x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ქათმის წინაპარი დინოზავრი იყო - 15 დაუჯერებელი ევოლუცია

მილიონობით წლის წინ, არსებები, რომლებიც დღეს ჩვენთვის უცხო იქნებოდნენ, ისევე არსებობდნენ, როგორც დღეს ჩვენთვის ნაცნობი ცხოველები.


დროთა განმავლობაში, ევოლუციამ შეცვალა მათი გარეგნობა და თუნდაც ქცევა. ეს ცვლილება იმდენად წარმოუდგენელია, რომ მათ შთამომავლებს თავიანთი წინეპრების შეეშინდებოდათ თუკი დღეს შეხვდებოდნენ.


მეცნიერების დახმარებით შეგვიძლია ვნახოთ როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენთვის ნაცნობი ცხოველების წინაპრები მილიონობით წლის წინათ:








1. ქათამი - ტირანოზავრი

image



T-Rex ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დინოზავრია ჩვენს პლანეტაზე. მის პოპულარობას ფილმაც "იურული პარკი" შეუწყო ხელი.


მიუხედავად იმისა, რომ ამ გიგანტური არსების გარეგნობა არ ჰგავს არც ჩიტის და არც ქათმის სახეს, ტირანოზავრის დნმ მეტწილად მსგავსია თანამედროვე ქათმების.





2. ზვიგენი - მეგალოდონი

image


ზვიგენები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წყლის მტაცებლები არიან. მათი წინაპრები კი, კიდევ უფრო საშინელ არსებად გამოიყურებიან. ამ პრეისტორიული გიგანტური ზვიგენების ზომა ზოგჯერ 5-სართულიანი შენობის ზომას აღწევდა. მეგალოდონის სხეულის სპეციფიკა კი მას საშუალებას აძლევდა სუფთა წყალში ეცხოვრა.





3. ენოტი - გიგანტური ჰიენოდონი

image


პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე საყვარელ არსებებს, ენოტებს, შეუძლიათ დაიკვეხნონ დედამიწაზე არსებულ ერთ–ერთ ყველაზე საშინელ და უძველეს ცხოველთან ჰიენოდონებთან ნათესაობით. ჰიენოდონებს ჰქონდათ საოცრად ბასრი და წვეტიანი კბილები. ისინი ზოგჯერ 13 მეტრამდე იზრდებოდნენ.





4. ზარმაცასებრნი - მეგათერიუმი

image


ტყუილად არაა რომ მათ ზარმაცასებრნს უწოდებენ. ეს ნელი, მოუხერხებელი და კეთილი ცხოველები მთელ ცხოვრებას ძილში ატარებენ.

არც მათი გიგანტური წინაპრები მეგათერიუმები იკვეხნიდნენ სწრაფი რეაქციით. ისინი ისეთივე დიდები იყვნენ, როგორც დღეს არიან სპილოები. მეგათერიუმები ხანდახან 4 ტონამდეც აღწევდნენ.





5. ჟირაფი - სამოთერიუმი

image


ჟირაფების პრეისტორიულ წინაპრებს, რომლებსაც სამოთერიუმებს უწოდებენ ადრე ცხოვრობდნენ თანამედროვე უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე. იმ დროს, მომავალ ჟირაფებს ასეთი გრძელი კისერი არ ჰქონდათ - მათი სხეულის ეს გამორჩეული ნაწილი მოგვიანებით ევოლუციის შედეგად გამოჩნდა. ითვლება, რომ ყველაზე გრძელი კისრის მქონე მამრები იპყრობდნენ მდედრების ყურადღებას.






6. ცხენი - მაკრაუჩენია

image


თანამედროვე ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია ცხენი, რომელმაც ევოლუციის შედეგად მოულოდნელად დაკარგა ხორთუმი. სხეულის სწორედ ამ ნაწილს ფლობდნენ თანამედროვე ცხენების, ვირებისა და ზებრების უძველესი ნათესავები. მაკრაკუჩენია მართლაც უცნაურად გამოიყურება მეგალოდონთან. გიგანტურ ჰიენოდონთან და დინოზავრთან შედარებით.






7. ოპოსუმი - თილაკოსმილუსი

image


ოპოსუმები არიან პატარა ცხოველები, რომლებიც ამჟამად ბინადრობენ როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკაში. ეს უწყინარი არსებები ხშირად ზოოპარკებში არიან გამოფენილი, თუმცა მათი წინაპარი თილაკოსმილუსი მიიჩნევა, რომელიც ჰგავდა გარეული კატას.






