x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გარგარი – სასარგებლო თვისებები, უკუჩვენება და დღიური ნორმა

გარგარი – ქლიავისებრთა გვარის წარმომადგენელია, ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახს. მისი სამშობლო დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ჩინეთია, უფრო სწორედ, ტიან–შანის რეგიონი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებას სომეხი მეცნიერები არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ გარგარის სამშობლო სომხეთია. დღეს, გარგარი, თბილი და ზომიერი კლიმატის პირობებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხარობს.


image


სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, გარგარი, ნამდვილად რომ, დღეგრძელია. მას შეუძლია 100 და მეტ წელსაც იცოცხლოს. ამის მიზეზი კი, ის არის, რომ ის საკმაოდ კომპაქტური ხე არის და გვალვასაც კარგად იტანს. აქვს გრძელი და ძლიერი ფესვები და შეუძლია წყალი გრუნტის წყლებიდანაც ამოიღოს. გარდა ამისა, მცენარეს სიცივისაც არ ეშინია და -30 გრადუსიან ყინვასაც უძლებს.

მისი ნაყოფი გამოიყენება როგორც ახალი ხილის, ისე ჩირის სახით. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის კონსერვებს. ხოლო, კურკის და ფოთლების გამოყენება, გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება როგორც საკვებში (მაგ., ფოთლების ჩაი, ხოლო კურკა – საკონდიტრო წარმოებაში), ისე ზეთების წარმოებაში.


სასარგებლო თვისებები:


გარგარს გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური (ორგანიზმიდან გამოჰყავს მძიმე მეტალები) მახასიათებლები. ასევე არის შარდმდენი და საფაღარათო საშუალება.


მას შეუძლია ტვინის მუშაობის აქტივირება და მეხსიერების გაუმჯობესება, ახასიათებს აღდგენითი მოქმედებები. ამიტომ, გარგარი რეკომენდებულია ინტელექტუალური დატვირთვების დროს და აუცილებლად უნდა იყოს სიმსივნით დაავადებული ადამიანის რაციონში. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ხილი ჩავრთოთ ბავშვის მენიუშიც, რადგან ის იმუნიტეტის სტიმულირების საშუალებაა და ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედების გარდა, ყურადღების კონცენტრაციის ზრდასაც იწვევს.


გარგარის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ბეტა–კაროტინის არსებობა, მას საუკეთესო დამხმარედ ხდის გლუვი და ლამაზი კანის მიღების ბრძოლის საქმეში. ეს კომპონენტი დადებითად მოქმედებს მხედველობაზეც. საკმარისია დღეში 300 გრ. გარგარი მივიღოთ და ორგანიზმის მოთხოვნილება ბეტა-კაროტინზე სრულად იქნება დაკმაყოფილებული. გარგარი აღადგენს ორგანიზმის ძალებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და ზრდის მისი გამძლეობის დონეს.


გარგარი მდიდარია ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავაა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და მდგრადს ხდის ორგანიზმს ვირუსების და გაციებით გამოწვეული დაავადებებისადმი. თუ გაციებას თან ერთვის ხველა, შეიძლება როგორც ხილის, ისე მისი ნახარშის მიღება, რომელსაც ბრონქებიდან ლორწოს გამოყვანა შეუძლია.


მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება შეუძლია როგორც გარგარს, ისე მის ჩირს.


გარგარის ხის ფოთლების ნახარშს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები და შხამები გამოჰყავს. ამიტომ, გარგარის ჩაი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ქიმიურ მრეწველობაში მუშაობს ან შეხება აქვს სამღებრო-სარემონტო მასალებთან. გარდა ამისა, ის სასარგებლოა ფაღარათის დროს და შეუძლია ნაწლავებიდან ჭიების გამოდევნა.


რკინით და კალიუმით მდიდარ გარგარს უდიდესი სარგებლობა მოაქვს ანემიის დროს. ის ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, სისხლს საშუალებას აძლევს, რომ ქსოვილი და ორგანოები ჟანგბადით უკეთესად მოამარაგოს. ანემიის დროს, სასარგებლოა არა მარტო გარგარი, არამედ მისი ჩირი – კურაგა. ის მანძილზე ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ხოლო თმა – სიძლიერეს და ბზინვარებას.


გარგარის წვენი ნაყოფთან შედარებით, ნაკლებ ბოჭკოვანს შეიცავს და ამიტომ, უფრო მარტივად ასათვისებელია, სხვა მხრივ, ის ისევე სასარგებლოა, როგორც მთელი ნაყოფი. ის საუკეთესო საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად. ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი სითხე, რითაც შეშუპებას ახშობს და ბოლოს, წვენი ხსნის მუცლის შებერილობას, სპაზმებს და აქრობს გულძმარვას.


