x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა არის კატის "ულვაშის დაღლილობა"?

image


კატის ულვაში, ანუ «ვიბრისი» (ლათ. vibrissae), ძალიან მგრძნობიარეა. ეს კატის მთავარი სენსორული ორგანოა, რომლითაც ის უამრავ ინფორმაციას იღებს, მის გარშემო არსებულ სამყაროზე: ტემპერატურა, ქარის მიმართულება, დაბრკოლებების არსებობა და ა.შ. კატა, ნებისმიერ საგანზე, ვიბრისის ყოველ შეხებას გრძნობს.

ასე, რომ, როდესაც ის საკვებს იღებს და მისი ულვაშები გამუდმებით თასს ეხება, ცხოველი ღიზიანდება და დგება, ე. წ. «ულვაშის დაღლილობა», იგივე — სენსორული გადატვირთვა.

თუ კატა, ჭამის დროს ჭირვეულობს, დიდხანს ზის თასთან, იქიდან საკვებს იღებს და იატაკზე დებს, ან ნერვიულად დადის თასის მახლობლად და ხმამაღლა კნავის — სავსებით შესაძლებელია, რომ მას «ულვაშის დაღლილობა» ჰქონდეს. ამიტომ, მის დასამშვიდებლად, საკვების თასი უფრო ბრტყელი თასით უნდა შეცვალოთ, ხოლო წყლის — განიერით. ისეთით, რომ საკვების მიღებისას ან წყლის დალევისას, კატის ულვაში, მის კიდეს არ შეეხოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რეინკარნაცია: დოროთის უცნაური ისტორია (ნამდვილი ამბავი)

* ნარინჯისფერი სინათლეები ღამის ცაზე – უცნაური ანომალია, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა

* ძეხვის ხე



0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0