x
image
არჩილ ვერულიძე
ბავშვთა გულაგი - საბრჭოური სისტემის სიმახინჯე

image
ბაგა-ბაღები და საბავშვო კომბინატები მისაღები ცენტრები, ბავშვთა სახლები და მცირეწლოვანთა ზონები - ასობით ათასი საბჭოთა ბავშვი იზოლაციში დაიბადა და გაიზარდა. ისინი სათვირთო ვაგონებში დაიბადნენ, მათ კოჭავდნენ და ძალით კვებავდნენ ცხელი ფაფით, თავებს პარსავდნენ, ცემდნენ პურის ნამცეცებისთვის და ციხეში სვამდნენ იმ წერილების გამო, რომელთაც ბავშვები ნათესავებს წერდნენ.

დედისა და ბავშვის ზონები

ჩვილი წინასწარი დაკავების ცენტრში, დედასთან ერთად საკანში ჩაკეტილი ან ციხის კოლონიაში გაგზავნილი ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენდა 1920-იან და 1930-იანი წლების დასაწყისში. „როდესაც ქალებს მიიღებენ გამასწორებელ შრომით დაწესებულებებში, სურვილის შემთხვევაში, მათი ჩვილებიც ასევე იქნებიან მიღებულნი“ - ციტატა 1924 წლის მაკორექტირებელი შრომის კოდექსის 109-ე მუხლიდან. „შურკას განეიტრალება მიმდინარეობს... ამ მიზნით მას დღეში მხოლოდ ერთი საათით უშვებენ სასეირნოდ არა ციხის დიდ ეზოში, სადაც ორი ათეული ხე იზრდება და სადაც მზე იყურება, არამედ ვიწრო ბნელ ადგილას. მარტოხელებისთვის განკუთვნილ ეზოში. ალბათ, მტრის ფიზიკურად დასუსტების მიზნით, კომენდანტის თანაშემწემ ერმილოვმა უარი თქვა შურკასთვის მიეცა გარედან შემოტანილი რძეც კი. სხვებისთვის იღებდა გზავნილებს. მაგრამ ისინი იყვნენ სპეკულანტები და ბანდიტები, ხალხი გაცილებით ნაკლებად საშიში, ვიდრე შურკა - წერს დაპატიმრებული ევგენია რატნერი, ბოროტ და ირონიულ წერილში შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ფელიქს ძერჟინსკისადმი. ევგენია რატნერის სამი წლის ვაჟი შურა იმყოფებოდა ბუტირკას ციხეში.

პატიმარი ქალები იქვე მშობიარობდნენ: ციხეებში და ზონებში. სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ კალინინისადმი წერილიდან უკრაინიდან და კურსკიდან სპეციალურად გადასახლებული ოჯახების გაძევების შესახებ: ”მათ ისინი გაგზავნეს საშინელ ყინვებში - ჩვილები და ორსული ქალები, რომლებიც მსხვილფეხა საქონლის ვაგნებში იყვნენ, სწორედ იქ შეეძინათ ქალებს ბავშვები (ეს დაცინვა არ არის); შემდეგ ისინი ძაღლებივით გადმოყარეს ვაგონებიდან, ეკლესიებსა და ბინძურ, ცივ ფარდულებში მოათავსეს, სადაც გასანძრევი ადგლიც კი არ დარჩენილიყო.“


1941 წლის აპრილის მდგომარეობით ნკდვ-ს ციხეებში იმყოფებოდა 2500 ქალი მცირეცლოვანი ბავშვით ოთხ წლამდე ასაკის 9400 ბავშვი ბანაკებსა და კოლონიებში. იმავე ბანაკებში, კოლონიებსა და ციხეებში იმყოფებოდა 8500 ორსული ქალი, მათგან დაახლოებით 3000 ორსულობის მეცხრე თვეში იყო. ქალს შეეძლო დაორსულებულიყო პატიმრობაშიც: შეიძლებოდა სხვა პატიმარს, თავისუფალი ზონის მუშაკს ან მცველს ეძალადა მასზე. ხდებოდა ისეც, რომ ქალები თავისი ნებით ფეხმრძიმდებოდნენ. "სიგიჟემდე, სიკვდილამდე მწუროდა სიყვარული, სინაზე და მოფერება. მე მინდოდა შვილი - ყველაზე ძვირფასი და ახლობელი არსება, რომლისთვისაც არ დავიშურებდი საკუთარ სიცოცხლესაც”- იხსენებდა გულაგის ყოფილი პატიმარი ხავა ვოლოვიჩი, რომელსაც 15 წელი მიუსაჯეს 21 წლის ასაკში. გულაგში დაბადებული კიდევ ერთი პატიმრის მოგონებებიდან: ”დედაჩემი, ზავიალოვა ანა ივანოვნა, 16–17 წლის ასაკში, პატიმრების კოლონასთან ერთად გაგზავნეს მინდვრიდან კოლიმაში, აბსურდული ქურდობის ბრალდებით.. ის გააუპატიურეს, ამის შედეგად, 950 წლის 20 თებერვალს, მე დავიბადე. ამ ბანაკებში ბავშვის გაჩენისთვის ამნისტია არ მოქმედებდა “. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამნისტიის ან რეჟიმის შემსუბუქების იმედით იმშობიარა.

