x
image
თორ ნიკე
ასთენია
ასთენია


ასთენია (Asthenia) - ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა მრავალი დაავადების მთავარი ან მეორეხარისხოვანი სინდრომია. ის ზოგჯერ ავადმყოფობის დასაწყისში ვლინდება, ზოგჯერ - ბოლოს.


სიმპტომები და მიმდინარეობა

ასთენიის ტიპური ჩივილია სისუსტე, ადვილად დაღლა, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, მკვეთრი სინათლისა და მაღალი ხმის აუტანლობა. ძილი ზედაპირული და მოუსვენარი ხდება - ავადმყოფს უჭირს როგორც ჩაძინება, ისე გაღვიძება. დილით კი დაღლილი და გამოუძინებელი დგება. ამას ერთვის ემოციური გაუწონასწორებლობა, დეპრესია, შიში, უსიამოვნო შეგრძნებები სხეულში. ასთენიურმა დარღვევებმა შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერი დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე. მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება ან გრიპი სწორედ ამგვარი სიმპტომებით მიმდინარეობს. ზოგჯერ ასთენიური მოვლენები გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.



მკურნალობა

დიდი ქალაქის ნებისმიერი მცხოვრები, რომელიც მუშაობს და თან ყოველდღიურად უწევს ყოფითი პრობლემების გადალახვა, მხოლოდ მომადუნებელი ვარჯიშებით ასთენიას თავს ვერ დააღწევს. ასთენიის დროს ირღვევა ტვინის განსაზღვრული სტრუქტურების მუშაობა, ამიტომ სეირნობით, დასვენებით თუ ცხოვრებაში პატარ-პატარა სიახლეების შეტანით პრობლემა არ მოგვარდება. აქ ექიმის დახმარებაა საჭირო. ის ავადმყოფს შეურჩევს ცხოვრების სათანადო წესს და დაუნიშნავს წამლებს. როგორც წესი, ექიმები ასეთ პაციენტებს ადაპტოგენებს (ჟენშენს, ელეუტეროკოკს და სხვა) უნიშნავენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მათი დოზის შერჩევა ძნელია. ამასთანავე, შესაძლოა ამ საშუალებებმა ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა და სხვა.

ასთენიური სინდრომის სამკურნალო პრეპარატებიდან აღსანიშნავია ენეირონი. ის გროვდება ტვინის პრობლემურ უბნებში და აღადგენს მათ ფუნქციას. კერძოდ, ახდენს ბიოლოგიური რიტმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მახსოვრობას და ყურადღების კონცენტრაციის უნარს.


წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 131-132;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0