გარგარის კურკის გული მწარე არ არის და ის ბევრს უყვარს. თუმცა, უმრავლესობამ არ იცის, რომ საკვებად მისი გამოყენების შემთხვევაში, დოზირებაა საჭირო. ეს იმით არის განპირობებული, რომ მის შემადგენლობაში ამიგდალინი შედის, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში, ციანიდმჟავად გარდაიქმნება და დიდი რაოდენობით მირთმევისას, მოწამვლას იწვევს (ფაღარათი და გულისრევა). თუმცა, მცირე დოზით, ბუნებრივ და უსაფრთხო სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, ისევე როგორც გარგარის ფოთლების ნახარში, ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნის კარგი საშუალებაა. კურკის გულის დაშვებული დღიური დოზა, დღეში – არაუმეტეს 15 ცალია.


შენიშვნა: თავიდან 2-3 კურკის გულით უნდა დაიწყოთ და რაოდენობა თანდათან უნდა გაზარდოთ.


ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი ხილი სასარგებლოა ფეხმძიმე ქალებისთვისაც. გარდა ამისა, ის მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, რაც ასე აქტუალურია ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, როდესაც ხშირია ყაბზობის შემთხვევები.


ძუძუთი კვების დროს, გარგარის მირთმევა შეიძლება, თუ ეს ნეგატიურად არ მოქმედებს ჩვილის ჯანმრთელობაზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ყაბზობა აწუხებს, გარგარი დაეხმარება და კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოუგვარებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხილი, ჩვილების შემთხვევაში, შეიძლება ჭვალის მიზეზიც გახდეს, ხოლო შაქრის მაღალი შემცველობის გამო, დიათეზი გამოიწვიოს.


image


გარგარის კვებითი ღირებულება, ყოველ 100 გრ-ზე – 48 კალორიაა, ხოლო ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების თანაფარდობა – 11/3/86 % –ია. შეიცავს შაქარს, სახამებელს, სხვადასხვა სახის მჟავებს (ვაშლის, ღვინის, ლიმონის), მინერალებს (იოდი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, რკინა...) და ვიტამინებს (А, Е, Н, Р, ასევე В ჯგუფის ვიტამინებს).

მასში ყველაზე დიდი რაოდენობით – კალიუმია (K) და მას, ამ მინერალის რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ჩემპიონი ვუწოდოთ. თუმცა, კურაგაში უფრო მეტი კალიუმია (100 გრ. გარგარში კალიუმის რაოდენობა 259 მგ-ია, იგივე რაოდენობის კურაგაში კი – 1717 მგ.). ამიტომ, მეცნიერები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარგარი მივირთვათ ახალი ხილის სახით, ხოლო ზამთარში, – კურაგა უნდა ჩავრთოთ ჩვენს რაციონში.



უკუჩვენება:


თუმცა, ეს სასარგებლო ხილი ყველასთვის არ შეიძლება. როგორც ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები ამბობენ, სრული აკრძალვის გარდა, გარგრის დღიური ნორმის შეზღუდვაც აუცილებელია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას მეტეორიზმის და დიარეის პროვოცირება შეუძლია. ამიტომ, დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, დღის მანძილზე, მხოლოდ 200-300 გრ. გარგარი შეგიძლიათ მიირთვათ. ზრდასრულებისთვის დღიური ნორმა – 20, ხოლო, ბავშვებისთვის – 10 ცალია.

მედიკოსები ასევე თვლიან, რომ მისი არევა სხვა პროდუქტებთან ან ხილთან არ შეიძლება. ზოგადად, ხილი საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე, ან მიღებიდან, — 2 საათის შემდეგ უნდა მიირთვათ და უმჯობესია, თუ ერთ ჯერზე, ეს ხილის მხოლოდ ერთი სახეობა იქნება.

რაც შეეხება გარგართან დაკავშირებულ შეზღუდვებს, იმის გამო, რომ ის დიდი რაოდენობით ლიმონის და ვაშლის მჟავებს შეიცავს, შეუძლია ლორწოვანა გააღიზიანოს და გულძმარვის მიზეზი გახდეს. ექიმები ასევე გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება გარგარის მშიერ კუჭზე მირთმევა — ამან, შეიძლება, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს გასტრიტი (თუნდაც რემისიის სტადიაში), წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ან პანკრეატიტი აწუხებს. ჩამოთვლილი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, გარგარზე უმჯობესია უარი თქვათ.

იმის გამო, რომ გარგარი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ასუსტებს გულის ცემის რიტმს, ამ ხილის დიდი რაოდენობით მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ არტერიული ჰიპოტონიის და გულის დაბალი რიტმის მქონე ადამიანებმა.

მიუხედავად იმისა, რომ გარგარი დაბალკალორიული ხილია, დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობის გამო, მისი ჩართვა დიეტური პროდუქტების სიაში არ შეიძლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს ან ჭარბი წონა აწუხებს, თავი უნდა შეიკავონ მისი დიდი რაოდენობით მოხმარებისგან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა

* ფრანგმა წინასწარმეტყველმა ჩვენი წინამორბედი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი ახსნა

* ყველაზე მდიდარი 5 ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში



4
343
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
343
  
2023, 23 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 ივნისი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 ივნისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4