8. კატა - მიაციდი

image


დახლოებით 50 მილიონი წლის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველი კატა ბევრად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ახლა. კატების წინაპრები, მიაციდები, ჰგავდნენ დღევანდელ კვერნებს და ხეებში ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ მტაცებლის ძებნისას დაეშვებოდნენ ხოლმე. სხვათა შორის, ეს უძველესი ცხოველი არა მხოლოდ კატების, არამედ ძაღლების, დათვების და სხვა ძუძუმწოვრების წინაპარიც კია.






9. ვეშაპი - ინდოჰიუსი (ინდოეთის ღორი)

image


როგორც ცნობილია, ლურჯი ვეშაპი ერთ–ერთი ყველაზე დიდი წყლის ძუძუმწოვარია პლანეტაზე, რომლის სიგრძე ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ წყალქვეშა გიგანტის "მშობელი" ენოტის ზომის ცხოველია, სახელად ინდოჰიუსი, რომელიც არა მხოლოდ მიწაზე ცხოვრობდა, არამედ ნამდვილი ვეგეტერიანელიც იყო. დროთა განმავლობაში, ინდოჰიუსის სხეულის ფორმა ძალიან შეიცვალა, რადგან ცხოველს მტაცებლებისგან დამალვისთვის წყალში ყოფნა უწევდა.






10. თხა - ენდრიუსარქუსი

image


უძველესი დროიდან თხა და ცხვარი ითვლებოდა ერთ–ერთ კეთილ და ადვილად მოსათვინიერებელ ცხოველად.


თუმცა მათი უძველესი წინაპარი ენდრიუსარქუსი მტაცებელი იყო და მგელს უფრო ჰგავდა.


ენდრიუსარქუსი მიჩნეულია ერთ–ერთ ყველაზე დიდ ძუძუმწოვარ მტაცებელ ცხოველად, რომლის წონა ზოგჯერ ტონას აღწევდა.






11. ღორი - ენტელოდონტი

image


თანამედროვე ღორის წინაპარი იყო ენტელოდონტი, მას "ჯოჯოეთის ღორსაც" უწოდებნენ. იწონიდა თითქმის ტონას, ჰქონდა ნიანგის მსგავსი ფართო, ადამიანის მკლავის სისქე კბილებით სავსე ყბა. ისინი დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ და არსებობდნენ დაახლოებით 30 მილიონი წლის განმავლობაში.






12. კუ - არქელონი (ბერძ.: მმართველი კუ)

image


არქელონები ცხოველთა სამყაროს ნამდვილი გიგანტები იყვნენ - მათი წონა დღევანდელი სპილოების წონას მიაღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური კუ 60 მილიონზე მეტი წლის წინ გადაშენდა, კუს დიდი სახეობები მაინც არის შემორჩენილი ინდოეთის ოკეანეში და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებზე.

ამ ფაქტს მეცნიერები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს სახეობები დინოზავრების ეპოქიდან მოდიოდნენ, რადგან მათ მაშინ გადარჩენა არ შეეძლოთ.





13. კოალა - დიპროტოდონი

image


დიპროტოდონები, ადრე ავსტრალიის ფაუნის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო წარმომადგენელი იყო. ეს ცხოველები თანამედროვე ბეჰემოთის ზომისანი იყნვნენ და მათი წონა 3 ტონას აღწევდა.


კოალაები, რომლებიც შეცდომით დიდი ხნის განმავლობაში დათვების ნათესავებად თვლიდნენ, დღეს ამ გიგანტური ვეგეტარიანელების შთამომავლები არიან.






14. ბოა (ჩვეულებრივი მახრჩობელა) - ტიტანობოა

image


ყველა თანამედროვე მახრჩობელას უძველესი წინაპარი ტიტანობოა, რომელიც ოდესღაც ლათინურ ამერიკაში ცხოვრობდა. ამ გადაშენებული გველის სიგრძე 40 მეტრი იყო, ხოლო წონ 1 წონაზე მეტი. თუმცა მისი ასეთი საშიში აგებულებისა ის მხოლოდ თევზებით იკვებებოდა.

ტიტანობოა დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ გადაშენდა.







15. მარტო რქა - ინდრიკოთერიუმი (იგივე პარასერათერიუმი)

image
თანამედროვე მარტორქების წინაპრები პარასერათერიუმები ნახსენებია ძველ რუსულ ზღაპრებსა და ლეგენდებში, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი ჩინეთსა და ბალკანეთს შორის მდებარეობდა.


ზომით იყო თითქმის 3 სპილოს ხელა, 40 მეტრის სიგრძის და 14-20 ტონის.

ჰქონდა გრძელი კისერი და მოკლე ტანი და გრძელი ფეხები.


ეს ზღაპრული არსება არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ კინემატოგრაფიაშიც ჩანს - "Star Wars"-ის ფილმის საბრძოლო მანქანები იმიტირებულია ამ უძველესი ძუძუმწოვრის გამოსახულებიდან.






image





0
320
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0