საბუნებისმეტყველო 12 მაგალითი იმისა, თუ როგორ ხედავენ ცხოველები სამყაროს 2023, 21 აპრილი, 14:49 ჩვენ იმდენად შეჩვეულები ვართ სამყაროს ჩვენეულ აღქმას, რომ აზრადაც არ მოგვდის, რომ სხვამ, შეიძლება, ის სხვანაირად დაინახოს. რა თქმა უნდა, თეორიულად, ჩვენთვის ცნობილია, როგორ ხედავენ ცხოველები. მაგ., ის, რომ ხარები წითელ ფერზე კი არა, ქსოვილის ფრიალზე ღიზიანდებიან... მაგრამ ვიზუალურად, ცხოველების აღქმები სამყაროს შესახებ როგორია? 1. თაგვი მღრღნელები კარგად მხოლოდ ახლო მანძილზე ხედავენ. ამავდროულად, ისინი უკეთ არჩევენ მოძრავ ობიექტებს. ხოლო, უძრავ ობიექტებს, მხოლოდ ძალიან ახლო მანძილზე აღიქვავენ. 2. გველი გველები კარგად განასხვავებენ თბილ და ცივ ობიექტებს, რაც მათ საკვების პოვნის საშუალებას, დღე–ღამის ნებისმიერ დროს აძლევს. გველს ორი სახის მხედველობა აქვს: დღე ის მოძრავ ობიექტებზე რეაგირებს, ხოლო ღამე — სითბოზე ახდენენ ორიენტირებას. ასე რომ, თუ პოტენციალი «სადილი», დღის სინათლეზე, არ გაინძრევა, გველი მას, უბრალოდ, გვერდით ჩაუვლის. 3. ბუზი ყველა მწერს რთული სახიანი თვალები აქვს. ხოლო, მხედველობის სიმკვეთრე ამ სახეების რაოდენობაზეა დამოკიდებული (სხვადასხვა მწერებში, რაოდენობა, შეიძლება 3 000–დან — 25 000–მდე მერყეობდეს). მაგ., ბუზს თვალში 4 000 სახეა და მისთვის სამყარო მოზაიკის ნაწილებისგან შედგება, რადგან თითოეული სახე, გამოსახულების მხოლოდ ნაწილს აღიქვამს. 4. პეპლები და ფუტკრები პეპლები კარგად ვერ ხედავენ, მაგრამ ისინი მშვენივრად აღიქვამენ ულტრაიისფერ ნათებას, რომელიც ჩვენთვის უხილავია. იგივე ეხება ფუტკრებსაც. ამის წყალობით, მათ შეუძლიათ დაინახონ ყვავილებზე ისეთი სტრუქტურები, რაც ჩვენი თვალისთვის შეუძლებელია. 5. კუ კუ კარგად ვერ ხედავს, მაგრამ შეუძლია ფერების გარჩევა. მისი თვალი ყველაზე მეტად თბილი ფერების (წითელ–ყვითელი) სპექტრისადმი არის მგრძნობიარე, ხოლო, ლურჯ ტონებს – საერთოდ ვერ არჩევს. 6. მხტუნავი ობობა ობობების უმრავლესობა ცუდად ხედავს. მაგრამ, მხტუნავი ობობა გამონაკლის წარმოადგენს — ის კარგად ხედავს, ხოლო გვერდითი თვალები, მას საშუალებას აძლევს, გაარჩიოს რაც გვერდით და უკანაც კი ხდება. 7. ლოკოკინა ლოკოკინების შემთხვევაში, ამ მხრივ, ზუსტი ცნობები არ არსებობს. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ მას ახლო მანძილზე შეუძლია დანახვა, ხოლო შორს — მხოლოდ შუქ–ჩრდილებს არჩევს. 8. ძროხა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საძოვარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, მწვანე არ არის. ისინი ძირითადად, ნარინჯისფერ და წითელ ტონებს ხედავენ. ასე, რომ, მათთვის სამყაროს ფერები ძალიან შეზღუდულია. 