მაგრამ ქალებს ბანაკის ყოველდღიური სამუშაოებიდან მხოლოდ მშობიარობის წინ ათავისუფლებდნენ. ბავშვის გაჩენის შემდეგ პატიმარს უნდა ჰქონოდა რამდენიმე მეტრიანი ფეხის ტილო, ხოლო ბავშვის კვების პერიოდში - 400 გრამი პური და შავი კომბოსტოს ან ქატოს წვნიანი დღეში სამჯერ, ზოგჯერ თევზის თავებითაც კი. 40-იანი წლების დასაწყისში ზონებში დაიწყო ბაგა-ბაღების ან საბავშვო ცენტრების შექმნა: ”გთხოვთ გამოყოთ 1, 5 მილიონი რუბლი ბავშვთა დაწესებულებების ორგანიზებისთვის ბანაკებში და კოლონიებში 5000 ადგილისთვის და მათი შენარჩუნებისთვის 1941 წელს 13.5. მილიონი რუბლი და ჯამში 15 მილიონი რუბლი, ”- წერს ვიქტორ ნასედკინი, სსრკ ნკვდ-ს გულაგის ხელმძღვანელი 1941 წლის აპრილში.

imageბავშვები საბავშვო ბაღში რჩებოდნენ, ხოლო დედები მუშაობდნენ. დედები მიჰყავდათ კოლონებით, უმეტეს დროს ჩვილები ატარებდნენ ძიძების მეთვალყურეობის ქვეშ - ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი ქალები, როგორც წესი, რომლებსაც ჰყავდათ საკუთარი შვილები. პატიმარ გ.მ. ივანოვას მოგონებებიდან: ”დილის შვიდ საათზე ძიძები ბავშვებს აღვიძებდნენ. წიხლებით აგდებდნენ საწოლებიდან (ბავშვების „სისუფთავისთვის“) საბნებს კი არ ახურავდნენ, არამედ საწოლზე აფარებდნენ. ბავშვებს ზურგში მუშტებით უბიძგებდნენ და უხეშად შეურაცხყოფით მიმართავდნენ, გაყინულ წყალში აბანავებდნენ ბავშვები ტირილსაც ვერ ბედავდნენ. ისინი მხოლოდ მოხუცებივით ჩიოდნენ და ჩურჩულებდნენ. ეს საშინელი ხმები დღეების განმავლობაში ისმოდა ბავშვების საწოლებიდან".

„სამზარეულოდან ძიძამ სიმხურვალისგან აალებული ფაფა გამოიტანა. თასებში გადმოასხა პირველი ბავშვი, რომელსაც წააწყდა ლოგინიდან გამოათრია, ხელები უკან გადაუგრიხა პირსახოცით მიაკრა სხეულზე და, თითქოს ინდაურს კვებავსო, ბავშვს კოვზით სტენიდა ცხელ ფაფას პირში, ამას ისე სწრაფად აკეთებდა, რომ საბრალო ლუკმის გადაყლაპვას ვერ ასწრებდა“, - იხსენებდა ხავა ვოლოვიჩი. მისმა ქალიშვილმა ელეონორამ, რომელიც ბანაკში დაიბადა, სიცოცხლის პირველი თვეები დედასთან გაატარა, შემდეგ კი ბავშვთა სახლში გადავიდა: „პაემნების დროს მის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოვაჩინე. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მეკიდებოდა კისერზე დასუსტებული ხელებით, გაფითრებული ხელით კარისკენ მიმითითა და დაიკვნესა: „დედა, სახლში! 1944 წლის 3 მარტს, 1 წლისა და სამი თვის ასაკში გარდაიცვალა პატიმარ ვოლოვიჩის ქალიშვილი.

