x
image
თორ ნიკე
აფაზია
აფაზია


აფაზია (Aphasia) ნიშნავს მეტყველების დარღვევას ან დაკარგვას, რაც გამოწვეულია თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქის ან მათი გამტარი გზების დაზიანებით (სისხლის ჩაქცევა, სისხლძარღვთა თრომბოზი, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვ.). აფაზიას ხშირად თან ახლავს აგრაფია (წერის უნარის ნაწილობრივი მოშლა ან სრული დაკარგვა), ალექსია (კითხვის და წაკითხულის აღქმის უნარის ნაწილობრივი მოშლა ან სრული დაკარგვა) და აკალკულია (ციფრების ამოცნობის და მათზე მათემატიკური ოპერაციების წარმოების უნარის დარღვევა).


მიზეზები

აფაზიის მიზეზია თავის ტვინის იმ ნაწილის დაზიანება, რომელიც პასუხისმგებელია ენისა და მეტყველების განვითარებაზე (შუბლის წილი, ბროკას ცენტრი, ვერნიკეს ცენტრი, საფეთქლის წილი). დაზიანების გამომწვევი შეიძლება იყოს მაგალითად თავის ტვინის ტრავმები, ან ტვინში ანთებითი ან სიმსივნური პროცესები, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (მაგალითად ინსულტი).


აფაზიის რისკის ჯგუფში შედიან: მოხუცები, მემკვიდრულად წინასწარგანწყობილი ადამიანები და ისინიც, ვისაც გადატანილი აქვთ ტრანზიტორული იშემიური შეტევა.


ბროკას და ვერნიკეს ცენტრები,  რომელთა დაზიანებაც იწვევს აფაზიას


სიმპტომები და მიმდინარეობა

აფაზიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

1. მოკლე, წყვეტილი ფრაზებით საუბარი;

2. საუბრის შეუძლებლობა, სიტყვების ჟესტებით ჩანაცვლება;

3. წერისას ასოების გამოტოვება, მარცვლების გადანაცვლება;

4. კითხვისას ავადმყოფი ვერ არჩევს ასოებს და მარცვლებს;

5. ხმოვანი საუბრის გაუგებრობა;


განასხვავებენ მეტყველების მოშლის ორ სახეს - სენსორულს (სხვისი მეტყველების აღქმის მოშლა) და მოტორულს (ზეპირი მეტყველების და სიტყვათა გამოთქმის უნარის მოშლა).

სენსორული აფაზიის დროს ავადმყოფს არ ესმის მისთვის ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა, ვერ ასრულებს თხოვნას, მარტივ დავალებას (თვალის გახელა, ხელის აწევა) ან ყველაფერს უკუღმა აკეთებს.

მოტორული აფაზიის დროს ავადმყოფს ყველაფერი ესმის (სხვისი ლაპარაკის აზრს იგებს), მაგრამ თავად არაფრის თქმა არ შეუძლია ან ლაპარაკობს, მაგრამ უაზროდ.


აფაზიის ტიპები


დიაგნოსტიკა

აფაზიური მოშლილობა ყალიბდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის), სიმსივნის, აბსცესის, თავის ტვინის ტრავმის დროს. მეტყველების მოშლის შემჩნევა ყველას შეუძლია, დიაგნოზის დასმა კი მხოლოდ ექიმს. ლოგოპედმა უნდა გამოიკვლიოს ზეპირი და წერითი მეტყველება, წერის ფუნქცია. ასევე აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია, რომელიც ნიშნავს:

1. თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT);

2. ელექტროენცეფალოგრამას (ეეგ);

3. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRT);

4. ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას;


მკურნალობა

ავადმყოფი აუცილებლად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. მკურნალობა გულისხმობს:

1. ძირითადი დაავადების მკურნალობას;

2. ლოგოპედთან თერაპიას (ინდივიდუალურად ან ჯგუფში);

3. ფსიქოთერაპევტთან თერაპიას;

პროგნოზი დაავადების ხასიათზე და სტადიაზეა დამოკიდებული.


წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 148-149;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;

19. ასთენია;

20. ატაქსია;

21. ატროფია;

22. აუტიზმი;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0