x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ატუზული შევედი მეუღლესთან ხვიჩა ხო არ დავარქვათ ბავშვსთქო.. კინაღამ დამშორდა "- რას წერს პოეტი თემო შენგელაია
image

როგორც ახალახან ცნობილი გახდა, იტალიაში, "ნეაპოლის" ფანმა თავის ახალშობილ ვაჟს, ხვიჩა დაარქვა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ქვეყანაში ბავშვს ხვიჩა დაარქვეს, თავად ბავშვის მამას, არმანდო პეტროზოს, თავის დროზე მშობლებმა "არმანდო" დიეგო მარადონას საპატივცემლოდ დაარქვეს.


31 მარტს კი „წმინდა პატრიციას“ კლინიკაში დაიბადა ბიჭუნა, რომელსაც "დანიელე ხვიჩა" დაარქვეს.


„ნაპოლის“ ტიფოზი ვარ და როგორც ჩემი სახელიდან შენიშნავდით, მამაჩემიც ასე იყო. 1986 წელს დავიბადე და ჩემმა მშობლებმა დიეგო არმანდო მარადონას სახელი დამარქვეს. რასაკვირველია, გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მივიღე. ვფიქრობ, რომ არა, ასეთი სეზონი, მსგავსი საოცარი ფეხბურთელით, მხოლოდ დანიელეს დავარქმევდით."-ასეთი კომენტარი გააკეთა Spazio Napoli-სთან არმანდომ.



ნეაპოლში პირველი "ხვიჩა" დაიბადა, მაგრამ აშკარაა, რომ კვარაცხელიას საპატივცემულოდ ამ ქვეყანაში, უფრო სწორად პირველ რიგში ნეაპოლსა და კამპანიის რეგიონში მის სახელს კიდევ არაერთ ბავშვს დაარქმევენ.


ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით გამოეხმაურა პოეტი თემო შენგელაია:


"დღეს ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს.. ხვიჩა-დანიელე პეტროსო.
2 თვის წინ კი ჩემს თავს მოხდა ესეთი ამბავი: იუვენტუსის 5-1 ის დროს მუცელში იჯდა ჩემი ბიჭი და დღედღეზე იბადებოდა. სასწაულები რომ აკეთა ჩვენმა კვარამ ატუზული შევედი მეუღლესთან ხვიჩა ხო არ დავარქვათ ბავშვსთქო.. კინაღამ დამშორდა და ძველი სახელი დავუტოვე სხვა გზა არ იყო"..
1
474
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
474
  
2023, 8 აპრილი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1