გულაგში ბავშვების სიკვდილიანობა მაღალი იყო. ნორილსკის საზოგადოება "მემორიალის" მიერ შეგროვებული საარქივო მონაცემების მიხედვით, 1951 წელს ნორილსკის ბანაკის ტერიტორიაზე ჩვილ ბავშვთა სახლებში 534 ბავშვი იყო, რომელთაგან 59 ბავშვი გარდაიცვალა. 1952 წელს 328 ბავშვი უნდა დაბადებულიყო, ჩვილების საერთო რაოდენობა კი 803-ს შედგენდა. თუმცა 1952 წლის საბუთებში რიცხვი 650-ია – ანუ 147 ბავშვი დაიღუპა.

გადარჩენილი ბავშვები ცუდად ვითარდებოდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. მწერალი ევგენია გინზბურგი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ბავშვთა სახლში, თავის ავტობიოგრაფიულ რომანში „ციცაბო გზა“ იხსენებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ოთხი წლის ბავშვს შეეძლო ლაპარაკი: „გაბატონებული იყო არასიტყვიერი ტირილი, სახის გამომეტყველება და ჩხუბი. საიდან უნდა იცოდნენ ლაპარაკი? ვინ ასწავლიდა? ვისი ესმოდათ მათ? ცივი ინტონაციით ამიხსნა ანამ. - ახალშობილთა ჯგუფში სულ ლოგინზე წვანან მათ არავინ იყვანს ხელში. აკრძალულია ხელში აყვანა. მხოლოდ სველი საფენების გამოცვლა შეიძლება, რა თქმა უნდა, თუ ისინი საკმარისი რაოდენობითაა".

მეძუძური დედების ვიზიტები ჩვილებთან ხანმოკლე იყო, 15 წუთიდან ნახევარ საათამდე ყოველ ოთხ საათში. პროკურატურის ერთ-ერთი ინსპექტორი ახსენებს ქალბატონს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გამო რამდენიმე წუთით აგვიანებდა კვებაზე და ბავშვის ნახვის უფლება არ მისცეს. ბანაკის ერთ-ერთმა ყოფილმა სანიტარიულმა თანამშრომელმა ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის ძუძუთი კვებას ნახევარი საათი ან 40 წუთი ეთმობოდა და თუ ის არ ჭამდა, მაშინ ძიძა მას ბოთლით ავსებდა, წერს ენ ეპლბაუმი წიგნში "გულაგი. დიდი ტერორის ქსელი". როდესაც ბავშვი ჩვილობის ასაკიდან გამოდიოდა დედის ვიზიტები კიდევ უფრო იშვიათი ხდებოდა და მალე ბავშვები ბანაკიდან ბავშვთა სახლში იგზავნებოდა. 1934 წელს ბავშვის დედასთან ყოფნის ვადა 4 წელი გახლდათ, მოგვიანებით - 2 წელი. 1936-1937 წლებში ბავშვების ბანაკებში ყოფნა აღიარებულ იქნა ფაქტორად, რომელიც ამცირებდა პატიმართა დისციპლინას და პროდუქტიულობას და ეს პერიოდი 12 თვემდე შემცირდა სსრკ ნკვდ-ს საიდუმლო ინსტრუქციით. „ბანაკში ბავშვების ძალადობრივი დეპორტაცია დაგეგმილია და ტარდება როგორც ნამდვილი სამხედრო ოპერაციები, რათა მოწინააღმდეგე მოულოდნელად მოხვდეს ხაფანგში. ყველაზე ხშირად ეს ხდება გვიან ღამით. მაგრამ იშვიათად შეიძლება თავიდან ავიცილოთ გულის ამაჩუყებელი სცენები, როცა გაგიჟებული დედები მცველებთან და მავთულხლართებთან მივარდებიან. ზონა ხანგძლივად ზანზარებს ყვირილისა და მოთქმისგან, - აღწერს ბავშვთა სახლებში გადასახლებას ფრანგი პოლიტოლოგი ჟაკ როსი, ყოფილი პატიმარი, გულაგის სახელმძღვანელოს ავტორი.

დედის პირად საქმეში ჩანაწერი კეთდებოდა ბავშვის ბავშვთა სახლში გაგზავნის შესახებ, მაგრამ დანიშნულების ადგილის მისამართი არ იყო მითითებული. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ლავრენტი ბერიას მოხსენებაში სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის ვიაჩესლავ მოლოტოვის მიმართ 1939 წლის 21 მარტს, ნათქვამია, რომ მსჯავრდებული დედებისგან ჩამორთმეულ ბავშვებს ახალი სახელები და გვარები მიენიჭათ.