9. ცხენი ცხენი სამყაროს შავ–თეთრ ფერებში ხედავს. ფერების ნაკლებობა ამ ცხოველისთვის, ნაცრისფერი ტონების დიდი რაოდენობით კომპენსირდება — რაც გაცილებით მეტი, ვიდრე ადამიანს შეუძლია გაარჩიოს. რადგან ცხენს თვალები, ერთმანეთისგან ძალიან დაშორებით აქვს განლაგებული, ის გარე სამყაროს ორ განსხვავებულ «ნახევარს» ხედავს. 10. ქამელეონი მსოფლიოში ყველაზე უცნაური თვალები — ქამელეონს აქვს. ის ერთდროულად ხედავს იმას რაც მის წინ არის და იმასაც, რაც ზურგს უკან ხდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი თვალებს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეუძლია ბრუნვა. 11. ბაყაყი ბაყაყი მხოლოდ მოძრავ ობიექტებს ხედავს. ამასთან, თუ ის ობიექტი პატარაა, ბაყაყი მის დაჭერას შეეცდება. ხოლო, თუ ობიექტი არ იმოძრავებს, ბაყაყი მას ვერ დაინახავს და შეიძლება, ამის გამო, შიმშილით მოკვდეს კიდეც. 12. არწივი ითვლება, რომ მტაცებელ ფრინველებს ყველაზე კარგი მხედველობა აქვთ და ლიდერი, მათ შორის, რა თქმა უნდა, არწივია. მას შეუძლია, არა მხოლოდ დიდ მანძილზე დანახვა, არამედ, ადამიანზე მეტ ფერსაც აღიქვამს. რთული წარმოსადგენია, მაგრამ არწივისთვის ეს სამყარო უფრო ფერადოვანია, ვიდრე ჩვენთვის. გარდა ამისა, მის თვალს, ერთდროულად, 2 სხვადასხვა ობიექტზე შეუძლია ფოკუსირება. P. S. ალბათ, ბევრს გაუგია იმის შესახებ, რომ ძაღლები ყველა ღია ფერს თეთრად აღიქვამენ, ხოლო მუქს – შავად, რომ ღამურები საერთოდ ვერაფერს ხედავენ, ხოლო ბუ – მხოლოდ ღამე ხედავს... მაგრამ ეს სიმართლე არ არის! სინამდვილეში: ბუ დღეც კარგად ხედავს, მაგრამ ღამე, – ბევრად უკეთესად; ღამურებს თვალებიც აქვთ და კარგი მხედველობაც. მაგრამ ისინი, ისევე როგორც ძუძუმწოვრების უმრავლესობა და მათ შორის ჩვენც, მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ (ძუძუმწოვართა ამ ოჯახის წარმომადგენლებს შორის, სიბნელესთან ადაპტირებული მხედველობა, მხოლოდ მფრინავ მელიებს აქვთ). ნადირობით კი, მხოლოდ ღამე ნადირობენ. სწორედ მაშინ იყენებენ ისინი ექოლოკაციას და ირგვლივ არსებული საგნების მდებარეობას ბიოსონორებით აღიქვამენ. ამიტომ, აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები ბრმები არიან, მცდარია. ძაღლები ყველა ფერს ვერ ხედავენ, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. თუმცა, არც შავ-თეთრი მხედველობა აქვთ; ადამიანს ფერის აღქმის 3 სახის რეცეპტორი აქვს, ძაღლს – მხოლოდ 2. ძაღლები წითელ ფერს ვერ აღიქვამენ. მაგრამ, იმაზე უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე შავი და თეთრი ფერებია. მათი მხედველობისთვის მისაწვდომი ფერთა სპექტრი ასეთია: მუქი ლურჯიდან – ცისფრამდე, ცისფრიდან – ნაცრისფრამდე, ნაცრისფრიდან – ყვითლამდე, ყვითლიდან – ყვითლამდე. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ეს ადამიანი უცხოპლანეტელი იყო და ამ ამბის გამჟღავნებას, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა* 10 ყველაზე ექსტრემალური დასახლება მსოფლიოში205 3-ს მოსწონს
|