x
image
თორ ნიკე
ატაქსია
ატაქსია


ატაქსია (Ataxia - ბერძ. არეულობა) მოძრაობის კოორდინაციის დარღვევაა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის შუბლის წილის, ნათხემის, თავისა და ზურგის ტვინის ღრმა მგრძნობელობითი გზების დაზიანება. იგი გამოვლინდება წონასწორობის (სტატიკური ატაქსია) ან მოძრაობის კოორდინაციის (დინამიკური ატაქსია) დარღვევით.


სიმპტომები და მიმდინარეობა

მოძრაობაში ნერვული სისტემის არაერთი ნაწილი მონაწილეობს. ადამიანი უნდა გრძნობდეს კიდურებს, ხედავდეს მათ და გარშემომყოფ საგნებს, იცავდეს წონასწორობას. რაც მთავარია, ყველა ეს შეგრძნება ერთმანეთზე დამოკიდებული და ერთმანეთთან დაკავშირებული - კოორდინირებული უნდა იყოს. ატაქსიის დროს ადამიანს არ შეუძლია თვალდახუჭული დგომა, ხელების ძლიერი კანკალის გამო უჭირს ჭამა, ხშირად ახასიათებს მეტყველების სკანდირება, არ შეუძლია ზუსტი მოძრაობების შესრულება (მაგალითად ნემსში ძაფის გაყრა ნორმალური მხედველობის ფონზე, კოლოფიდან ასანთის ამოღება და სხვა). ზოგჯერ უფუჭდება კალიგრაფია.



დიაგნოსტიკა

ატაქსიაზე ეჭვის შემთხვევაში ადამიანს უნდა ვთხოვოთ, დადგეს, ფეხები შეატყუპოს, ხელები წინ გასწიოს, თვალები დახუჭოს, შემდეგ კი თითებით შეეხოს ცხვირის წვერს ან ზურგზე დაწოლილი, ფეხის წვერით შეეხოს მეორე ფეხის მუხლს. თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ დავალებების შესრულებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


მკურნალობა

ატაქსია ხშირად საშიში დაავადების სიმპტომია. მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. ბევრმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ატაქსია, მათ შორისაა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ინსულტი, ტვინის სიმსივნე, ტვინის დეგენერაცია, გაფანტული სკლეროზი, გარკვეული მედიკამენტების მიღება, გენეტიკური დარღვევები და სხვ.


წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 141-142;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;

19. ასთენია;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0