"ფრთხილად იყავით ლუსისთან, მამამისი ხალხის მტერია"

თუ ბავშვის მშობლებს მაშინ აკავებდნენ, როცა ის ჩვილი აღარ გახლდათ, მას ელოდა საკუთარი სცენარი: ნათესავებში ხეტიალი (თუ ჯერ კიდევ ჰყავდა), ბავშვთა მიმღები ცენტრი, ბავშვთა სახლი. 1936-1938 წლებში ჩვეული ხდება პრაქტიკა, როდესაც, ნათესავების არსებობის შემთხვევაშიც კი, რომლებიც მზად არიან გახდნენ მეურვეები, „ხალხის მტრების“ შვილებს, რომლებიც პოლიტიკური სტატიებით იყვნენ ნასამართლევი, -აგზავნიან ბავშვთა სახლში. გ.მ. რიკოვას მოგონებებიდან: ”ჩემი მშობლების დაკავების შემდეგ, მე, ჩემმა დამ და ბებიამ განვაგრძეთ ცხოვრება ჩვენს ბინაში... მხოლოდ ჩვენ აღარ ვიკავებდით მთელ ბინას, არამედ მხოლოდ ერთ ოთახს, რადგან ერთი ოთახი (მამას კაბინეტი) დალუქული იყო, ხოლო მეორე ოთახი ნკვდ-ს მაორმა დაიკავა. 1938 წლის 5 თებერვალს ჩვენთან მოვიდა ქალბატონი თხოვნით, რომ მასთან ერთად წავსულიყავით ნკვდ-ს ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელთან, თითქოს აინტერესებდა, როგორ გვექცეოდა ბებია და როგორ ვცხოვრობთ მე და ჩემი და ზოგადად. ბებიამ უთხრა, რომ დრო მოვიდა სკოლაში წავსულიყავით (მეორე ცვლაში ვსწავლობდით), რაზეც ამ ადამიანმა უპასუხა, რომ მეორე გაკვეთილზე თავისი მანქანით წაგვიყვანდა, და რომ მხოლოდ რვეულები და სახელმძღვანელოები წაგვეღო თან. მან მიგვიყვანა დანილოვსკის ბავშვთა სახლში არასრულწლოვან დამნაშავეთა სახლში. მისაღებში გადაგვიღეს მთელი სახისა და პროფილის ფოტოები, რაღაც ნომრები მიგვამაგრეს მკერდზე და თითის ანაბეჭდები გვიიღეს. ჩვენ აღარასოდეს დავბრუნებულვართ სახლში. "

„მამაჩემის დაკავების მეორე დღეს სკოლაში წავედი. მთელი კლასის წინაშე მასწავლებელმა გამოაცხადა: ”ბავშვებო, ფრთხილად იყავით ლუსია პეტროვასთან, მისი მამა ხალხის მტერია”. ". ჩანთა ავიღე, სკოლიდან გამოვედი, სახლში მივედი და დედას ვუთხარი, რომ სკოლაში აღარ წავალ“,
- იხსენებს ლუდმილა პეტროვა ქალაქ ნარვადან. მას შემდეგ რაც დედამისიც დააკავეს, 12 წლის გოგონა 8 წლის ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. მათ იქ თავები გადაპარსეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და ცალ-ცალკე განათავსეს.
image„ტუხაჩევსკის საქმეზე“ რეპრესირებული იერონიმ უბორევიჩ ვლადიმერის ქალიშვილი, რომელიც მშობლების დაპატიმრების დროს 13 წლის იყო, იხსენებს, რომ „ხალხის მტრების“ შვილები იზოლირებულნი იყვნენ გარე სამყაროდან და სხვა ბავშვებისგან. „სხვა ბავშვებს ჩვენთან ახლოს არ უშვებდნენ, ფანჯრებთანაც კი არ გვიშვებდნენ. ჩვენი ნათესავებიდან არავის უშვებდნენ ჩვენთან... მე და ვეტკა მაშინ 13 წლის ვიყავით, პეტკა 15-ის, სვეტა ტ. და მისი მეგობარი გიზა სტეინბრუკი 15-ის. დანარჩენები ყველანი უფრო პატარები იყვნენ. ორი პაწაწინა ივანოვი იყო 5 და 3 წლის. პატარა სულ დედას ეძახდა. საკმაოდ რთული იყო. ვიყავით გაღიზიანებულნი და გამწარებულნი. თავს დამნაშავეებად ვგრძნობდით, ყველამ დაიწყო მოწევა და ვეღარ წარმოედგინათ ჩვეულებრივი ცხოვრება, სკოლა.“

