რელიგია როგორ ამოთხარეს საფლავიდან რომის პაპი და გაასამართლეს 2023, 26 აპრილი, 17:57
თითქოსდა, უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ეთიკის, თავმდაბლობისა და მორალის მაგალითნი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მთლად ასე არ ყოფილა და მათაც შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაზე ამაზრზენი და წარმოუდგენელი რამ.
ეს ისტორიული ფაქტი თავის მხრივ უნიკალურია. მსგავსი არ დაფიქსირებულა არც მანამდე და მის შემდეგ. 897 წელს რომში ახალი პაპი სტეფანე VI ავიდა ტახტზე და გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, მან გადაწყვიტა მოეწყო საჩვენებელი სასამართლო პროცესი მისი წინამორბედისთვის.მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეპისკოპოსი ფორმოზუსი უკვე წელიწადზე მეტი მშვიდად განისვენებდა საფლავში. ახალი პაპის ბრძანებით ცხედარი საფლავიდან ამოთხარეს, სათანადო სამოსი ჩააცვეს და ლატერანის ბაზილიკაში ტახტზე დასვეს. დაე იყოს განჩინება! რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "synodus horrenda" - საშინელი (ან გვამის) სინოდი. ფოტოზე: სტეფანე VI და ფორმოზუსი სასამართლო პროცესი დაიწყო მზაკვრული საქციელის, უკანონო ქრისტიანული საიდუმლოების ჩატარების და სხვა ცოდვების ბრალდებით. თავისთავად დამოუკიდებლად პასუხის გაცემის შეუძლებლობის გამო (უბედურს, დიდი ალბათობით, ენაც აღარ ჰქონდა), ტახტის უკან დასვეს დიაკონი და ის პასუხობდა გარდაცვლილი ფორმოზუსის ნაცვლად. გარდაცვლილი პაპი, როგორც მოსალოდნელი იყო, დამნაშავედ ცნეს ყველა ბრალდებაში. სასჯელად მარჯვენა ხელის თითები მოკვეთეს, რომლითაც სამწყსოს ლოცავდა. შემდეგ ცხენზე მიბმული ნეშტი დემონსტრაციულად ათრიეს მთელ რომში და მდინარე ტიბრში გადაგდეს. მაგრამ სტეფანეს დიდხანს არ გაუხარია. ასეთი საქციელის გამო საზოგადოება განრისხდა. დაიწყო აჯანყება. პაპა საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მალევე მიახრჩვეს კიდეც და მადლობელი უნდა იყოს, რომ მეორე ცხედრის სასამართლო სინოდი არ გაიმართა, უკვე მისი მონაწილეობით. შემდგომში ეს სინოდი ეკლესიამ ფორმალურად დაგმო. უბედური ფორმოზუსი, ბერებმა მდინარიდან ამოიღეს და ფარულად დამარხეს, შემდგომ მოხდა მისი რეაბილიტაცია და წმინდა პეტრეს ტაძარში შესაბამისი პატივით დაკრძალეს. ყველა დოკუმენტი გაანადგურეს, ხოლო რომის პაპმა იოანე IX-მ მიცვალებულთა განკითხვა ოფიციალურად აკრძალა. უნდა ვივარაუდოთ, რომ უფლის აქტიური მსახურები აღარ მოაწყობენ ასეთ უაზრო და საშინელ წარმოდგენებს. მთავარი ფოტო:გარდაცვლილი ფორმოზუსის საეკლესიო კრება-ჟან პოლ როლანის ნახატი. 127 2-ს მოსწონს
|