x
image
ნინო ხიმშიაშვილი
მსოფლიოში ყველაზე დიდი გაქვავებული ხე 800 000 წლისაა და ჩრდილოეთ ტაილანდშია აღმოჩენილი


image

ეს გაქვავებული ხეები 800, 000 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტენიან ტროპიკულ ტყეში



მსოფლიოში ყველაზე დიდი გაქვავებული ხე ჩრდილოეთ ტაილანდშია აღმოჩენილი და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ 800 000 წლისაა.



image

მდებარეობს Mai Klay Pen Hin National Park-ში.


ის 2013 წელს ადგილობრივმა მკვიდრმა იპოვა, ტაკის პროვინციაში. რის შემდეგაც შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდა და აცნობა ფაქტის შესახებ. ადგილზე მისულ სპეციალისტებს დახვდათ უძველესი ხის მასიური ღერო.




image

მარჯვნივ - ჩრდილოეთ ტაილანდში ნაპოვნი გაქვავებული ხე, მარცხნივ - ილუსტრაცია თუ რა მასშტაბის იქნებოდა ის, შედარება ჟირაფთან. ილუსტრაცია: მარკ ფილიპი, ლიონის უნივერსიტეტი



ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა პირველად მიაგნეს სრულად შემონახული ხის ნამარხს - რომლის სიგრძე 72 მეტრს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორიგინალი ხე სულ ცოტა 100 მეტრის უნდა ყოფილიყო.



ტაილანდში 7 ასეთი მასიური ხეა ნაპოვნი, თუმცა არცერთი არაა 2013 წელს აღმოჩენილი ხის სიდიდის.


image




გაქვავებული ხეები აღმოჩენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამერიკაში, საბერძნეთში, მათ შორის საქართველოშიც - გოდერძის ნამარხ ტყეში.


image

გაქვავებული ხე გოდერძის ნამარხ ტყეში, ფოტო: ადიგენის მუციპალიტეტის მერია


image

ხეების ნაკრძალი ლესბოსის გაქვავებული ტყიდან, საბერძნეთი



image

გაქვავებული ხე არიზონას ეროვნულ პარკში, აშშ





0
326
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0