რელიგია რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს? 2023, 14 აპრილი, 12:44 დიდი პარასკევი – იგივე წითელი პარასკევი, ვნების კვირის პარასკევი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.იგი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღედ ითვლება ქრისტიანულ სარწმუნოებაში.
რის გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს? წითელ პარასკევს არ შეიძლება გაბრაზება, გაღიზიანება.უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.რაც შეეხება საოჯახო საქმეს, თუ ერთადერთი პალტო გაგერღვათ და მისი დაკერება გინდათ ეს ნამდვილად არაა ცოდვა, თუმცა უმჯობესია საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა ლოცვისთვის და ყველა საქმე შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე. რაც შეეხება ჭამას:გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება.შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება.რა თქმა უნდა არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღება: ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს მორწმუნეთათვის ალკოჰოლის მიღებაც აკრძალულია და არც ხორციელი სიამოვნება შეიძლება. "ნუ სიმთვრალითა და სიმღერითა, ნუ ლაღობითა და დროის ტარებითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვუისთა ფსალმუნითა და შესხმითა… სულიერითა. უგალობდით და აქებდით გულითა უფალს" წითელ პარასკევს იღებება კვერცხი. წითელ კვერცხთან დაკავშირებით რამოდენიმე ლეგენდა არსებობს, თუმც უპირევლეს ყოვლისა კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით. ქრისტეს ჯვარზე გაკვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან. და ქრისტემ სძლია ამ სოფელს! 409 3-ს მოსწონს
|