გადადაჭედილ ბავშვთა სახლებში ბავშვი რამდენიმე დღე ან თვე რჩებოდა, შემდეგ კი ზრდასრული ადამიანის მსგავისი ეტაპი ელოდა: "შავი ყორანი", სატვირთო ვაგონი. ალდონა ვოლინსკაიას მოგონებებიდან: ”ძია მიშამ, ნკვდ-ს წარმომადგენელმა, გამოაცხადა, რომ ჩვენ წავალთ ბავშვთა სახლში შავ ზღვაზე, ოდესაში. სადგურში „შავი ყორნით“ წაგვიყვანეს, უკანა კარი ღია იყო, მცველს ხელში რევოლვერი ეჭირა. მატარებელში გვითხრეს, რომ წარჩინებული მოსწავლეები ვართ და ამიტომ სასწავლო წლის ბოლომდე მივდივართ არტეკში. აი ანა რამენსკაიას ჩვენება: ”ბავშვები დაყვეს ჯგუფებად. პატარა ძმა და და, რომლებიც სხვადასხვა ადგილას მოხვდნენ, სასოწარკვეთილი ტიროდნენ, ერთმანეთზე გადახვეულნი. ყველა ბავში ითხოვდა, რომ ისინი არ დაეშორებინათ. მაგრამ არც თხოვნამ და არც მწარე ქვითინმა გაჭრა. ჩაგვსვეს სატვირთო ვაგონებში და წაიყვანეს. ასე აღმოვჩნდი კრასნოიარსკის მახლობლად ბავშვთა სახლში. რთულია იმის მოყოლა, თუ როგორ ვცხოვრობდით ლოთ გამგესთან ერთად, რომელიც სიმთრვალის დროს დანით იმუქრებოდა."

„ხალხის მტრების“ შვილები მოსკოვიდან წაიყვანეს დნეპროში და კიროვოგრადში, პეტერბურგიდან მინსკში და ხარკოვში, ხაბაროვსკიდან კრასნოიარსკში."

გულაგი უმცროსი სკოლის მოსწავლეებითვის

ბავშვთა ბაღების მსგავსად, ბავშვთა სახლები გადატვირთული იყო: 1938 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით, რეპრესირებულ მშობლებს წაართვეს 17, 355 ბავშვი, ხოლო კიდევ 5, 000-ის აყვანა იყო დაგეგმილი. თუ არ ჩავთვლით იმათ, ვინც ბანაკის ბავშვთა ცენტრებიდან გადაიყვანეს ბავშვთა სახლებში, ისევე როგორც უამრავი უსახლკარო ბავშვი და სპეცჩამოსახლებულთა შვილები - უპატრონო გლეხები.

„ოთახი 12 კვადრატული მეტრია. აქ იმყოფება 30 ჭაბუკი; 7 საწოლი 38 ბავშვზე, სადაც რეციდივისტ ბავშვებს სძინავთ. ორმა თვრამეტი წლის მცხოვრებმა გააუპატიურა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი, გაძარცვეს მაღაზია, სვამენ ხელოსანთან ერთად დარაჯი ქალი ყიდულობს მოპარულ საქონელს. ბავშვები სხედან ბინძურ საწოლებზე, თამაშობენ ბანქოს, რომელიც ლიდერების პორტრეტებიდან არის გამოჭრილი, ჩხუბობენ, ეწევიან, ამტვრევენ ფანჯრებს გისოსებს და ანგრევენ კედლებს გაქცევის მიზნით. ჭურჭელი არ არის, თასებიდან ჭამენ. 140 კაცზე ერთი ჭიქაა, კოვზები არ არის, რიგრიგობით და ხელით უნდა ჭამონ. განათება არ არის, მთელი ბავშვთა სახლისთვის არის ერთი სანათი, მაგრამ ნავთის გარეშეა“. ეს არის ციტატები ურალის ბავშვთა სახლების ხემლმძღვანელების ანგარიშიდან, დაწერილი 1930-იანი წლების დასაწყისში.

