x
image
თორ ნიკე
ვაროლის ხიდი - თავის ტვინის უძველესი, მომცრო ნაწილი, რომელიც უმთავრეს ფუნქციებს ასრულებს
ვაროლის ხიდი - Pons

ხიდი, ლათინურად Pons ადამიანის თავის ტვინის, კერძოდ ტვინის ღეროს სამი წილიდან ერთ-ერთია, რომელიც მოგრძო ტვინსა და შუა ტვინს შორის და ნათხემის წინ მდებარეობს. ის ასევე იწოდება როგორც ვაროლის ხიდი, იტალიელი ანატომის და ქირურგის, კოსტანცო ვაროლიოს (1543-75) პატივსაცემად.

ტვინის ამ ნაწილს - ვაროლის ხიდს მეცნიერები უწოდებენ პროტორეპტილიურ ტვინს, იგივე რეპტილიებამდელი ტვინი. ის განვითარდა ადრეულ პრიმიტიულ ცხოველებში მოგრძო ტვინთან ერთად, 505 - 500 მილიონი წლის წინ და აკონტროლებს ორგანიზმის უმთავრეს ჰომეოსტატიკურ ფუნქციებს.


ადამიანში ვაროლის ხიდის ზომაა 2.5 სმ. საშუალოდ, სიგრძეში. ის ორ ნაწილად იყოფა:


1. ბაზილარული (ფუძის) ნაწილი (ვენტრალური ხიდი)

2. დორსალური (ზურგისმხრივი) ხიდი


სურათზე: ვაროლის ხიდი მწვანედ. ნაჩვენებია ვენტრალური და დორსალური მხრიდან

ვაროლის ხიდი (მწვანედ) ვენტრალური და დორსალური მრიდან



ვაროლის ხიდის ფუნქციებია:

1. ძილის კონტროლი

2. სუნთქვა

3. ყლაპვის რეფლექსი

4. შარდის ბუშტის კონტროლი

5. სმენა

6. სხეულის წონასწორობა

7. გემოს შეგრძნება

8. თვალის მოძრაობა

9. ემოციების სახით გამომხატველობა

10. სახის მგრძნობელობა

11. სხეულის მდგომარეობა, პოზების კონტროლი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
534
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0