x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს 3000 ”სასწაულებრივად” დაფეხმძიმებული ქალის ამბავი ნამდვილად გამოსაძიებელია" - ილია ჭიღლაძე
imageდეკანოზი ილია ჭიღლაძე შარშანდელ "ღამის პრაიმ-თაიმის" სქრინს აზიარებს, სადაც "ხილულ და უხილავი სასწაულებზე' იყო საუბარი და მათ შორის მამაო მერაბ დეკანოსიძეზე, რომელზეც როგორც ამბობენ, 8 წლის განმავლობაში 3000 ოჯახს მისი ლოცვა-კურთხევით შვილი შეეძინათ.


"ამ ბავშვების მამებმა ნამდვილად უნდა ჩაიტარონ მამობის დნმ ტესტი, რადგან ნადვილად ვიცი, ერთ ახალგაზრდა უშვილო ქალთან, რომელიც მასთან მივიდა საშველად, სექსი სცადა, უარი მიიღო და დღესაც უშვილოა. ეს 3000 ”სასწაულებრივად” დაფეხმძიმებული ქალის ამბავი ნამდვილად გამოსაძიებელია."-წერს ილია ჭიღლაძე.


მერაბ დეკანოსიძე ერისკაცობაში სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო უნივერსიტეტში:

–40 წლის ვიყავი, როცა ყოველ ღამე 3 საათზე ხმა მაღვიძებდა და მეუბნებოდა: დასრულდა შენი ერისკაცული საქმიანობა, დარჩენილი ცხოვრება უფალს უნდა ემსახუროო. ერთი და იგივე ექვს თვეს გრძელდებოდა. თან ფსალმუნებს მკარნახობდა, რომელსაც ვკითხულობდი. ამის შესახებ არავის ვეუბნებოდი. როცა ერთ-ერთ უღრან ტყეში აგებულ მონასტერში წავედი, ფსალმუნები და ხუცურად კითხვა უკვე ვიცოდი. ექვს თვეში ერთ-ერთი მეუფის დიაკვნად შემმოსეს. რაც შეეხება ტაძარს, მის ასაგებად პატრიარქმა გამომარჩია.


2010 წელს დიდი დიღომში დეკანოზმა მერაბ დეკანოსიძემ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ააშენა, რასაც ბევრი სასწაული უკავშირდება. მამა მერაბმა ხატვა 53 წლის ასაკში დაიწყო. უკვე 17 პერსონალური გამოფენა მოაწყო და მისი დაწერილი ხატები არაერთი ოჯახის შემწე გახდა. ტაძარში მადლიერი მომლოცველები და იმედით აღსავსე, ჯერ კიდევ პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანების რიგი არ წყდება.

2
251
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
251
  
2023, 6 აპრილი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 6 აპრილი, 21:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2