x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორცხობილას რეცეპტი, რომელიც Nestlé–მ 1 მლნ. დოლარად იყიდა და რამდენიმე მილიარდის მოგება ნახა

ამ რეცეპტის ავტორი რუთ უეიკფილდია, რომელიც საკუთარ საოჯახო სასტუმროში, რესტორნის მზარეული იყო. მისი კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რუთს გამუდმებით რეცეპტის მიცემას სთხოვდნენ. ამიტომ, მან 1931 წ. კულინარიული წიგნი გამოსცა, რომელშიც რესტორნის მენიუს კერძების ყველა რეცეპტი შეიტანა. წიგნის მეორე გამოცემა 1939 წ. გამოვიდა და მასში უკვე შოკოლადიანი ორცხობილას რეცეპტიც იყო.


image


ეს ორცხობილა იმდენად პოპულარული გახდა, რომ იმავე წელს, კომპანია Nestlé–მ რეცეპტის საავტორო უფლება 1 მლნ. დოლარად გამოისყიდა და მისი წარმოება დაიწყო... და როგორც აღმოჩნდა, ეს მეტად წარმატებული გარიგება იყო კომპანიის ისტორიაში, რადგან ორცხობილების გაყიდვით, მილიარდობით მოგება ნახა...


image


ინგრედიენტები:


ფქვილი – 200 გრ.

კარაქი – 120 გრ.

შაქრის ფხვნილი – 120 გრ.

კვერცხი – 1 ცალი

მარილი – 1 მწიკვი

სოდა – ¼ ჩ. კ.

შავი შოკოლადის ფილა ან 100 გრ. შოკოლადის წვეთები (მონეტები)

ვანილინი – 1 შეკვრა


მომზადება:


1. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად > დაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. ცალკე თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ მარილი, ვანილი და სოდა > ერთმანეთს შეურიეთ.

3. შეურიეთ ერთმანეთს ორივე თასში მოთავსებული ინგრედიენტები.

4. დაამატეთ შოკოლადი.

5. ცომი გაყავით 2 ნაწილად > მიეცით ორივეს 5 სმ. დიამეტრის ძეხვის ფორმა > შეინახეთ საყინულეში 20 წუთით.

6. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე და როდესაც ამ ტემპერატურაზე გახურდება > საცხობ ფირფიტაზე პერგამენტი დაფინეთ > ცომი ფრთხილად დაჭერით 0, 5 – 0, 8 სმ. სისქის ორცხობილებად > დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე.

7. აცხვეთ 10-12 წთ-ის მანძილზე.

8. როდესაც ორცხობილა გაცივდება, სურვილის შემთხვევაში, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქრის პუდრი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფარაონების უცხოპლანეტური მედალიონი

* თაფლის გამოყენების მოულოდნელი და უჩვეულო ხერხები (+ ტუჩის ბალზამის რეცეპტი)

* მონიკა ბელუჩის უნიკალური და ნაკლებად ცნობილი ფოტოები



4
318
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
318
  
2023, 4 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 29 აპრილი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4