა შეესაბამებოდეს სამოსის ყველა ელემენტს.
15. სუნამოს სამოსზე მისხმა არ შეიძლება, რადგან მისი სუნი მთელი თვის მანძილზე შეიძლება დარჩეს. ეს წესი არ მოქმედებს, ერთი სახის სუნამოს გამოყენების შემთხვევაში.
16. მრგვალ სახეს V-ტიპის დეკოლტე უხდება, ხოლო ოვალურ სახეს – მრგვალი.
17. არ შეიძლება ერთი სტილის სამოსის აკვიატება.
18. ბოტფორტები ფეხებს ამოკლებს! ამ სტილის ფეხსაცმლის ტარება, მხოლოდ მაღალი გოგონებისთვის არის რეკომენდებული.
19. კაბა-ფუტლარი ერთნაირად უხდებათ როგორც გამხდრებს, ისე შედარებით ფერ-ხორციანებს.
20. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც იმოსებით! იყავით ყურადღებით, ნუ მისცემთ სხვებს, შეცდომის აღმოჩენის უფლებას, თქვენს ჩაცმის სტილში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მისი ყველა წინასწარმეტყველება ახდა... და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

* მფრინავი ხალიჩების საიდუმლო

* ძალზე საშიში და უცნაური ფაქტები



4
349
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
349
  
2023, 3 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4