ქალი და მამაკაცი პრინც უილიამს ცოლის მეგობართან ღალატში ადანაშაულებენ 2023, 27 აპრილი, 16:44 ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალ სკანდალში. ამჯერად სკანდალის ობიექტი უელსის პრიცი უილიამია, რომელსაც მეუღლის მეგობართან ღალატში სდებენ ბრალს. ტაბლოიდების ინფორმაციით, პრინც უილიამს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს როუზ ჰენბერთან. ბრიტანელი ყოფილი მოდელი 2009 წლიდან დაქორწინებულია თავისზე 23 წლის უფროს David Cholmondele-ზე, Cholmondeley-ის მარკიზზე და მასთან სამი შვილი ჰყავს. Cholmondeley-ის მარკიზი და მარკიზა მრავალი წელია ქეითსა და უილიამთან მეგობრობენ. მაგრამ ბოლო პერიოდში მათი მეგობრობა შეწყდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ, უილიამის და როუზის სასიყვარულო კავშირია. ტაბლოიდები წერენ, რომ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. წერენ, რომ უილიამმა და როუზმა ვალენტინობა ერთად აღნიშნეს და რომ მარკიზი უკვე ცოლთან განქორწინებისთვის ემზადება. 132 1-ს მოსწონს
|