x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქრთამი მოსამართლეს გადადგომის სანაცვლოდ - რა ვიდეოს ავრცელებს ლევან ნიკოლეიშვილი

image

სამხედრო ექსპერტი და პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ 4 ქართველ მოსამართლეს მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და ძველ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ ნიკა გვარამია "რუსთავი-2"-ის საქმეზე მოსამართლეს გადადგომის სანაცვლოდ ქრთამს სთავაზობს და აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მიმართავს:


"მოსამართლეთა გაუგებარ და უსამართლო სანქცირებაზე
ქალბატონ ელჩს მივმართავ - თქვენ წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. სასამართლოს ხელმძღანელს გვარამია გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდება წილს 6 მილიონიდან! აი ამ უდიდესი სკანდალის მიუხდავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ!
ამის პარალელურად, ქართველი ხალხი იმის ღირსადაც არ ჩათვალეთ, რომ გეთქვათ კონკრეტული ფაქტები, რის გამოც დაადეთ მოსამართლეებს სანქცია"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ დ ამის ოჯახის წევრებს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
0
474
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0