x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საიდუმლო მასალები: ომში რამდენი ჯარისკაცი დაკარგა უკრაინამ?
მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ოფიციალური კიევი მისი ბრძოლებში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების თაობაზე დუმს. აღნიშნულ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ უკრაინის დასავლელი მოკავშირეებიც. თუმცა ამ თემაზე საუბარია ცოტა ხნის წინ მოპარულ ცნობილ მასალებში, რომელთა ნამდვილობაც პენტაგონმა უკვე დაადასტურა და რომელთა ქურდობის გამოც ამერიკის შეიარაღებული ძალების ახალგაზრდა თანამშრომელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


როგორც ქსელში გამოქვეყნებული დოკუმენტები ცხადყოფს, პირველი მარტის მონაცემების მიხედვით უკრაინას ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების სახით 15, 500-დან 17, 500-მდე პირი უნდა ჰყავდეს. გაცილებით უფრო დიდია დაჭრილების რაოდენობა და ის 119, 000-დან 113, 500-მდე აღწევს.


ამ რიცხვს დაახლოებით 2, 5-ჯერ აჭარბებს დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, რომელიც ამერიკული მონაცემების მიხედვით 35, 500-დან 43, 000-მდეა. რუსებს დაჭრილებიც გაცილებით უფრო მეტი ჰყავთ, ვიდრე უკრაინელებს - 154, 000-დან 180, 000-მდე.


აღსანიშნავია, რომ ეს ცნობები ემთხვევა ექსპერტების განცხადებებს. ამერიკის გენერალური შტაბის შეფი მარკ მილი იტყობინებოდა ორივე მხრიდან ომში დაღუპული 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის თაობაზე.



გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე მასალების მიხედვით 802 მოქმედი ტანკიდან კიევმა 468 ბრძოლის ველზე დატოვა. თუმცა გაცილებით მეტი დანაკარგები აქვს რუსეთს, რომელმაც უკრაინაში უამრავი ტანკი და საბრძოლო მანქანა დაკარგა. აქაც თანაფარდობა დაახლოებით 2, 5-ჯერ მეტია უკრაინის სასარგებლოდ, რაც, დამეთანხმებით, მცირე რიცხვი ნამდვილად არ გახლავთ.


როგორც საიდუმლო დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, უკრაინის არმიის “აქილევსის ქუსლად” საჰაერო თავდაცვა რჩება. უკრაინა საკუთარი ცის დასაცავად ძირითადად მოძველებულ საბჭოთა სისტემებს იყენებს, რაც თანდათან უნდა ჩანაცვლდეს დასავლური სისტემებით. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური კიევიც არაერთგზის საუბრობს.


ასე და ამრიგად, რუსეთის არმიის მდგომარეობა არც მოპარული დოკუმენტების მიხედვით არ არის სახარბიელო. ის დაღუპულების და დაჭრილების სახით სულ მცირე, ასობით ათას პირს ითვლის, რომელთა 90 %-ზე მეტი რუსეთში მცხოვრები მცირე ერების, გეოგრაფიული პერიფერიების და უღარიბესი სოციალური ფენების წარმომადგენელია. აბა მოსკოვში მცხოვრები გაზულუქებული ჩინოვნიკები, ესტრადის და კინოს ვარსკვლავები და ბიზნესმენები საკუთარ ახლობლებს ხომ არ გაიწვევენ ბრძოლის ველზე?


ომი

6
677
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
677
  
2023, 11 მაისი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 აპრილი, 0:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 16 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6