x
image
intermedia.ge
Mediator image
გიორგი კეკელიძე: "ყველას მოვუწოდებ, ერთი წიგნი გადაინახონ და 23 აპრილს მაინც აჩუქონ საყვარელ ადამიანს“
image

მსოფ­ლიო 23 აპ­რილს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს დღე 2019 წლი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა. "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ სურ­ვი­ლია კამ­პა­ნი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამ მიზ­ნით, ჰოლ­დინ­გის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბებს მარ­თა­ვენ. მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდ­მა ქსელ­მა "ბიბ­ლუს­მა“ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით და­ი­წყო CSR პრო­ექ­ტი, შეხ­ვედ­რე­ბი და ღო­ნი­სი­ძე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში, მათ შო­რის, სკვე­რებ­სა და თე­ატ­რებ­ში. აპ­რი­ლის თვე­ში კომ­პა­ნია უამ­რავ ადა­მი­ანს მო­უ­ლოდ­ნელ სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს. "ბიბ­ლუ­სის“ მი­ზა­ნია, კამ­პა­ნია გახ­დეს ვირუ­სუ­ლი და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დეს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბით და ზო­გა­დად, წიგ­ნის კი­თხვით.


კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლია გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“ და მკი­თხველს არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას სთა­ვა­ზობს.


ცნო­ბი­სათ­ვის:


23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ 1923 წელს გა­მო­ცხად­და. 23 აპ­რი­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის უი­ლი­ამ შექ­სპი­რი­სა და მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღია. სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:


- ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მე მე­კუთ­ვნის და ამის სურ­ვი­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, 23 აპ­რილს (რო­მე­ლიც ისე­დაც არის წიგ­ნი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის დღე) ეს­პა­ნე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს იქ არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თის­თვის ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, უფრო გა­ნევ­რცოთ და ერ­თმა­ნე­თის­თვის წიგ­ნე­ბი ეჩუ­ქე­ბი­ნათ. 2019 წელს, რო­დე­საც ამ­გვა­რი იდე­ით მივ­მარ­თე კომ­პა­ნია "ბიბ­ლუსს“, მათ­თან ერ­თად და, ცხა­დია, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­და­ჭე­რით, 23 აპ­რილს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვა­წე­სეთ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე. პირ­ვე­ლი­ვე წელს ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია, ადა­მი­ა­ნი თუ სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­მოგ­ვი­ერ­თდა, ამ აქ­ცი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა და იყო ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი. მერე პან­დე­მია წა­მოგ­ვე­წია და ცოტა გარ­თულ­და ეს ამ­ბა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2021-22 წლებ­ში ტრა­დი­ცია მა­ინც გრძელ­დე­ბო­და და წელს გვინ­და, ამას უფრო მას­შტა­ბუ­რი ფორ­მა მივ­ცეთ - გვინ­და, კამ­პა­ნია უკვე მო­ი­ცავ­დეს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს, რო­მე­ლიც 23 აპ­რილს სიმ­ბო­ლუ­რად დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. ვი­ცით, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, წიგ­ნი არის აქამ­დე არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­თა ჯამი და, შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც წიგნს ვჩუქ­ნით, ერ­თის მხრივ ვჩუქ­ნით ემო­ცი­ას და მე­ო­რეს მხრივ - რე­ა­ლუ­რად იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სხვა­დას­ხვა სა­უ­კუ­ნე­ში მი­ღე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გან­ცდა სა­კუ­თა­რი გა­ხა­დო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ წიგ­ნი არის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი და თქვენს ყვე­ლა მკი­თხველს მო­ვუ­წო­დებ, რომ ერთი წიგ­ნი გა­და­ი­ნა­ხონ და 23 აპ­რილს მა­ინც აჩუ­ქოს თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს.


ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>


0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0