„ბავშვთა სახლები“ ​​ან „ბავშვთა მოედნები, " როგორც საბავშვო სახლებს ეძახდნენ 1930-იან წლებში, მდებარეობდა თითქმის გათბობოს არ მქონე გადატვირთულ ბარაკებში, ხშირად საწოლების გარეშე. ჰოლანდიელი ნინა ვისინგის მოგონებებიდან ბოგუჩარის ბავშვთა სახლის შესახებ: „იყო ორი ქოხი კარების ნაცვლად ჭიშკარით.ახურავი ჟონავდა, ჭერი არ გააჩნდა. ასეთ ქოხში ბევრი საბავშვო საწოლი თავსდებოდა. ქუჩაში გვაჭმევდნენ ტილოების უკან. გულაგის მაშინდელი ხელმძღვანელი მატვეი ბერმანი 1933 წლის 15 ოქტომბრის საიდუმლო ჩანაწერში იტყობინება ბავშვების კვების სერიოზულ პრობლემებზე: ტუბერკულოზითა და მალარიით დაავადებული ბავშვების შესახებ. კოლპასევსკის რაიონის პოლუდენოვსკის ბავშვთა სახლში 108 ბავშვიდან მხოლოდ ერთია ჯანმრთელი, შიროკოვსკის - კარგასოკსკის რაიონში - 134 ბავშვიდან დაავადებულია: ტუბერკულოზი - 69 და მალარია - 46.

”ძირითადად მშრალი თევზის და კარტოფილისგან დამზადებული სუპი, წებოვანი შავი პური, ზოგჯერ კომბოსტოს წვნიანი”, - იხსენებს ბავშვთა სახლის მენიუს ნატალია საველიევა, ოცდაათიან წლებში, სოფელ მაგოს ერთ-ერთი ”დეტოჩაგის” სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის წევრი. ბავშვები ჭამდნენ ყველაფერს, რასაც პოულობდნენ და იქექებოდნენ ნაგავშიც.
image
დაცინვა და ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. „ჩემს თვალწინ დირექტორმა ჩემზე უფროს ბიჭებს თავები კედელზე ახლევინა, რადგან ჩხრეკისას მათ ჯიბეებში პურის ნატეხები უპოვა და იფიქრა, რომ ისინი გაქცევისთვის ემზადებოდნენ. აღმზრდელებმა ასე გვითხრეს: „არავის სჭირდებით.“ სასეირნოდ რომ გამოგვიყვანეს, ძიძების და მასწავლებლების შვილებმა თითებით ანიშნეს ჩვენზე და წამოიძახეს: „მტრები, მტრები მოჰყავთ!" და ჩვენ, ალბათ, მართლაც ვგავდით მტრებს. თავები გაპარსული გვქონდა, ჩაცმულობა უაზრო. თეთრეული და ტანსაცმელი მშობლების ჩამორთმეული საკუთრებიდან მოვიდა. ”- იხსენებს საველიევა. ერთხელ, წყნარ საათზე, საერთოდ ვერ დავიძინე. აღმზრდელი დინა , თავზე დამიჯდა და რომ არ მოვბრუნებულიყავი, ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი, - მოწმობს ბავშვთა სახლის კიდევ ერთი ყოფილი აღზღდილი ნელია სიმონოვა.

კონტრრევოლუცია და "ოთხეული" ლიტერატურაში

ენ ეპლბაუმი "გულაგი" დიდი ტერორის ქსელი“ ნკვდ-ს არქივის მონაცემებზე დაყრდნობით გვთავაზობს შემდეგ სტატისტიკას: 1943-1945 წლებში ბავშვთა სახლებში 842144 უსახლკარო ბავშვი იქნა აყვანილი. მათი უმეტესობა ბავშვთა სახლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოხვდა, ნაწილი კი ნათესავებთან დაბრუნდა. 52 830 ადამიანი კი შრომით საგანმანათლებლო კოლონიებში აღმოჩნდა - ისინი ბავშვებიდან არასრულწლოვან პატიმრებად გადაიქცნენ.

ჯერ კიდევ 1935 წელს გამოქვეყნდა სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს ცნობილი რეზოლუცია "არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ", რომელმაც შეცვალა რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსი: ამ დოკუმენტის თანახმად, პიროვნების გასამართლება ქურდობის, ძალადობისა და მკვლელობისთვის შესაძლებელი ხდებოდა 12 წლის ასაკიდან, სასჯელის უმაღლესი ზომის გათვალიწინებით. ამავე დროს, 1935 წლის აპრილში, სათაურით "საიდუმლო", გამოქვეყნდა "აგანმარტება პროკურორებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის", რომელსაც ხელს აწერდნენ სსრკ-ს პროკურორი ანდრეი ვიშინსკი და სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვინოკუროვი. ეს მუხლი ასევე მოიცავდა დახვრეტას.

