პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თენგიზ შარმანაშვილი აირჩიეს
დღეს, 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას მოადგილედ თენგიზ შარმანაშვილი აირჩიეს.
თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ირაკლი ბერაია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერზე არსებული ბიოგრაფიის თანახმად, თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტის წევრი იყო ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1995-1999 წლებში, ედპ-ს პარტიული სიიდან.
ამჟამად ის პარლამენტში იმყოფება "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან".
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ, ცესკოში, UNDP-ს პროექტებში, 2011-2016 წლებში იყო სომხეთის სრულუფლებიანი ელჩი.
განათლება მიღებული აქვს კავკასიის ენების და სამართალმცოდნეობის სპეციალობით.