1940 წლის მონაცემებით სსრკ-ში არასრულწლოვანთა 50 შრომითი კოლონია იყო. ჟაკ როსის მოგონებებიდან: „ბავშვთა შრომითი ბანაკები, რომლებშიც არასრულწლოვანი ქურდები, მეძავები და ორივე სქესის მკვლელები არიან, ჯოჯოხეთად იქცევა. იქ ხვდებიან 12 წლამდე ბავშვებიც, რადგან ხშირად ხდება, რომ დაჭერილი რვა ან ათი წლის ქურდი მშობლების სახელს და მისამართს მალავს, მაგრამ პოლიცია დაჟინებით არ ითხოვს და ოქმში წერს - „ასაკი. დაახლოებით 12 წლის“, რაც სასამართლოს საშუალებას აძლევს „ლეგალურად“ გაასამართლოს ბავშვი და გაგზავნოს ბანაკებში. ადგილობრივი ხელისუფლება მოხარულია, რომ მათთვის ჩაბარებულ ტერიტორიაზე ერთით ნაკლები დამნაშავე იქნება. ავტორი ბანაკებში შეხვდა ბევრ ბავშვს - ისინი გარეგნულად 7-9 წლისა თუ იქნებოდნენ. ზოგმა ჯერ არ იცოდა ცალკეული თანხმოვნების სწორად გამოთქმაც კი.

ყოველ შემთხვევაში, 1940 წლის თებერვლამდე (და, ყოფილი პატიმრების მოგონებების თანახმად, მოგვიანებითაც), მსჯავრდებული ბავშვები ასევე იმყოფებოდნენ ზრდასრულთა კოლონიებში. ასე რომ, 1936 წლის 21 ივლისის "ნორილსკის მშენებლობისა და შრომითი ბანაკების ბრძანების საფუძველზე, " 14-დან 16 წლამდე "პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდების გამოყენება ხდებოდა ზოგადი სამუშაოსთვის დღეში ოთხი საათის განმავლობაში, ხოლო კიდევ ოთხი საათი უნდა დათმობოდა სწავლას და „კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს.“ 16-დან 17 წლამდე პატიმრებისთვის უკვე წესდებოდა 6-საათიანი სამუშაო დღე.

ყოფილი პატიმარი ეფროსინია კერსნოვსკაია იხსენებს გოგონებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. ”საშუალოდ, 13-14 წლის. უფროსი, 15 წლის, მართლაც "განებივრებული" გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. გასაკვირი არ არის, რომ ის იყო ბავშვთა გამასწორებელ კოლონიაში და უკვე „გამოასწორეს“ მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე პატარა მანია პეტროვა. 11 წლისა იყო. მამა მოკლეს, დედა გარდაეცვალა, ძმა ჯარში წაიყვანეს. ყველას უჭირდა, ვის სჭირდებოდა ობოლი? მან ხახვი დაკრიფა. არა თავად ხახვი, არამდედ მხოლოდ ფოთლები. ის " შეიწყალეს:" ქურდობისთვის ათი კი არა, ერთი წელი მისცეს. იგივე კერსნოვსკაია წერს ბლოკადაში გადარჩენილ 16 წლის ადამიანებზე, რომლებსაც პატიმრობაში შეხვდა. მათ ზრდასრულებთან ერთად გათხარეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და დაბომბვის დროს ტყეში გაიქცენენ, სადაც გერმანელებს გადააწყდნენ. ისინი ბავშვებს გაუმასპინძლდნენ შოკოლადით, ამის შესახებ გოგონებმა საბჭოთა ჯარისკაცებს უამბეს, რის შემდგეგაც ბანაქში იქნენ გაგზავნილნი.

ნორილსკის ბანაკის პატიმრებს ახსოვს ესპანელი ბავშვები, რომლებიც მოზრდილთა გულაგში აღმოჩნდნენ. სოლჟენიცინი მათ შესახებ წერს „გულაგის არქიპელაგში“: „ესპანელი ბავშვები სწორედ ისინი არიან, ვინც სამოქალაქო ომის დროს გამოიყვანეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრულწლოვნები გახდნენ. პანსიონებში აღზრდილნი ძალიან ცუდად ერწყმოდნენ ჩვენს ცხოვრებას. ბევრს სურდა შინ დაბრუნება. სოციალურად საშიშად გამოაცხადეს და ციხეში ჩასვეს, განსაკუთრებით დაჟინებულები - 58, მუხლის 6 თავით იქნენ გასამართლებულნი, რაც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჯაშუშობას.

განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო რეპრესირებული ოჯახების შვილების მიმართ: "რეპრესირებული პირების შვილები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 15 წელი, და რომლებიც გამოხატავენ ანტისაბჭოთა და ტერორისტულ განწყობებსა და ქმედებებს, უნდა დაისაჯონ საერთო საფუძველზე და გაგზავნონ ბანაკებში, გულაგის თანსაცმელში ჩაცმულნი - სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის №106 ბრძანებულება.

ასეთ „სოციალურად საშიშ“ პირებს კითხავდნენ ზოგად საფუძველზე, წამების გამოყენებით. იონა იაკირის 14 წლის ვაჟი, რომელიც დახვრიტეს 1937 წელს, პეტრე ასტრახანის ციხეში ღამის დაკითხვას დაექვემდებარა და ის დაადანაშაულეს "ცხენოსანთა ბანდის" ორგანიზებაში. მას 5 წელი მიუსაჯეს. თექვსმეტი წლის პოლონელ იერჟი კმეჩიკს, რომელიც 1939 წელს დაიჭირეს უნგრეთში გაქცევის მცდელობისას (წითელი არმიის პოლონეთში შესვლის შემდეგ), დაკითხვის დროს აიძულებდნენ მჯდარიყო და მდგარიყო ტაბურეტზე მრავალი საათის განმავლობაში, ასევე აჭმევდნენ მარილიან წვნიანს და არ აძლევდნენ წყალს.

1938 წელს, „საბჭოთა სისტემისადმი მტრულად განწყობის გამო, დააკავეს 16 წლის ვლადიმერ მოროზი, „ხალხის მტრის“ შვილი, რომელიც ცხოვრობდა ქ. ანენსკის ბავშვთა სახლიში, ის კუზნეცკის ზრდასრულთა ციხეში გაგზავნეს. დაკავების სანქცირებისთვის მოროზს დაბადების თარიღი შეუსწორეს - მას ერთი წელი მიაწერეს. ბრალდების მიზეზი ის წერილები გახდა, რომლებიც პიონერთა ხელმძღვანელმა მოზარდის შარვლის ჯიბეში იპოვა - ვლადიმერი უფროს ძმას წერდა. ჩხრეკის შემდეგ მოზარდს აღმოაჩნდა დღიურები, რომლებშიც ის წერდა საბჭოთა სისტემის სისასტიკისა და "ოთხეულის" ლიტერატურის უაზრობის შესახებ. სასამართლო პროცესზე მოწმის როლს ასრულებდნენ იგივე პიონერთა ხელმძღვანელი და ბავშვთა სახლის ოთხი მოსწავლე. მოროზმა სამი წელი მიიღო შრომით ბანაკში, მაგრამ იქ არ მომხვდარა - 1939 წლის აპრილში გარდაიცვალა კუზნეცკის ციხეში "ფილტვების და ნაწლავების ტუბერკულოზისგან".

1
140
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
140
  
2023, 23 აპრილი, 18:21
რატომ კმაყოფილდება თანამედროვე ახალგაზრდა ასეთი ტყუილებით რაც აქ წერია, სინამდვილე სულ სხვანაირად იყო, https://www.youtube.com/watch?v=qW6ZnPz671A ამ ვიდეოში თვითონ რეპრესირებულის შვილები ყვებიან რა და როგორ იყო. ავტორო გირჩევ ნახო რეალურ ისტორიაზე გადაღებული ფილმი Papillon (1973 film) საფრანგეთის გულაგზე და შემდეგ საბჭოთა გულაგს შეადარო, საფრანგეთს რაღაც რატომ არავინ არ აგინებს.

მოკლედ მოვიდნენ ბოლშევიკი ჩეკისტები დახვრიტეს დედა დახვრიტეს მამა, ბებიამ შიმსილობის დროს ჩემი დახვრეტილი მშობლების გვამები შეჭამა, შემდეგ დავიბადე მე, მოკლედ რაც უფრო ახალგაზრდაა ავტორი მით მეტად, დაზარალდა სოციალისტური სისტემისაგან.
0 1 1